ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
"გურჯაანის" ნაყინის განმეორებითი შემოწმება
ტკბილეული, სურსათის ჰიგიენა,

2014 წლის ივნისის თვეში  შევამოწმეთ სამი დასახელების საოჯახო ნაყინი: "ბარამბო", "თოლია" და "გურჯაანი". ეს უკანასკნელი, "გურჯაანის" ნაყინი ერთი ლაბორატორიის დასკვნით მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა, მეორე ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით კი, პროდუქტის მიკრობიოლოგიური მახასიათებლები რძეზე დამზადებული ნაყინებისთვის დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებდა, ე.წ. "ფხვნილზე დამზადებული" ნაყინებისთვის დადგენილს კი - არა (გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის ამ ახსნა-განმარტების დამატება ჩვენ მეწარმის მოთხოვნით მოგვიწია). ასეთმა პასუხებმა და გამოქვეყნებული ინფორმაციის შეცვლამ მომხმარებელთა დაბნევა და უნდობლობა გამოიწვია. გარდა ამისა, შემოწმების შედეგებს არ დაეთანხმა ნაყინის მწარმოებელი კომპანია შპს "აისი", რომელმაც განაცხადა, რომ პროდუქტის დაბინძურება მაღაზიის ბრალი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ კითხვით მივმართეთ კომპანიას, თუ რომელ მაღაზიებს ენდობოდნენ. პასუხად კომპანიამ ე.წ. ქსელური მაღაზიები დაგვისახელა.

შესაბამისად გადავწყვიტეთ ხელახლა შეგვემოწმებინა ნაყინი "გურჯაანი", ერთი და იმავე პარტიის პროდუქტი, რომელიც იყიდება ორ სხვადასხვა მაღაზიაში: კომპანიის მიერ მითითებულ ქსელურ მაღაზიაში და ჩვეულებრივ მაღაზიაში. ამ მიზნით 2014 წლის ივნისს, ერთ-ერთ "ჩვეულებრივ" მაღაზიაში შევიძინეთ , 21.06.2014 გამოშვებული "საოჯახო ნაყინი გურჯაანი". იმავე დღეს, იგივე პარტიის იგივე ნაყინი  შევიძინეთ ქსელურ მაღაზია "ორ ნაბიჯშიც".

ნაყინებს მიენიჭა პირობითი ნომრები: #1 - შპს "კამკამაში" შეძენილი ნაყინს და #2 მაღაზია "ორ ნაბიჯში" შეძენილ ნაყინს და ჩაბარდა ორ ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატირიებიდან მივიღეთ განსხვავებული პასუხები:ერთი მათგანის დასკვნის მიხედვით, ორივე ნაყინი  დაბინძურებული აღმოჩნდა კოლიფორმებით, ხოლო მეორეს დასკვნისმიხედვით არცერთ ნაყინში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ აღმოჩნდა.

საბოლოო პასუხის გასარკვევად, ჩვენს მიერ შენახული რეფერენტული ნიმუშები გაიგზავნა ანალიზისთვის მესამე, რეფერენტულ ლაბორატორიაში.

მესამე ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით ნაყინის ორივე ნიმუში დაბინძურებულია კოლიფორმებით. ამდენად, სამიდან ორი ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, შემოწმებული პროდუქტი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. განსხვავება ე.წ. "ქსელურ მაღაზიაში" და ჩვეულებრივ მაღაზიაში შეძენილ ნაყინებს შორის არ აღმოჩენილა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მეწარმესთან.

------------------------------------------

2014 წლის 16 ივლისს მივიღეთ შეტყობინება მეწარმისგან იმის თაობაზე, რომ 16 ივნისს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ შეამოწმა გურჯაანის ჭიქის ნაყინი "საამო"-ს ორი სინჯი: ერთი მათგანი შეძენილი იყო თემქაზე, ნაყინის "დამტარებლისგან", მეორე კი - გლდანის ერთ-ერთ მაღაზიაში. ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ორივე ნაყინის მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში იყო:

------------------------

2014 წლის 23 ივლისს მივიღეთ შეტყობინება სურსათის ეროვნულ სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ შემოწმდა "გურჯაანის ნაყინის" სამი სახეობა და ორი მათგანი დაბინძრებული აღმოჩნდა (შესაბამისი პროდუქტი რეალიზაციიდან ამოღებულია). აგრეთვე აღმოჩნდა "არაკრიტიკული შეუსაბამობა" საწარმოს მოულოდნელი შემოწმებისას, რომელიც 1 აგვისტომდე უნდა გამოსწორდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დამატებით ხორციელდება ნაყინის იმ სახეობის შემოწმება, რომლის თაობაზეც სააგენტოს ჩვენ ვაცნობეთ. შედეგებს გაცნობებთ.

2015 წლის 12 იანვარს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ შპს "აისის" მიერ 21.06.2014-ში წარმოებული საოჯახო ნაყინი გაყიდვაში ვეღარ აღმოაჩინეს.




print version
17:03:01 2014-07-09

კომენტარის დამატება

nino   19:27:07 2014-09-12  უპასუხე   
ტვინს ურევთ ხალხს რაა.ნეტავ ვინ აქცევს ყურადღებას..წერეთ და იკითხეთ

Tamari   17:31:16 2014-08-09  უპასუხე   
უდიდესი მადლობა რომ არსებობთ

sali   22:06:32 2014-07-25  უპასუხე   
მე მხოლოდ ლიდერის ნაყინს ვყიდულობ, კარგი იქნება თუ ლიდერის ნაყინსაც შეამოწმებთ რომ დავრწმუნდე რამდენად ხარისხიან ნაყინს მივირთმევ:)
nini   17:56:31 2014-07-26  უპასუხე   
და რაც შემოწმდე იმაზე რაა რიაგირება რო?

liluka   20:33:44 2014-07-25  უპასუხე   
xshirad vyidulob gurjaanis nayins, barambos,liders,mainteresebs liders rodis sheamowmeben,sainteresoa sasargebloa tu ara,iqneb nayini lideric sheamowmot.

elene   00:54:47 2014-07-22  უპასუხე   
ფუ, თავი შემაძულა ამ გურჯაანის ნაყინმა, ამ აფერისტული ვითომ მოგებით,და კიდევ ჭიქას ზედ აწერია 100 გრამიო და 55ჰა ჰაა60გრამია. ამას კიდევ ეს დაბინძურება, ამის ჭამა იქნება/ ხალხს რომ ატყუებენ, შესაბამისი სამსახურები რას აკეთებენ? შემთხვევით ქრთამს ხომ არ იღებენ?

leli   11:28:35 2014-07-17  უპასუხე   
რომელი ატყუებს ეხლა ხალხს!გურჯაანის ნაყინი თუ მომხმარებელი GE???

iako   10:15:07 2014-07-10  უპასუხე   
რა უბედურებაა ხალხო რა გჭირთ!!!ბავშვები ჭამენ გავიწყდებაათ???
ირაკლი   22:45:23 2014-07-16  უპასუხე   


https://www.facebook.com/572775462820809/photos/pcb.611589768939378/611588742272814/?type=1&theater
nika   11:16:44 2014-07-17  უპასუხე   
რომელი ლაბორატორიის დასკვნაა ეს?
kote   19:37:25 2014-09-12  უპასუხე   
ნეტავ თქვენ-ლაბორატორიები როგორც ექიმები აზრზე არ არიან..აბა შევწყვიტოთ ჭამა ყველაფრის..ვაი ჩვენს თავს უბედურს..მთელ მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულები ვართ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge