ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2014 წლის 29 ივლისს მომხმარებელმა სურსათის ცხელ ხაზზე დაგვირეკა და გვთხოვა გაგარინის ქუჩაზე მდებარე "ფუდმარტში" (ყოფილი :პოპული") გასაყიდი პური "კოლხური"-ს შემოწმება. მომხარებლის ინფორმაციით, მის მიერ შეძენლი პური დაობებული აღმოჩნდა. ეს საჩივარი მომხარებელმა ფეისბუქის დაფარული კომენტარითაც გამოგვიგზავნა:

იმავე დღეს, 2014 წლის 29 ივლისს მივედით გაგარინის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ფუდმარტში" და შევიძნეთ ქვის პური  ("კოლხი გრუპ"), რომელიც თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პური დაობებული არ იყო, თუმცა ობის სოკოს სპორები მასში აღმოჩნდა. როგორც ფოტოზე ჩანს, პური პოლიეთილენის შეფუთვაში არის მოთავსებული. არ არის გამორიცხული, რომ ასე შეფუთული პურის შენახვისას (მაღაზიაში ან თუნდაც მომხმარებელთან) მასში არსებული ობის სპორები გაღვივდეს და პროდუქტი გამოყენებისათვის გამოუდეგარი გახდეს.

საქართველოში დღეს მოქმედი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით პურში ობის სოკოს შემცველობა აკრძალული ან შეზღუდული არ არის. თუმცა, ამავე დროს, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში 2014 წლის აპრილში შესული ცვლილებების თანახმად მავნე სურსათად ითვლება არა მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ აგრეთვე ის პროდუქტი, რომელის მოხმარება შეუძლებელია დაობების ან ლპობის გამო. ამიტომ გავგზავნეთ წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ვითხოვეთ, განეხილათ ობის სპორების შემცველი პურის გაყიდვის მიზანშეწონილობა.

სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ რადგანაც პურში ობის სოკოს სპორების არსებობა კანონმდებლობით არ რეგულირდება, სააგენტოს პროდუქტში მათი არსებობის შემოწმება არ შეუძლია. თუმცა ცხადია, თუკი სააგენტო გაყიდვაში ობმოდებულ პროდუქტს აღმოაჩენს, ეს პროდუქტი განადგურდება.

მეწარმეებს და მაღაზიებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ დაობებული სურსათით ვაჭრობა აკრძალულია!




print version
17:12:13 2014-08-18

კომენტარის დამატება

მაშო   14:24:55 2014-10-02  უპასუხე   
ანუ, რა გამოდის, - ობიანის გაყიდვა კანონდარღვევა არ ყოფილა! ამისათვის არსებობს საკანონმდებლო ორგანო ქვეყანაში, რომ არსებულ რეალიებს შეუსაბამოს მოქმედი კანონები. ადგნენ და კანონით დაარეგულირონ პროდუქტში ობის სოკოს სპორების არსებობა, სხვა რამე ევალებათ პარლამენტის წევრებს?!
თამარ, CSRDG   15:25:29 2014-10-02  უპასუხე   
არა მაშო, ობიანი პურის დარღვევა კანონდარღვევაა. უბრალოდ ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტომ შემოწმებისას დაობებული პური ვერ ნახა, ხოლო პუის ლაბორატორიული შემოწმება ობის სოკოებზე ვერ შეძლო, რადგან არ არის ასევე კანონმდებლობით დადგენილი ნორმა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სურსატის ეროვნული სააგენტო პირდაპირ დაობებულ პურს არ ნახავს დარღვევის აღმოცენა არ შეუძლია.

ეკატერინე   00:58:03 2014-10-01  უპასუხე   
დღეს, 30 სექტემბერს ნუცუბიძის მე 3-ე ფერდობზე მაღაზია "უნივერსამ"-ში შევიძინე თეთრი დაჭრილი პური "უნივერსამი" 1,01 ლარად. გამომცხვარი ავსტრიული ტექნოლოგიით. შეფუთვაზე წერია 650 გრამი. უბრალოდ დავინტერესდი და ავწონე. აღმოჩდა 495 გრამი. ამასთან პლიუს შეფუთვის ქაღალდი იმდენად თხელია, რომ უკვე მაღაზიაშივე დაზიანდა, თაროდან რომ ვიღებდი. რატომ ჰგონია მეწარმეს, რომ აქვს უფლება ასე დასცინოს მოსახლეობას?
თამარ, CSRDG   15:02:31 2014-10-01  უპასუხე   
ვნახავთ ეკატერინე, მადლობა

nana   12:06:54 2014-09-28  უპასუხე   
თ ქვენ უკვე მეწარმეებს უფრო იცავთ ...შეგაშინეეს სასამართლოებით ?????


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge