ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ევროკავშირში განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი ხორცისა და თევზის რამოდენიმე პროდუქტისადმი. ესენია: ხორცის ფარში და ხორცის და თევზის ისეთი ნახვარფაბრიკატები, რომელთაც ერთიანი ნაჭრის/ფილეს შესახედაობა აქვს. 

კერძოდ, მკაცრად დადგენილია, თუ რისგან შეიძლება დამზადდეს პროდუქტი, რომელიც იყიდება გატარებული ხორცის / ხორცის ფარშის (minced meat) დასახელებით. ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ჩონჩხის კუნთები და მიმდებარე ცხიმი. იკრძალება თავ-ფეხის (გარდა საღეჭი კუნთებისა), ტყავის, შიგნეულის და ძვლების ჩამონაფხეკის, აგრეთვე ე.წ. „მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის“ გამოყენება. დაიშვება სუფრის მარილის დამატება 1%-ზე ნაკლები ოდენობით. იზღუდება ცხიმის და შემაერთებელი ქსოვილის შემცველობაც. ისინი აუცილებლად უნდა მიეთითოს პროდუქტზე და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

პროდუქტის დასახელება
ცხიმი
შემაერთებელი ქსოვილი
ხორცის ფარში მჭლე
(lean minced meat)
7% 12%
საქონლის ხორცის ფარში
(minced pure beef)
20% 15%
ხორცის ფარში ღორის ხორცით
(minced meat containing pigmeat)
30% 18%
[სხვა ცხოველის/ფრინველის] ხორცის ფარში
(minced meat of other species)
25% 15%

გარდა ამისა, ფარშზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ კერძოდ რომელი ცხოველის/ფრინველის ხორცია გამოყენებული მის დასამზადებლად და რა რაოდენობით.

სასარგებლოა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში, ნებისმიერ პროდუქტზე მითითებულ ინგრედიენტების ჩამონათვალში დასახელება "ხორცი"-თ აღინიშნება მხოლოდ ცხოველის/ფრინველის ჩონჩხის კუნთები, თანმდევი ცხიმით და შემაერთებელი ქსოვილით, ოღონდ არა უმეტეს შემდეგი რაოდენობისა:

ხორცის სახეობა ცხიმი შემაერთებელი ქსოვილი
ღორის ხორცი 30% 25%
ფრინველის ან კურდღლის ხორცი 15% 10%
ძუძუმწოვრების ხორცი სხვა 25% 25%

თუკი ხორცში ცხიმის ან შემაერთებელი ქსოვილის შემცველობა აქ მითითებულზე მეტია, ეს გადამეტებული ცხიმი და შემაერთებელი ქსოვილი უნდა მიეთითოს ცალკე, როგორც პროდუქტში დამატებული ქონი და შემაერთებელი ქსოვილი.

2014 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტი ან ნახევარფაბრიკატი გამოიყურება როგორც ერთი ნაჭერი ან ფილე, და მას დამატებული აქვს 5%-ზე მეტი წყალი. სავალდებულოა დამატებული წყლის რაოდენობის მითითება
  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტი ან ნახევარფაბრიკატი გამოიყურება, როგორც ხორცის ან თევზის ერთიანი ნაჭერი, რეალურად კი შედგება სხვა ინგრედიენტების საშუალებით გაერთიანებული ნაჭრებისგან, მასზე სავალდებულოა გაკეთდეს წარწერა: „ფორმირებული ხორცი“ (formed meat) ან „ფორმირებული თევზი“ (formed fish).
  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტები შეიცავს სხვა ცხოველისგან მიღებულ ცილებს, ეს გარემოება და ცილების წარმომალობა სურსათის დასახელებასთან ერთად უნდა მიეთითოს.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

 

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

 

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.



print version
10:37:42 2014-06-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge