ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

2014 წლის 24 ნოემბერს ევროკომისიის RASFF პორტალზე გამოქვეყნდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში აღმოჩნდა ობის საშიში ტოქსინი - ე.წ. აფლატოქსინი და პროდუქტი ბაზრიდან ამოღებული იქნა.

ვინაიდან წინასაახალწლოდ საქართველოში თხილის მოხმარება საკმაოდ მაღალია, ქართველ მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, აქაც ხომ არ იყიდება აფლატოქსინის შემცველი თხილი.

ამ მიზნით, 2014 წლის 03 დეკემბერს შევიძინეთ თხილი ბაზარში და თბილისის ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში. კერძოდ, ე.წ. "დეზერტირების ბაზარში" შევიძინეთ 4 ტიპის ასაწონი თხილი, ხოლო ს. ეულის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ფრესკოში" შევიძინეთ 2 ტიპის თხილი: ასაწონი და დაფასოებული (შპს "ქალაქის" წარმოებული თხილი "ქალაქური"). ყველა შეძენილი პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და მიენიჭა შემდეგი პირობითი ნომრები:

#1 თხილი გატეხილი გრძელი (დეზერტირების ბაზარი, სამტრედიიდან);

#2 თხილი გატეხილი მრგვალი  (დეზერტირების ბაზარი, სამტრედიიდან);

#3 თხილი გატეხილი მრგვალი (დეზერტირების ბაზარი, ზუგდიდიდან);

#4 თხილი გაუტეხავი მრგვალი (დეზერტირების ბაზარი, ზუგდიდიდან);

#5 თხილი გატეხილი ასაწონი ("ფრესკო");

#6 თხილი გატეხილი დაფასოებული "ქალაქური", გამოშვების თარიღი 15.04.2014 (შეძენილია "ფრესკოში").

დანომრილი ნიმუშები ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით აფლატოქსინი არცერთ თხილში არ აღმოჩნდა (#1; #2; #3; #4; #5; #6). ამდენად, ეს პროდუქტები მომხმარებლისთვის უვნებელია.




print version
17:18:18 2014-12-15

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge