ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
უფასო ადვოკატი მომხმარებლებისთვის
კანონმდებლობა, გარანტია, ელექტროსაქონელი, ,

2014 წლის 10 ივლისიდან ახალი უნივერსიტეტი "ნიუ-ვიჟენ"  უწევს უფასო იურიდიული დახმარებას მომხმარებლებს, რომელთა უფლებები დაირღვა.

ორგანიზაცია სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებასსამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და საქართველოში მოქმედ ნებისმიერ იურიდიულ პირს. მათ შორის, გათვალისწინებულია იურიდიული დახმარება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევებშიც.

დაინტერესებულ პირს იურიდიული მომსახურება ეწევა გუნდის მიერ, რომელშიც შედის სამართლის სპეციალობის სტუდენტ(ებ)ი და კვალიფიციური ადვოკატი. ყველა რჩევაზე, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს, პროფესიონალი ადვოკატი აგებს პასუხს. 

იურიდიული ცენტრის 3 თვიანი მუშაობის განმავლობაში მათთან შევიდა 10 საქმე სამომხმარებლო საკითხებზე. ესენი იყო: 

  1. ნაკლიანი პროდუქციის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დავები (4 საქმე);
  2. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული დავები (3 საქმე);
  3. მეორე მხარის მიერ ნივთის/სერვისის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი დავები (2 საქმე).

საქმეთა უმრავლესობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ადვოკატები გვაძლევენ რჩევებს- რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ, თუკი გვინდა რომ საქმე მოვიგოთ:

  1. მომხმარებლებმა, რომლებსაც მაღაზიისგან საგრანტიო მომსახურებაზე ეთქვათ უარი, სასურველია მოითხოვოს წერილობითი ფორმით კონკრეტული მიზეზის მითითება, რის გამოც მას უარი ეთქვა საგარანტიო მომსახურების გაწევაზე.
  2. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით: მომხმარებლებმა, რომლებიც თვლიან, რომ დარიცხული თანხა არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს, თავი უნდა შეიკავონ დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი აღიარებს ვალს, რაც შემდგომში ართულებს თუნდაც უსაფუძვლოდ დაკისრებული კომუნალური გადასახადისგან მის გათავისუფლებას. მსგავს შემთხვევაში, განაწილვადებაზე ხელმოწერის ნაცვლად, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს. 
  3. ზოგადად - სამართლებრივი პრობლემის არსებობის შემთხვევაში: სასურველია, პირმა პრობლემის მოსაგვარებლად დროულად მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს და არ გადადოს დავის მოგვარება მომავლისათვის. უმეტეს შემთხვევაში, არსებობს კანონით დადგენილი ვადები, რომელთა გასვლის შემდეგაც პრობლემის მოგვარება შეუძლებელი ხდება.

უნივერსიტეტის მისამართია: თბილისი, ე. მიქელაძის 1ა, ტელეფონი: 242 4440, ელ-ფოსტა: legalaid@newvision.ge. იხილეთ საინფორმაციო ფურცელი და ახალი ამბები.




print version
14:37:05 2014-07-11

კომენტარის დამატება

ლელა   11:30:54 2014-10-28  უპასუხე   
მაქვს ბინა დაგირავებული. მრიცხველები დენზე და გაზზეც ცალკე გვაქვს, მაგრამ გადასახადის ქვითარი მეპარტონესთან ერთად არის საერთო და როცა ისინი გადასახადს თავის დროზე არ იხდიან , მექმნება პრობლემა. თუ შეიძლება, ჩემი დახარჯული ენერგიისთვის ქვითარი მოვიდეს ჩემ სახელზე და თუ კი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის.
თამარ, CSRDG   11:42:02 2014-10-28  უპასუხე   
ლელა სავარაუდოდ წყლის და გაზის კომპანიებს უნდა მიმართოთ, თქვენი უბნის სერვის ცენტრებში უნდა მიხვიდეთ და იქ იკითხოთ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ცალკე გამრიცხველიანება თანხებთან არის დაკავშრებული

temo   19:15:34 2014-10-17  უპასუხე   
როცა მეწარმე სხვისი ბრენდის სახელს იყენებს რა ჰქვია ამას და რა სასჯელს ითვალიცწინებს??
ლია, CSRDG   14:04:16 2014-10-18  უპასუხე   
სხვისი ნივთის/უფლების მოტყუებით მითვისება თაღლითობაა. სისხლის სამართლის დანაშაულია. ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

tamari   12:01:42 2014-10-12  უპასუხე   
იურიდიულ კონცულტაციაში სადაც თქვენ გვამისამართებთ//რჩევებს იძლევიან მეტი არაფერი...პატრონი არ ჰყავს არც ქვეყანას არც მომხმარებელს..არსაიდან ხმა არსით ძახილი...
თამარ, CSRDG   12:04:37 2014-10-15  უპასუხე   
თამარ უფასო იურიდიული კონულტაციის ნომერია რასაც გაძლევთ. სხვა რა დახმარება გესაჭიროებათ იქნებ გვიტხრათ და შევეცდებით დახმარებას

მარი   04:29:34 2014-10-12  უპასუხე   
Le Gateu -ში შევუკვეთე 100 ლარიანი ტორტი, ერთი კვირით ადრე, როგორც ხდება ბავშვის დაბ.დღისთვის 2 წლის ხდებოდა 11ოქტობრისთვის,50 ლარი ბე /ავანსი დავტოვე, შეკვეთაზე ვიყავი მეგობართან ერთად და 1 საათი ვუხსნიდით დაწვრილებით ყველა დეტალს და ამ დეტალის ფერებს, მენეჯერს ვანახე სხვა ტორტის მაგალითი ..პირველი სართულის იდენტური უნდა ყოფილიყო, განსხვავება მიკის ზომა და განლაგება იყო..ემატებოდა პლუტო...მოკლედ, ხელი მომაწერინა ფურცელზე სადაც ფასი, ჩემი სახელი, ტელეფონი, საათი და ასეთი წვრილმანები ეწერა...მინდა გითხრათ, ბავშვთა ცენტრში დაბ.დღის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივედი და დამხვდა აბსოლუტურად სხვა ტორტი...ერთია რაზეც მიპასუხეს მიკი ხომაააო :)))) ანუ 100 ლარს რაღაც უმსგავსო და პატარა მიკიში ვაძლევდი :( ბიწის ტორტი წითლის ნაცვლად იყო მალინისფერი, ასაკი 2 ის ნაცვლსდ 25 და 1 საათის განმავლობაში ახსნილი ფერები და გამორმება სულ სხვა.მოკლედ ფული არ დამიბრუნეს..ორჯერ მივაკითხე...ტორტიც დავტოვე, რრა თქმა უნდა არ წამოვიღე..საკმაოდ უზრდელურად მომართეს და მომექცნენ..მენეჯერი და ვიღაც ქალ.მანანა ( თუ შეიძლება ასე ვუწოდო, მისი კლიენტის მიმართ უზრდელურ "საუბარს") ..არც ვიდეო ხმიანი ჩანაწერი მანახეს...შენ როცა მოგინდება, მაშინ კი არ განახებო...ქალბატონმა მანანამ. ლე გასოგან შეილახა ჩემი უფლებები. საქ-ში კანონმდებლობის არ არსებობის თუ არ მოქმედების გამო, ასე "გასდით" სამწუხაროდ. იქნებ მირჩიოთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიგცე, მარტო სასამართლოა გამოსავალი? ეს თავმოყვარეობის ამბავია , არა 50 ლარის დაბრუნება, საკმაოდ შეურაცხოფილად მომექცნენ და მესაუბრენ.
თამარ, CSRDG   12:08:41 2014-10-15  უპასუხე   
მარი ტქვენ გწირდებათ იურიდიული კონსულტაცია. დარეკეთ ნომერზე 242 4440 და უფასოდ გაგიწევენ კონსუკლტაციას, დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი უფლებების შესახებ. კონკრეტული კანონი მომხარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერჯერობიტ არ არსებობს საქართველოში, თუმცა სხვადასხვა კანონებში არის გარკვეული მუხლები რომელიც მომხარებელთა სფეროში შეიძება იქნეს გამოყენებული. ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში რომელიმე მათგანი გამოდგება თუ არა, ამის შესახებ იურისტები უფრო კომპეტენტურად გიპასუხებენ

მანანა   15:44:04 2014-09-15  უპასუხე   
მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ გამცეთ პასუხი. ჩემი შვილი მობილობით ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში. ინტერნეტით მობილობის გვერდზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. გამოცხადდა აკადემიაში და იქ უთხრეს დაგირეკავთო. არ დაურეკეს. მივიდა დღეს და უთხრეს კრედიტები არ გეყოთო. ძალიან გთხოვთ ამიხსნათ ევალებოდა თუ არა აკადემიას ამის შესახებ შეტყობინება გამოეგზავნა ან დაერეკა? გმადლობ!

lado   11:42:52 2014-07-31  უპასუხე   
ნავთლუღის ბაზრების ტერიტორიაზე ყველგან-ხელზე მოვაჭრეები ხმარობენ გადაკეთებულ სასწორებს-იქნებ დააყენოთ სამარლთდამცავების წინაშე საკითხი ამ დანაშაულის აღსაკვეთად.დაგვეხმარეთ დაუცველ მომხმარებლებს-მადლობთ!!
თამარ, CSRDG   16:01:56 2014-07-31  უპასუხე   
ლადო საქართVელოში არ მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოვაწრე ვალდებული იქნება დაკალიბრებული სასწორი იქონიოს. თუ ყიდვის დროს მოტყუებამ, თქვენს მიერ ნაყიდი საქონლის ღირებულიების 20% შეადგინა ასეთ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურებს ჩარევა. სხვა შემთხვევა კანონის დარღვევად არ ითვლება სამწუხაროდ
lado   18:43:16 2014-09-12  უპასუხე   
არა კომპეტენტური პასუხები///

Tamari   11:35:08 2014-07-31  უპასუხე   
ბაზრობებზე ხშირად გვეუბნებიან რომ ცალობაში არ ყიდიან რამდენად სწორია ეს ქმედება და ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები.თU ირღვევა ვის მივმართოთ ???
თამარ, CSRDG   15:59:27 2014-07-31  უპასუხე   
თამარ, ბაზრობაზე კერძო მოვაჭრეები ყიდიან თავნთ პროდუქციას და მათი გადასაწყვეტია როგორი ფორმით გაყიდიან, ამაში ვერავინ ჩაერევა

marika   12:20:38 2014-07-30  უპასუხე   
მოგესალმებით, ბაზრობაზე შეიძინე სარაფანი, რომელიც მომყიდეს როგორც თურქული საქონელი და აღმოჩნდა ადგილობრივი მკერავის შეკერილი, ყალბი მარკით. თან ბაზრობაზე ვერ გავისინჯე სათანადოდ და სახლში აღმოვაჩინე რომ პატარა მქონდა. გადაცვლაზე უარი მივიღე, როგორ მოვიქცე, გამაცანით ჩემი უფლება. ჩეკი არ მაქვს, რადგან სალაროს აპარატი არ აქვთ ბაზრობაზე.
lela   11:26:37 2014-07-31  უპასუხე   
მიმართეთ მომხმარებელთა დაცვას 243 51 07 მე დამეხმარნენ
marika   11:39:50 2014-08-10  უპასუხე   
მადლობა ლელა.

nino   03:24:24 2014-07-29  უპასუხე   
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს და არ ვიცი ვის მივმართო, იქნებ დამეხმაროთ. ბავშვი დაზღვეულია სახელმწიფო პროგრამაში და ამავე დროს აქვს კერძო დაზღვევა. აქვს ოპერაცია გასაკეთებელი. მაინტერესებს მაქვს თუ არა უფლება ავირჩიო კერძო დაზღვევა ამინაზღაურებს თუ სახელმწიფო? კერძო დაზღვევა მეუბნება რომ თუ ბავშვი ჩართულია სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მაშინ მათ უნდა აანაზღაურონ და თუ რაიმე თანხა დარჩება ასანაზღაურებელი იმას ჩვენ ავანაზღაურებთო. მე მირჩევნია კერძომ დამიფინანსოს, ვინაიდან სახელმწიფო დაზღვევის შემთხვევაში საბუთების წარდგენის შემდეგ რიგში მომიწევს 2 თვე დგომა. მაინტერესებს ჩემი უფლებები ამ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა ვალდებული კერძო დაზღვევა რომ მხოლოდ მათ დამაფინანსონ?
თამარ, CSRDG   08:40:52 2014-07-29  უპასუხე   
ნინო როცა ბავშვი კერძო კომპანიის და სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს ამ ორ სადაზღვევოს შორის ფუნქციები ზუსტად ისე ნაწიდება როგორც თქვენ გიწერიათ. ოპერაციას ანაზღაურებს სახელმწიფო დაზღვევა და დანაკლის თანხას ამატებს კერძო კომპანია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს 2 თვიანი ვადა არის მაქსიმალური ვადა პაციენტის მდგომარეობის და საბუთების განსახილველად. თუ ოპერაცია სასწრაფოა ეს ინფორმაცია ექიმის მიერ დაწერილ ფორმა 100-ში იქნება ასახული. ფორმა 100 თავისი კალკულაციით უნდა წარადგინოთ საყოველთაო ჯანდაცვის ნებისმიერ ოფისში, სადაც განიხილება საკითხი და თუ სასწრაფოა შესაძლოა პასუხი ძალიანმალე 1 კვირაშიც კი მიიღოთ. ანუ დაფინანსებაზე პერაციპასუხი პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და არ არის აუცილებელი 2 თვე ლოდინი. კერძო კომპანია თუ უფრო მალე გაძლევთ ოპერაციის დაფინანსებაზე თანხმობას მაშინ უბრალოდ უნდა გააუქმოთ საყოველთაო დაზღვევა. მაგრამ ორი სადაზღვევოს არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევას აქვს და ძირითად თანხას, თქვენი პაკეტიდან გამომდინარე ის ფარავს ხოლო დარჩენილს კერძო დაზღვევა
nino   10:10:25 2014-07-29  უპასუხე   
თამარ, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამომწურავი პასუხისთვის :*


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge