ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
სასმელი წყალი გმირ კურსანტთა ქუჩაზე
სასმელი წყალი, სურსათის ჰიგიენა,

2014 წლის 24 აპრილს, სურსათის ცხელ ხაზზე, დაგვირეკა მომხმარებელმა და გვთხოვა გლდანში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე მდებარე ერთერთ კორპუსში სასმელი წყლის შემოწმება. მომხარებლის განმარტებით, წყალმა გემო შეიცვალა და ეშინია დაბინძურების. 

იმავე დღეს მივმართეთ ლაბორატორიას თხოვნით, მომხარებლის მიერ მითითებულ მისამართზე აღებული სასმელი წყლის ანალიზისათვის.

2014 წლის 05 მაისს, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით წყლის ორგანიოლეპტიკური და  მიკრობიოლოგიური მახასიათებლები ნორმაშია.




print version
16:13:45 2014-05-28

კომენტარის დამატება

Nia   13:03:30 2014-06-12  უპასუხე   
დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზეც უგემური წყალია. განსკაუთრებით ცუდი ხდება ზაფხულობით.
არ ვარგა ჭურჭლის დასარეცხადაც, ოდნავ ცხიმიანი თუა ჭურჭელი, პრობლემაა მისი გაცლა.
უამრავჯერ მივმართეთ GWP-ს და გვეუბნებიან რომ ყველაფერი ნორმაშია, რასშიც მე პირადად ეჭვი მეპარება.. :(
თამარ, CSRDG   14:06:12 2014-06-12  უპასუხე   
ნია ფეისბუქის გვერდზე პირად სეტყობინებებში, ან ტელეფონის ნომერზე 2194242 დაგვირეკეთ, ჩაგვწერინეტ ტქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ შევუკვეთავთ ლაბორატორიას წყლის ანალიზს

ფატი   15:26:32 2014-06-02  უპასუხე   
გლდანის მე-5 მ/რ მე-17 კოპრ. წყლის პრობლემა ახალი არაა,როგორც მთელს თბილისში.მაგრამ , სისტემატიურ უწყლობას ჩვენს შემთხვევაში ისიც ემატება, რომ კორპუსის მთელ რიგ ბინებში წყალი წნევით არ მოგვეწოდება და მე-4 სართულს ზემოთ ზამთრიდან იშვიათად თუ "მოგვაკითხა" წყალმა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე ჩვენი კორპუსიდან შესულ ზარებს არ აფიქსირებენ, და რეაგირებაც არ არის. ერთხელ ჯგუფი მოვიდა , მაგრამ არც არაფერი შეცვლილა. დღეს კი, საინტერესო პასუხი მომცა ერთ-ერთ ოპერატორმა: დაიქირავეთ ხელოსანი მან თუ დაასკვნა, რომ ჩვენი პრობლემა იქნა, დაგვიკავშირდით და ადგილზე ჯგუფს გამოვუშვებთ და მდგომარეობას შეაფასებს....
თქვენ არ ვიცი და პასუხმა საბჭოთა საქართველო გამახსენა.
გთხოვთ იქნებ გააგებინოთ, თბილისის წყალს, რომ ამხელა კორპუსს თუ წყალი არ მოგვეწოდება, სწორედ მათ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.
წინასწარ გიხდით მადლობას


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge