ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ხილის და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები ევროპაში
ევროკავშირში, კანონმდებლობა, სტანდარტი, ხილ-ბოსტნეული, განმარტებები,

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ევროპის მაღაზიებში (დღეს კი ქართულ სუპერმარკეტებშიც) ხილი და ბოსტნეული "ნარჩევია". ის მართლაც გადარჩეულია, ვინაიდან ევროკავშირში მოქმედებს ე.წ. სავალდებულო მარკეტინგული სტანდარტები, ანუ მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც გასაყიდად გატანილი ხილი და ბოსტნეული უნდა აკმაყოფილებდეს. ეს მოთხოვნები გამომდინარეობს არა მარტო იქედან, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი უნდა და წინასწარ დადგენილი ხარისხი აიოლებს დისტანციურ ვაჭრობას (არ არის აუცილებელი შესყიდვამდე დაათვალიერო და შეამოწმო პროდუქტი), არამედ ხარჯების ეკონომიასთანაც არის კავშირში - დაბალი ხარისხის ხილი და ბოსტნეული გადამუშავების ან ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და რაც ადრე მოხდება მისი გამორჩევა მომხმარებლისთვის მისაყიდი ხილ-ბოსტნეულისგან, მით ნაკლები იქნება პროდუქტის დანაკარგიც და თანმდევი ხარჯებიც (მაგალითად ტრანსპორტირების ხარჯები).

ევროკავშირში დღეს მოქმედი ზოგადი მარკეტინგული სტანდარტი მომხმარებლისთვის გასაყიდი ნედლი ხილისა და ბოსტნეულისთვის (აქ შედის თხილეულიც და სოკოც) ასეთია:

1. ხარისხის მინიმალური მოთხოვნები.

პროდუქტი:

  • არ უნდა იყოს დაზიანებული
  • უნდა იყოს საღი, გაფუჭების ნიშნების გარეშე;
  • უნდა იყოს სუფთა, პრაქტიკულად არ უნდა შეიცავს რამე უცხო მასალას;
  • პრაქტიკულად არ უნდა შეიცავდეს მწერებს;
  • პრაქტიკულად არ უნდა გაჩნდეს მწერებისგან მიყენებული დაზიანება;
  • არ უნდა გააჩნდეს რაიმე უცხო სისველე;
  • არ უნდა გააჩნდეს რაიმე უცხო სუნი ან გემო.
  • პროდუქტის მდგომარეობა უნდა იყოს იმგვარი, რომ გაუძლოს ტრანსპორტირებას და გადაზიდვას და ჩავიდეს დანიშნულების ადგილას დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში

2. სიმწიფის მინიმალური მოთხოვნები: პროდუქტი უნდა იყოს საკმარისად განვითარებული და მწიფე, მაგრამ არა გადამწიფებული. სიმწიფის და განვითარების დონე უნდა იყოს იმგვარი, რომ პროდუქტი აგრძელებდეს დამწიფებას და შეეძლოს დამაკმაყოფილებელი სიმწიფის მიღწევა.

3. დაშვებული წუნი: თითოეულ პარტიაში დაშვებულია პროდუქციის 10% (რაოდენობით ან წონით) არ აკმაყოფილებდეს ხარისხის მინიმალურ მოთხოვნებს. აქედან მხოლოდ 2% შეიძლება იყოს გაფუჭების/ლპობის ნიშნებით.

4. ეტიკეტირება
A. საიდენტიფიკაციო მონაცემები: შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს შემფუთავის ან გამომგზავნის დასახელება და მისამართი, შესაძლებელია ამის ნაცვლად მიეთითოს შემფუთავის/გამომგზავნის ოფიციალური კოდი. თუ პროდუქცია წინასწარ დაფასოებულია, შესაძლებელია დაეწეროს „შეფუთულია დაკვეთით“ და მიეთითოს გამყიდველის დასახელება და მისამართი, თუმცა ასეთ შემთხვევაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს შემფუთავის/გამომგზავნის შიდა კოდი, რომლითაც გამყიდველს შეუძლია ამ შემფუთავის/გამომგზავნის იდენტიფიცირება.
B. წარმომავლობა: მითითებული უნდა იყოს წარმოშობის ქვეყნის სრული დასახელება, მიმღები ქვეყნის მომხმარებლებისთვის გასაგებ ენაზე (ან წარმოშობის ქვეყნის ენაზე - თუკი ეს ევროკავშირის წევრი ქვეყანაა).

სულ ეს არის.

თუმცა ცხადია, ასეთი მოკლე აღწერა შემსრულებლისთვის სრულებითაც არ არის საკმარისი. ამიტომ დაიშვება უფრო დეტალური სტანდარტების გამოყენება, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიას აქვს შემუშავებული (იხ. სტანდარტები ნედლი ხილ-ბოსტნეულისთვის და სტანდარტები თხილეულის და ჩირებისთვის).

ძალიან გამოსადეგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოცემული განმარტებითი ბროშურები ფოტოებით, სადაც კონკრეტულად ნაჩვენებია, პროდუქტის რომელი დეფექტი არის დასაშვები და რომელი - არა (სამწუხაროდ ეს ბროშურები ყველა პროდუქტისთვის არ არის ჯერჯერობით მომზადებული):

ათი ტიპის ხილისა და ბოსტნეულისთვის ევროკავშირში მოქმედებს დამატებითი მარკეტინგული სტანდარტები, რომელიც ამ პროდუქტებს ხარისხის კლასებად ყოფს (ექსტრა-კლასი, I კლასი და II კლასი). მათი გაცნობა ამ ბმულზეა შესაძლებელი (იხ. 98-154 გვერდები). მომხმარებელთა დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ შესაბამის განმარტებით სტატიებს მოვამზადებთ.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.



print version
15:15:03 2014-06-08

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge