ბოლო ცვლილებები

სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
ევროკავშირში, კანონმდებლობა,

2005 წელს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომლითაც სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის უსამართლო და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ხერხების გამოყენება აკრძალა.

კერძოდ, აიკრძალა მაგალითად შემდეგი "ხრიკების" გამოყენება:

  • "ოღონდ თავი დამანებოს და..." - საქონლის/მომსახურების დაჟინებული შეთავაზება ტელეფონით, ელფოსტით ან სხვა საშუალებით, თუკი მომხმარებელს არ გამოუთქვამს ასეთი შეთავაზებების მიღების სურვილი. აგრეთვე მომხმარებლისთვის სახლში მიკითხვა და შეთავაზება, თუკი მომხმარებელი ასეთი ვიზიტების წინააღმდეგია.
  • "ეს ორიგინალია!" "პირდაპირ პარიზიდან!" - მომხმარებლისთვის არასწორი წარმოდგენის შექმნა საქონლის წარმომავლობის ან მწარმოებლის/ბრენდის თაობაზე.
  • "ამას სხვაგან ვერ იშოვით!", "ამ ფასად ვერსად იშოვით!"- მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება საქონლის ხელმისაწვდომობის ან ფასის თაობაზე.
  • "მარტო დღეს!", "ეს ბოლოა!", "ვიხურებით!" - მომხმარებლის დარწმუნება, რომ საქონელი მთავრდება ან რომ მაღაზია იხურება (სხვაგან გადადის) - თუკი ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
  • "ამის გარეშე უბრალოდ დაიღუპებით!" - მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება იმ რისკების თაობაზე, რომელიც მას ემუქრება, თუკი პროდუქტს არ შეიძენს.
  • "ეს მოგარჩენთ!" - მომხმარებლის დარწმუნება, რომ პროდუქტი მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს  - თუკი ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
  • "ამ შეღავათს მხოლოდ თქვენ გიკეთებთ" - მომხმარებლის დარწმუნება, რომ მეწარმე მას განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს, მაშინ როდესაც ეს ყველა მომხმარებლისთვის კანონით დადგენილ უფლებას წარმოადგენს.
  • "თქვენ მოიგეთ პრიზი!" - მომხმარებლის დარწმუნება, რომ მან მოიგო (ან მოიგებს) პრიზი ან რაიმე ჯილდო, როცა სინამდვილეში პრიზი არ არსებობს ან მისი მიღება მომხმარებლის მიერ რაიმე თანხის გაღებასთანაა დაკავშირებული.
  • "თუ არ იყიდით, გამაგდებენ" - მომხმარებლის დარწმუნება, რომ თუკი იგი საქონელს/მომსახურებას არ შეიძენს, გამყიდველს ესა თუ ის განსაცდელი ელის.
  • "შენაძენის გარეშე გასვლა არ შეიძლება!" - მომხმარებლისთვის შთაბეჭდილების შექმნა, რომ იგი ვერ დატოვებს მაღაზიას/ოფისს შენაძენის გარეშე.
  • "ესეც უნდა შეიძინოთ" - მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის მიწოდება (სხვაზე დამატებით), რომელიც მას არ მოუთხოვია და ამისთვის თანხის მოთხოვნა.
  • "იმან იყიდა და კმაყოფილია!" - მომხმარებლისთვის მცდარი შთაბეჭდილების შექმნა იმის თაობაზე, რომ მოვაჭრესთან დაკავშირებული ადამიანი მიუკერძოებელი მესამე პირია ან უბრალოდ სხვა მომხმარებელია.
  • "ეტყობა შევუკვეთე..." - მომხმარებლისთვის ინვოისის ან მსგავსი დოკუმენტის გაგზავნა ცრუ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ მან ეს საქონელი/მომსახურება უკვე შეუკვეთა და ამიტომ მასში თანხა უდნა გადაიხადოს.
  • მომხმარებლის ჩართვა ე.წ. "პირამიდულ სქემებში", როცა მას სთავაზობენ კომპენსაციას სქემაში ახალი ადამიანების მოზიდვისთვის/ჩართვისთვის.

გარდა დირექტივაში კონკრეტულად ჩამოთვლილისა, იკრძალება აგრეთვე მოვაჭრის ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება პროფესიული კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და რომლის შედეგად მომხმარებელი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en




print version
10:30:56 2014-09-03

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge