ბოლო ცვლილებები

გაყინული ხინკალი მაღაზია „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

სულ ნიუსები: 21
შოკოლადის კარაქი "შატილი"
ეტიკეტი, კარაქი,

2014 წლის  09 ივლისს, მომხარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

2014 წლის 10 ივლისს, ქ. რუსთავში მდებარე სასტუმრო "ვეჯინი"-ს ქვეშ არსებულ სუპერმარკეტ "ვეჯინში" შევიძინეთ შოკოლადის კარაქი "შატილი", რომლის შეფუტვის უკანა მხარეს მითითებული იყო თარიღი 03 03 14.

პროდუქტის შენახვის მაქსიმალურ ვადად ეტიკეტზე მითითებულია 90 დღე (-200C-ზე), ასევე "გამოშვების ვადა იხილეთ შეფუთვაზე". 

ეტიკეტიდან გამომდინარე შოკოლადის კარაქი დამზადებულია 2014 წლის 03 მარტს, ხოლო შენახვის ვადა მინიმუმ 03 ივნისს გაუვიდა.

ეტიკეტის დათვალიერებისას ასევე აღმოვაჩინეთ, რომ არ არის მითითებული პროდუქტის ინგრედიენტები - რისგან შედგება პროდუქტი. ამ ინფორმაციის ეტიკეტზე განთავსების აუცილებლობას საქართველოს კანონმდებლობა აწესებს:  გამოსაჩენ ადგილას, დასახელებასთან ახლოს, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის ინგრედიენტების ჩამონათვალი: პირველი უნდა მიეთითოს ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია, შემდეგ კი დანარჩენები, კლების მიხედვით, "დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი", მუხლი 4 პუნქტი ბ. 

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზიასა და მეწარმესთან.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლითაც გვატყობინებდა, რომ შეამოწმა აღნიშნული მაღაზია და ამოიღო ვადაგასული პროდუქტი.

 




print version
17:07:09 2014-07-10

კომენტარის დამატება

ნია   09:35:54 2014-09-22  უპასუხე   
დიდი მადლობა იმ მომხმარებელს, ვინ არ დაიზარა და აცნობა momxmarebeli.ge-ს და დაჯარიმდა შესაბამისად მაღაზია. ჯარიმა კი იმხელა უნდა იყოს, მეორედ აღარ გაყიდონ მსგავსი პროდუქტი!!

tamazi   22:29:36 2014-07-15  უპასუხე   
გამარჯობა რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში "ლაშას შაურმა" დღეს შევიძინე შაურმა და მოვიწამლე. თუ შეიძლება გადაამოწმეთ ეგ საშაურმე. მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   13:03:36 2014-07-16  უპასუხე   
თამარ, მოგვწერეთ მოწმავლის ნიშნები და სიმპტომები, რომ მივხვდეთ რა შევამოწმოთ: შაურმის მირთმევიდან რამდენ ხანში დაგეწყოთ მოწამვლის ნიშნები და რაში გამოიხატებოდა, გულის რევა, სიცხე, კუჭის აშლილობა?
tamazi   20:56:46 2014-07-16  უპასუხე   
გულძმარვა, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი და ღებინება. ეკლესიის გვერდით მაღაზიებია და მანდაა ეგ საშაურმე.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge