ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

შემოწმება ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა” (CSRDG). პროდუქცია შესყიდული იქნა 2009 წლის 9 ივლისს, მაღაზია "პოპულში" (შარტავას ქუჩაზე). შესყიდული იქნა ყველა ტიპის კარაქი, რაც იმ მომენტში მაღაზიაში იყიდებოდა და რომელზეც არ იყო შესამჩნევი წარწერა ან სხვა მინიშნება იმის შესახებ, რომ იგი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.`

შემოწმება ჩატარდა შპს "მომავალი საუკუნე"–ს ტესტირების ლაბორატორიაში. ტესტირების მეთოდი: პროდუქტში რძის ცხიმების შემცველობის დადგენა "კოდექს ალიმენტარიუსის" CODEX STAN 32-1981 სტანდარტში აღწერილი მეთოდით. ლაბორატორიას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო, თუ რომელი კომპანიის ნაწარმს ამოწმებს (პროდუქტი მოთავსდა დანომრილ ჭურჭელში CSRDG-ს მიერ). შემოწმების პასუხი ლაბორატორიამ გასცა 2009 წლის 22 ივლისს. შედეგების სიზუსტეა ±2%.

შემოწმების შედეგებია:

პროდუქტის დასახელება

გაზომვის შედეგად დადგენილი

რძის ცხიმების შემცველობა პროდუქტში

(მასური წილი)

1 კარაქი, ეკო-ფუდი 72,5% 8,44 %
2 Сливочное масло, Oldenburger, 82%, немецкое марочное, высший сорт 76,7%
3 Масло, Valio – Midnight Sun, 82%, Натуральное сливочное масло 74,0%
4 კარაქი, ეკო-ფუდი, 82,5% 12,8%
5 ნაღების კარაქი, სამგორი, 82,5%, ნატურალური ქართული პროდუქტი (ვერცხლისფერ შეფუთვაში) 12,7%
6 კარაქი ნაღების, ჩვენი ფერმერი, 82,5% 52,6%
7 Датское сливочное масло, Luprak, 82%, несоленое 79,7%
8 ნაღების კარაქი, სამგორი, 82,5%, უმაღლესი ქართული ხარისხი (ოქროსფერ შეფუთვაში) 51,1%
9 Butter-Mantoquilla, Campina, 80%, unsalted 81,3%
10 კარაქი ნაღების, ჩვენი ფერმერი, 71,5% 50,04%
11 კარაქი ტრადიციული, სანტე, 72,5% 17,87%
12 Auslese Butter, Bayernland, Feinste Sauerrehambutter, Besonders streichrart, Mit Frischoplombe 40,94%
13 Масло Валио, сливочное, жирность 82% 83,56%
14 Масло Елисеевское, сливочное, несоленое, 82% 81,40%
15 კარაქი ევროპული, სანტე, 71,5% 4,34%



print version
14:39:57 2014-11-28

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge