ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ბარამბოს, თოლიას და გურჯაანის საოჯახო ნაყინები
სურსათის ჰიგიენა, ტკბილეული,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

სტატია გასწორდა მეწარმის მოთხოვნით. გასწორებული ტექსტი წითელი ფერისაა.ძველი ტექსტი მითითებულია (i) დანართში.

2013 წელს ჩვენ უკვე შევამოწმეთ  შპს "თოლია"-ს, შპს "ბარამბო"-ს და შპს "აისი"-ს საოჯახო ვანილის ნაყინები.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხარებელი სულ უფრო აქტიურად გვთხოვს ნაყინების ხელახალ შემოწმებას.

2014 წლის 27 მაისს, სხვადასხვა მაღაზიებში შევიძინეთ თოლია, ბარამბო, გურჯანისაოჯახო, ვანილის ნაყინები პლასტმასის შეფუთვაში. მივანიჭეთ მათ პირობითი ნომრები და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.

#1 შპს "თოლია" საოჯახო ნაყინი, ვანილის პლომბირი"  (18.05.2014)

#2 შპს "ბარამბო"  "ბარამბო, ვანილის ნაყინი"  (21.05.2014)

#3 შპს "აისი" "პლომბირი, გურჯაანის ნაყინი"  (22.05.2014)

        

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ნაყინების "თოლია" და "ბარამბო"  მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინი "გურჯაანი" დაბინძურებულია კოლიფორმებით.

შედეგის გადამოწმების მიზნით შპს "აისი"-ს მიერ წარმოებული "პლომბირი  გურჯაანის ნაყინი"-ს ერთ-ერთი რეფერენტული ნიმუში ხელახლა გავაგზავნეთ სხვა ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის. მეორე ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტის 0,01 გრამში კოლიფორმები არ აღმოჩნდა, თუმცა უფრო დიდ სინჯში, 0,1 გრამში, - აღმოჩნდა. არსებული ნორმებით რძეზე დამზადებულ ნაყინში კოლიფორმები არ უნდა აღმოჩნდეს 0,01 გრამში. ეტიკეტის მიხედვით გურჯაანის ნაყინი სწორედ რძეზე (აღდგენილ რძეზე) დამზადებულ ნაყინს წარმოადგენს. შესაბამისად, მეორე ლაბორატორიის შედეგის მიხედვით, პროდუქტის მიკრობიოლოგიური მახასიათებლები მისთვის დადგენილი ნორმის ფარგლებშია.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ კოლიფორმების არსებობა პროდუქტში აუცილებლად არ ნიშნავს, რომ პროდუქტი მავნეა. ეს მაჩვენებელი უბრალოდ მიუთითებს, რომ პროდუქტის წარმოებისას დარღვეულია ჰიგიენის ნორმები და ადგილი აქვს პროდუქტის ფეკალურ დაბინძურებას. უფრო დეტალური განმარტებები იხ. ამ სტატიაში.

---------------------------

2014 წლის 17 ივნისს ჩვენს ოფისში მოვიდა შპს "აისის" წარმომადგენელი და განაცხადა, რომ როგორც მათი საწარმო, ასევე ნედლეული რამდენჯერმე შემოწმებულია (მათ შორის სურსათის სააგენტოს მიერ) და სრულებით სუფთაა. აგრეთვე რეგულარულად მოწმდება პროდუქციაც (შესაბამის ლაბორატორიულ დასკვნებს კომპანია მოგვაწვდის და აქ განვათავსებთ). ჩვენი შეტყობინების მიღების შემდეგ კომპანიამ წამოიწყო პროდუქციის ხელახალი გადამოწმება, მათ შორის სარეალიზაციო ქსელში. 

კომპანიის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნაყინის მიკრობიოლოგიური უვნებლობის ნორმა რძისგან დამზადებული ნაყინისთვის და ე.წ. "ნაყინის ფხვნილებისგან" დამზადებული ნაყინისთვის განსხვავებულია. ვინაიდან "გურჯაანის ნაყინი" ნატურალური რძის პროდუქტებისგან მზადდება, ამიტომ მასში კოლიფორმები უნდა შემოწმებულიყო 0,01 გრამში და არა 0,1 გრამში. ხოლო როგორც მეორე ლაბორატორიის პასუხიდან ჩანს, 0,01 გრამში ნაყინში კოლიფორმები არ აღმოჩნდა.

ჩვენ გავითვალისწინებთ კომპანიის ამ შენიშვნას და აგრეთვე იმ გარემოებას, რომ არ არის გამორიცხული პროდუქციის დაბინძურება სავაჭრო ქსელში და კვლავ გადავამოწმებთ სხვადასხვა სავაჭრო პუნქტში შეძენილი "გურჯაანის ნაყინის" მიკრობიოლოგიურ სისუფთავეს. შედეგებს გაცნობებთ.




print version
16:13:55 2014-06-04

კომენტარის დამატება

dea   23:08:48 2014-07-03  უპასუხე   
საოჯახო ნაყინებზე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მოვიწამლეთ ჩვეულებრივი ესკიმოთი (ბარამბოს ვგულისხმობ). ერთი თვის წინ კი ბარამბოს ნაყინში (1.5 პლასტმასის ქილა+ კოვზი) ვიპოვნეთ უზარმაზარი შავი თმა...რა ხდება ბარამბოში?

ლევანი   20:41:28 2014-07-02  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის შეგვპირდა 06-17 ში რომ ჩვენს მიერ შემოწმებულ ლაბორატორიის დასკვნას გამოვაქვეყნებო და სად არის პასუხი???ცნობისთვის მაქსიმუმ 5სამუშაო დღე უნდა ლაბორატორიულ დასკვნას

lele   00:46:33 2014-06-23  უპასუხე   
რა ვქნათ ბოლოს, ვჭამოთ ჩხირებიანი გურჯაანის ნაყინი?

kaxa   18:02:50 2014-06-22  უპასუხე   
ერთ საიდუმლოებას გაგანდობთ,ეს საიტიც და ეს ვითომ უფლებადამცველები სოფლისმეურნეობის სამინისტრომ შექმნა და იქედან ფინანსდებიან. კაროჩე ნასეტკები არიან.
ლია, CSRDG   15:32:55 2014-06-23  უპასუხე   
საიტი შექმნილია ამ ორგანიზაციის მიერ. მის საქმიანობას აფინანსებენ ეს ორგანიზაციები.

MAIA   17:57:01 2014-06-22  უპასუხე   
ეხლა ვხვდები ამათი ბინძური თამაშის წესს,გახსოვთ რა შოუ მოაწყო კოიძემ მარილთან დაკავშირებით.....თურმე მარილით იწამლებოდა ხალხი, ისევ იმ მარილს აჭმევენ ხალხს.ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები.

lika   16:40:23 2014-06-21  უპასუხე   
momxmarebeli.ge და გურჯაანის ნაყინი ძაან დაბნეულები ხართ!!! ხალხო კითხვებს უპასუხეთ რა გჭირთ ხალხს ეთამაშებით დამალდახუჭაობაას?

ლელე   21:20:23 2014-06-20  უპასუხე   
ამიტომ არ გვეშველება ჩვენ არაფერი,რომ მარტო ვლაპარაკობთ და ნაყინი კი ისევ აქტიურად იყიდება ქსელში,ალბათ ვინმე სერიოზულად უნდა მოიწამლოს, რომ მერე ავტეხოთ პანიკა, მე მგონი ეს საიტი შექმნილია არა მართლა მომხმარებლისთვის არამედ საწარმოსთვის რომ რომ უპოვოს დაბინძურება და მერე ფული გამოსძალოს. სხვა რა უნდა ვიფიქროთ?

manana   11:48:22 2014-06-20  უპასუხე   
ცოტა გაუგებარია მომხარებლების კომენტარები და რა არის გაუგებარი აგიხსნით. ამ საიტმა შეამოწმა ორი ერთიდაიგივე დღეს გამოშვებული ნაყინი, ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში, განსხვავებულ დროს. ორივე ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი რომ ნაყინი მიკრობიოლოგოიურად დაბინძურებულია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პირველი ლაბორატორიის დასკვნა რძისგან დამზადებული ნაყინისთვის შესაბამისი ნორმების მოთხოვნითაა ჩატარებული, ხოლო მეორე ლაბორატორიის ანალიზი ზოგადად ყველანაირი ნაყინისთვის,განსაზღვრული ნორმების მიხედვით. თუ მიკრობიოლოგია დაბინძურებული არ იყო არც 0,1 და 1 გრამში უნდა აღმოჩენილიყო დაბინძურება, ისევე როგორც არ აღმოჩნდა 0,01 გრამში. ამ საიტის შეცდომა ეგაა, რომ როცა აბარებდა ლაბორატორიაში ნაყინს უნდა მიეთითებინა, რომ შემოწმება ჩაეტარებინათ რძეზე დამზადებული ნაყინისთვის განსაზღვრული ნორმებით და გამოვიდოდა ზუსტად ისე, როგორც გურჯაანის წარმომადგენლები იძახიან: პირველი ლაბორატორიის დასკვით დაბინძურებული და მეორეთი არა. კი ბატონო ნორმის მიხედვით ეს ყველაფერი სწორია მაგრამ აღმოჩნდა დაბინძურება ამ ნაყინში და რა უნდა ექნა საიტს უნდა დაემალა ეს დაბინძურება მომხარებლისთვის? თქვენი გამკვირვებია. ახლა ცდილობს საიტი, რომ სამართლებრივად სწორი იყოს მეწარმესთან, ისევე როგორც სწორია მორალურად, როცა პირველი ანალიზის მერე არ გამოაქვეყნა პასუხი და გადაამოწმა მეორე ლაბორატორიაშიც. ასევე სწორია მომხარებლებთან ურთიერთობაში და სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა და გადაწყვეტილების მიღება ჩვენ მოგვანდო. უბრალოდ ცოტა უფრო გააზრებულად უნდა წაკითხვა სტატიას და გაყიდვის და ქრთამების ძიების გარეშე დასკვნების გამოტანა.
ლია, CSRDG   12:00:51 2014-06-20  უპასუხე   
მადლობთ მხარდაჭერისთვის, მანანა. ჩვენ ვაგრძელებთ ნაყინების (კონკრეტულად გურჯაანის ნაყინის) შემოწმებას და იმედი გვაქვს რომ მომხმარებელი მიიღებს იმ ინფორმაციას, რაც მას სრული სურათის დანახვის საშუალებას მისცემს.
gvanca   18:13:41 2014-06-20  უპასუხე   
ქალბატონო ლია უფრო კარგათ რომ გაგვარკვიოთ ნატურალური რძით არის დამზადებული თუ ფხვნილით?კონკრეტული კითხვაა
ლია, CSRDG   15:26:33 2014-06-23  უპასუხე   
ნაყინს აწერია, რომ დამზადებულია აღდგენილი რძისგან. აღდგენიი რძე ნიშნავს რძეს, რომელსაც იღებენ რძის ფხვნილზე წყლის დამატებით. მიკრობიოლოგიური ნორმების თვალსაზრისით ეს იგივეა რაც რძისგან დამზადებული ნაყინი.


gvanca   16:41:43 2014-06-23  უპასუხე   
ანუ გამოდის რო რძის ფხვნილზე მზადდება,როგორც ყველა ნაყინი სხვათაშორის.ქალბატონო ლია წაიკითხეთ ან იკითხეთ! რძის ფხვნილი არის რძის ფხვნილი,და ნატურალური რძე არის ნატურალური რძე,ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში!!!
თამარ, CSRDG   12:12:41 2014-06-24  უპასუხე   
რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქტი ნიშნავს, რომ რძის პროდუქტია და არა ნატურალური რძის პროდუქტი. ჩვენ არსად გვიხსენებია ნატურალური რძისგან არის დამზადებული ეს პრიოდუქტიო.

საქართველოს ანტიკორუფციული კავშირი   23:20:26 2014-06-19  უპასუხე   
ცნობისათვის, საქართველოში ყველა ლაბორატორია კონკრეტული ბიზნეს ინტერესების დასაცავად შეიქნა.სწორედ ამიტომაა სამომხმარებლო ბაზარზე ეს განუკითხაობა,სწორედ ისინი კარნახობენ ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობოებს თამაშის წესებს.გამოსავალი ერთია....უცხო ქვეყნის ლაბორატორიები, რომლებთანაც უკვე დავდევით ხელშეკრულებები.

საქართველოს ანტიკორუფციული კავშირი   23:05:34 2014-06-19  უპასუხე   
ბატონო ლაშა, ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი გონიერი ადამიანები, ერთ პროფესიულ რჩევას მივცემთ მომხმარებლებს:შეეცადეთ საკვლევი პროდუქტები სხვადასხვა ლაბორატორიებში წაიღოთ,რათა ამ სეგმენტს თანაბრად გადაუნაწილდეს მცირე ფინანსური შემოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მონოპოლიზირებულ სისტემას, რომლიც არაფერს არ შეცვლის.

lasha oqropirizde   17:19:36 2014-06-19  უპასუხე   
ჩვენ ნამდვილად აქტიური მომხმარებელი ვიყავით თქვენი საიტის დგემდე, მარა როგორც სჩანს ძალიან ტკბილი საერთო ენა გამოგინახიათ "გურჯაანის ნაყინთან". ცუდია ასე რომ გიღალატიათ საკუთარი პრინციპებისთვის ქალბატონო ლია. ახლა კი მინდა მივმართო ამ თემით დაინტერესებულ ყველა პირს, თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ რას აჭმევთ ყოველ დღიურად თქვენს პატარებს, ეს ძალიან იოლად შეგიძლიათ გამოიკვლიოთ. #1 თქვენ თვითონ იყიდოთ ნაყინი და თქვენითვე შეიტანოთ ცენტრალურ ლაბორატორიებში, სადაც უახლოეს დღეებში გეტყვიან ჩხირების და ყველაფრის შესახებ და მეორე და ძალიან იოლი რაცაა შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალურ ტელევიზიებს და ისინი თვითოთ გამოიკვლევენ თვითოეულ დეტალს. ასე რომ მთლად ამ მოქრთამულ საიტს ნუღარ დაეყრდნობით.
ლია, CSRDG   18:04:48 2014-06-19  უპასუხე   
ვუერთდები თქვენს მოწოდებას, ლაშა. რაც მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაერთვება ბაზრის გაკონტროლებაში საქართველოში, მით მალე გამოსწორდება ბაზარი.

maiko   15:35:19 2014-06-19  უპასუხე   
და ნატურალურ რძეზე როა დამზადებული ნიშნავს რომ სუფთაა ხო პროდუქტი ამ შემთხვევაში?
ლია, CSRDG   17:58:17 2014-06-19  უპასუხე   
მაიკო, ასეთი ნორმებია დღესდღეობით საქართველოში დაწესებული (ყოფილი საბჭოთა ნორმებია ეს) - რძისგან დამზადებული ნაყინისთვის უფრო რბილი ნორმაა (მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით), ვიდრე "ფხვნილებისგან" დამზადებული ნაყინისთვის. ჩემი აზრით მომხმარებლის თვალსაზრისით გამართლება ასეთ ნორმას არ აქვს, მაგრამ რეალურად ესაა ძალაში.

ამიტომ ფორმალურად, დიახ, მეორე ლაბორატორიის დასკვნა უნდა გაიშიფროს, რომ დადგენილი ნორმები დაცულია.
nodo   16:33:11 2014-06-21  უპასუხე   
და ნატურალური რძით არის დამზადებული ქალბატონო ლიაა?ამ კითხვას ვერ გაეცა პასუხი
ლია, CSRDG   15:16:03 2014-06-23  უპასუხე   
ეს ამ ეტაპზე არ შემოწმებულა. ადრე რომ შევამოწმეთ, რძის ცხიმისგან იყო. დაგეგმილია გადამოწმება.

Leqso   15:28:47 2014-06-19  უპასუხე   
და აგდგენილი რძე ფხვნილს არ ნიშნავს როგორ გგონიათ?გვაბოლებთ მაგრათ

გურჯაანის ნაყინი official   17:40:51 2014-06-17  უპასუხე   
ნაყინის მიკრობიოლოგიური უვნებლობის ნორმა რძისგან დამზადებული ნაყინისთვის და ე.წ. "ნაყინის ფხვნილებისგან" დამზადებული ნაყინისთვის განსხვავებულია. ვინაიდან "გურჯაანის ნაყინი" ნატურალური რძის პროდუქტებისგან მზადდება, ამიტომ მასში კოლიფორმები უნდა შემოწმებულიყო 0,01 გრამში და არა 0,1 გრამში. ხოლო როგორც მეორე ლაბორატორიის პასუხიდან ჩანს, 0,01 გრამში ნაყინში კოლიფორმები არ აღმოჩნდა.
konstantine   18:09:04 2014-06-18  უპასუხე   
და თქვენ რა გინდათ თქვათ რომ ნატურალური რძით მზადდებააა?
გურჯაანის ნაყინი official   21:53:06 2014-06-18  უპასუხე   
"გურჯაანის ნაყინი" ნატურალური რძის პროდუქტებისგან მზადდება. ჩვენ ვიყენებთ "ვალიოს" კარაქს რომელიც არაერთი ლაბორატორიული კვლევის თანახმად ნატურალური რძითაა დამზადებული.
erekle   18:16:18 2014-06-20  უპასუხე   
რა გჭირთ კითხვას მაინც უპასუხეთ!!!
konstantine   00:07:45 2014-06-19  უპასუხე   
კითხვას არიდებთ თავს ან კითხვა ვერ გაიგეთ!აქ კარაქის ხარისხზე არ იყო ლაპარაკი,ნატურალურ რძეზე მზადდება თუ არა თქვენი ნაყინი?

ლია, CSRDG   16:23:23 2014-06-17  უპასუხე   
კიდევ ერთხელ მივმართავ მეწარმეებს - თუკი ჩვენს ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა ან დამოუკიდებელ პირთა ქმედებებში შენიშნეთ დაშანტაჟების, გამოძალვის ან სხვა უკანონო ქმედების ნიშნები, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას!
luka   00:22:21 2014-06-19  უპასუხე   
გამოძალვა,დაშანტაჯების რა გითხრათ მაგრამ ერთი ფაქტია ესეთი სტატიებით!ანუ დგეს ერთს წერთ ხვალ მეორეს როგორ გავიგოთ?რბილად რომ ვთქვათ არაპროფესიონალიზმი ჩანს უფრო
ლია, CSRDG   13:37:12 2014-06-19  უპასუხე   
გმადლობთ შენიშვნისთვის. ვიღებთ. შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ.
GAGA   15:40:12 2014-06-19  უპასუხე   
ქალბატონო ლია ხომ არ გაიყიდა MOMXMAREBELI. GE???
ლია, CSRDG   16:55:50 2014-06-19  უპასუხე   
არა გაგა, ჩვენ არ ვიყიდებით. მაგრამ შენიშვნებს ვითვალისწინებთ, თუ სამართლიანია.

გარდა ამისა, იმედი გვაქვს რომ ჩვენი გამოცდილება წაადგება სხვა ორგანიზაციებს, რომელიც გვინდა რომ თანდათან გააქტიურდნენ ამ სფეროში. ჩვენი მიზანი მათთვის გზის გაკვალვაა. ხარვეზების და წაბორძიკების გარეშე ეს შეუძლებელია. ამ საქმეში ყველა შენიშვნა ჩვენთვის დახმარებაა.

საქართველოს ანტიკორუფციული კავშირი   12:49:27 2014-06-17  უპასუხე   
ძვირფასო მომხმარებლებო, ჩვენ შემოგთავაზეთ კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ხდება, საზოგადოებვრივი აზრის ჩამოყალიბება ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვებ. გვერდზე იუზერები: ნიკა, თეო, გოგა, შორენა, ქეთინო და თეონა შექმნილია ჩვენს მიერ, რომლითაც შევეცადეთ "გურჯაანის" ნაყინთან მიმართებაში საზოგადოებისათვის მიზანმიმართული აზრი ჩამოგვეყალიბებინა. აღნიშნული მეთოდი, სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება აღნიშნული კომპანიის დაშანტაჟებისათვის. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ნუ იმსჯელებთ ამათუიმ პროდუქტზე ამგვარი უმსგავსო ქმედებებიდან გამომდინარე. მსგავსი გაუგებრობის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია, მომხმარებელს სთავაზობს, ალტერნალიული კვლევის ჩატარებას, რომელიც ჩატარდება არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ამით ნათელი მოეფინება სიმართლეს. ჩვენი საკონტაქტო ნომრებია: 599 15 25 15 (გიორგი)
facebook: https://www.facebook.com/www.protect.ge
https://www.facebook.com/giorgi.burjanadze.3?fref=ts
ქალი   12:51:27 2014-06-17  უპასუხე   
სავარაუდოდ, თქვენი კომენტარი მალე წაიშლება, რაც იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით.
თამარ, CSRDG   07:45:24 2014-06-18  უპასუხე   
ამ საიტზე კომენტარი იშლება იმ შემთხვევაში თუ ის შეიცავს: ვისიმე პიროვნულ შეურაცხყოფა, დაცინვა, დამცირებას;
მუქარა, თავდასხმას;
უცენზურო ლექსიკას, პორნოგრაფიულ სურათებს ან ბმულებს;

goga   12:29:21 2014-06-17  უპასუხე   
xalxo,kargit ra... marto nayini dainaxes? sxva sakvebi produqtebi antisanitarul garemoshi iyideba... ritac iwamleba uamravi adamiani
თეონას   12:38:20 2014-06-17  უპასუხე   
ესეიგი გამოდის რომ არაფერი არ უნდა ვჭამოთ?????? რა გამოდის მთავრობა შეგნებულად გვანადგურებს?
ketino   12:35:09 2014-06-17  უპასუხე   
khalkho,ra nakinobana agitkdat, khortsproduktebi nakhet ra dgeshia. nakhevari tbilisi moitsamla magit. gamortuli matsivrebidan kidian sasiskebs
ნიკა   12:32:49 2014-06-17  უპასუხე   
გოგა, იმ საკვებ პროდუქტებს, რომელზედაც საუბრობ მრავალი ადამიანი ყიდის... "გურჯაანის" ნაყინს კი შ.პ.ს "გურჯაანი". ამიტომ საქმის გარჩევა და რაღაც სარგებლის მიღება ერთი დიდი ფირმისგან უფრო მარტივია. მე იმის თქმა მინდა რომ, შესაძლოა, ფულს ძალავენ
sopo   13:56:23 2015-09-22  უპასუხე   
გაუგებარია ეს აგრესია. შესანიშნავ საქმეს აკეთებს ეს საიტი, მაგრამ ნიჰილისტებისთვის, რომელთაც არასდროს არაფრის სჯერათ, ნამდვილად არაა. თქვენ გააკეთეთ უკეთესი ანალიზი და შემოგვთავაზეთ! პირადად მე, ძალიან ვენდობი ამ საიტს და ყოველთვის ვითვალისწინებ მათ კვლევებს პროდუქტის არჩევისას.
თამარ, CSRDG   12:45:11 2014-06-17  უპასუხე   
ნიკა თქვენი კომენტარი სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ან დასაბუთებული ეჭვი ჩვენი წარმომადგენლის მიერ ქრთამის აღების, გამოძალვის ან სხვა უკანონო ქმედების თაობაზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ სამართალდამცავ ორგანოებს.

შორენა   12:26:19 2014-06-17  უპასუხე   
tu gurjaani martalia, sasamartlos gza ar icis?
nini   16:15:58 2014-06-19  უპასუხე   
სასამართლომდე რაგაც დაედოთ ანალიზის პასუხი მაინც სუ მცირე 2კვირაზე მეტი გავიდა და საპასუხო არაფერი უქნიათ,რას ელოდებიან თუ მართლა რაგაც არ ხდება???

teo   12:23:45 2014-06-17  უპასუხე   
eseni,mgoni, ertmanets uchalicheben

ნიკა   12:21:10 2014-06-17  უპასუხე   
"გურჯაანის" ჩაძირვაში ვიღაცას ძალიან დიდი ფული აქვს გადახდილი.

გურჯაანის ნაყინი official   12:02:46 2014-06-17  უპასუხე   
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას რათა დავამტკიცოთ, რომ "გურჯაანის ნაყინი" არ არის დაბინძურებული. შპს "აისი" მუდმივად ახდენს საკუთარი პროდუქციის ლაბორტორიულ შემოწმებას და მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა. შესაბამისი ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე და შედეგებს უახლოეს მომავალში გავაცნობთ მომხმარებელს. "გურჯაანის ნაყინმა" წლების განმავლობაში დაამტკიცა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ნაყინის წარმოებაში და არ დავუშვებთ მოიმხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
პატივისცემით "გურჯაანის ნაყინი"
ლევანი   20:42:35 2014-07-02  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის შეგვპირდა 06-17 ში რომ ჩვენს მიერ შემოწმებულ ლაბორატორიის დასკვნას გამოვაქვეყნებო და სად არის პასუხი???ცნობისთვის მაქსიმუმ 5სამუშაო დღე უნდა ლაბორატორიულ დასკვნას!!!
lasha   16:25:18 2014-06-19  უპასუხე   
ისე ამ პერიოდში ერთი ანალიზის პასუხი მაინც დაგედოთ ძველი თუნდაც რომ სუფთაა არ შეგეძლოთ?რაგაც ხდება თქვენთან აშკარათ

ლელა   22:47:20 2014-06-15  უპასუხე   
ენტერო ვირუსების გახშირებაც ალბათ ამის ბრალია, დაბინძურებულ პროდუქტს, რომ ვღებულობთ, გურჯაანმა ხარისხი მართლა გააფუჭა, და ახლა ამ უბადრუკი მომგებიანი ქაღალდით, რომელიც ხშირად გვეყლაპება, უნდა რომ გაგვაბრიყვოს.

NINO   22:37:04 2014-06-15  უპასუხე   
მართლა შემაძულა ამ საღებავით გათხაპულმა ქაღალდმა ეს გურჯაანის ნაყინი. ახლა თუ ეს ფეკალიები დაემატა კარგად ყოფილა საქმე. მე მგონი მარტო ამ საიტით არ უნდა ვიგებდეთ პროდუქტების სანდოობას, დროა ტელევიზიითაც გავაგებინოთ ხალხს, რადგან ამ პროდუქტს ძირითადად ბავშვები ჭამენ.

ნინო   01:08:08 2014-06-14  უპასუხე   
Aნტი პიარიც ამას ჰქვია :))
მაინც ვერ ჩაძირავთ გურჯაანის ნაყინს,არაერთი შემოწმების შედეგად არის დამტკიცებული,რომ ეკოლოგიურად სუფთა და
ჯანსაღი პროდუქტია:))
თამარ, CSRDG   12:56:56 2014-06-16  უპასუხე   
ის რომ გურჯაანის ნაყინი ერთადერთი ნაყინია, რომელიც შემადგენლობაში რძის ცხიმს იყენებდა და არა მცენარეულ ცხიმს, ამის შესახებ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ორი წლის წინ
თამარ, CSRDG   12:54:53 2014-06-16  უპასუხე   
ნინო არავის ჩაძირვას არ ემსახურება ჩვენი საქმიანობა. ჩვენი მიზანი მხოლოდ თქვენნაირი მომხარებლების დაცვაა. მომხარებლების მიერ მოწერილი საჩივრების საფუძველზე ჩვენ ვატარებთ მითითებული პროდუქტის შესყიდვას მითიტებულ მაღაზიაში და სხვადასხვა აკრედიტირებულ ლაბორატორიებში მათ მიტანას ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების შედეგებს ვაქვეყნებთ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ერთი გამონაკლისის გარდა, ეს კველვა მესამე წელია, ყოველ ზაფხულს ტარდება ერთიდაიგივე პროდუქტზე, რადგან მომხარებლების ინტერესე ზაფხულის დადგომისთანავე იზრდება ნაყინებთან დაკავშირებით. სპეციალურად არ ვამოწმებთ ჭიქის ნაყინს, რადგან ის შეფუთვა პროდუქტის ჰიგიენურ პირობებში დაცვას ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს. ბარდება პლასტმასის შეფუთვა, გაუხსნელად და ასეტ შემთხვევაში მარაზიის ან კიდევ ვინმეს საშუალებით პროდუქტის დაბინძურება გამორიცხულია, რადგან ეს შეფუთვა დაბეწდილია და იხსნება ლაბორატორიაში. თუ წაიკითხეთ სტატია, იმასაც მიაქცევდით ყურადღებას, რომ გურჯაანის სემოწმება სხვადასხვა დროს ორ ლაბორატორიაში ჩატარდა, ესეც იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მეწარმეს გავუფრთხილდით და პირველი შედეეგბის სემდეგ ხელახლა მოვახდინეთ ანალიზზე პროდუქტის ჩაბარება. ორი ერთიდაიგივე პასუხი გამოვაქვეყნეთ, გადავუგზავნეთ მეწარმესაც წერილი და სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, რომელიც მივა სეამოწმებს და თავისი შემოწმების სედეგებსაც მოგვწოდებს, რომელსაც ასევე გამოვაქვეყნებთ. გამოქვეყნდება მეწარმის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციაც, თუ ჩატვლიან საჭიროდ

zezva   17:48:12 2014-06-13  უპასუხე   
ვინარის ამ სტატიის ავტორი, ან რომელმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა წერია სადმე?
თამარ, CSRDG   12:48:04 2014-06-16  უპასუხე   
ზეზვა, ეს კველვა ჩაატარა ამ საიტის შემქმნელმა და ავტორმა არასამთავრობო ორგანიზაიცამ. რაც შეეხება ლაბორატორიულ კველევებს ისინი ორ ლაბორატორიაში ჩატარდა. სტატიაზე მიბმულია ამ ლაბორატორიების მიერ გამოგზავნილი ანალიზის პასუხები

tea   20:08:51 2014-06-12  უპასუხე   
ყველაზე ცუდია ის რომ მარკეტები და მწარმოებლები შენიშბნებს არ ითვალისწინებენ.აქეთ იმუქრებიან ლდა ილაძღებიან

მარიამი   20:00:10 2014-06-12  უპასუხე   
კარგია ასეთი შემოწმებები მაგრამ უფროო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია.მაგალითად ვრცელდებოდეს ტელევიზიითაც

ქალი   18:11:14 2014-06-12  უპასუხე   
თოლია და ბარამბო რამდენი გადაგიხადეს რომ სუფთა ყოფილ იყვნენ? გურჯაანი ყველაზე გემრიელია, იმედია რომ ეს ტყუილია და ანტიპიარ აქცია!!!
ლია, CSRDG   14:53:03 2014-06-13  უპასუხე   
თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ან დასაბუთებული ეჭვი ჩვენი წარმომადგენლის მიერ ქრთამის აღების, გამოძალვის ან სხვა უკანონო ქმედების თაობაზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ სამართალდამცავ ორგანოებს.

lika   17:39:18 2014-06-12  უპასუხე   
ყველაზე გემრიელი გურჯაანის ნაყინია და ალბათ გაყიდვადიც და ამიტომ უკეთებენ ანტირეკლამას,მე ყვბელაზე მეტად მომწონს

Tamta   16:30:06 2014-06-12  უპასუხე   
ბარამბოს და თოლიას ნაყინები მცენარეულ ცხიმს რომ შეიცავენ და ძალიან მავნებელი რომ არის ეს მცენარეული ცხიმები თუ იცით? (youtube-ზე ნახავთ).გურჯაანს ეწერა მხოლოდ კარაქი, მაგრამ თუ დაბინძურებულია ეგეც საწამლავი ყოფილა. :(
თამარ, CSRDG   14:52:18 2014-06-13  უპასუხე   
მართალი ხართ თამთა, თოლიას და ბარამბოს ნაყინებს შეფუთვაზე უწერიათ რომ დამზადებული მცენარეული ცხიმის გმოაყენებით. ერთადერთი ნაყინი, ჩვენს მიერ შემოწმებული იყო გურჯაანის ნაყინი, რომელიც მართლა რძის ცხიმს შეიცავდა.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge