ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

სულ ნიუსები: 21
ყველი "გაუდა" ფუდმარტიდან
ეტიკეტი, ყველი, რძის ნაწარმი,

2014 წლის 07 მაისს სურსათის ცხელ ხაზზე (2194242) დაგვირეკა მომხარებელმა და გვთხოვა თბილისში, კავსაძი ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთასთან არსებულ მაღაზიაში (ყოფილი მაღაზია "პოპული") შეგვემოწმებინა Bayernland ფირმის ყველი "გაუდა". მომხარებლის განმარტებით, ყველს არ აწერია დამზადებისა და ვარგისიანობის თარიღი, მხოლოდ მაღაზიის მიერ მიკრულ ეტიკეტზე წერია შეფუთვის თარიღი, რომელიც გაყიდვის დღეს ემთხვევა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს, 2014 წლის 07 მაისს, ჭავჭავაძის 54-ში მდებარე მაღაზია "ფუდმარტში" შევიძინეთ ფირმა Bayernland-ის მიერ წარმოებული ყველი "გაუდა" (მთლიანი შეფუთვა), რომლის დათვალიერებისას გაირკვა, რომ პროდუქტის გამოშვებისა და შეფუთვის თარიღები მითითებულია პროდუქტზე დაკრულ ორ ქართულენოვან ეტიკეტზე. თუმცა ამ ორ ეტიკეტზე მითითებული გამოშვებისა და ვარგისიანობის თარირები განსხვავებული იყო: შპს "ევროპროდუქტის" ეტიკეტის მიხედვით ყველი ვარგისია 2014 წლის 3 ოქტომბრამდე, ხოლო შპს "ფუდმარტი"-ს ეტიკეტის მიხედვით ყველის ვარგისიანობის ვადა 2014 წლის 10 მაისს იწურება.

პროდუქტის ნამდვილი გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადის გასარკვევად ჩვენ მივმართეთ გერმანულ ფირმა "ბაიერლენდს" მათი ვებ-გვერდის საშუალებით. ამ მიმართვის პასუხად, 9 მაისს, გამოგვეხმაურა შპს "ევროპროდუქტის" წარმომადგენელი და დაგვიდასტურა, რომ ეს ყველი ნამდვილად არის წარმოებული 2014 წლის 3 თებერვალს და იგი 2014 წლის 3 ოქტომბერამდე არის ვარგისი.

პარალელურად ჩვენ იმავე კითხვით მივმართეთ შპს "ფუდმარტს". მაღაზიიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ "თერმო ჩეკზე მითითებული თარიღი აღნიშნავს პროდუქციის რეალიზაციის დღეს და თანხვედრაში არ არის მის ვარგისიანობის ვადასთან. თუმცა რიგ შემთხვევებში, ავტომატურ რეჟიმში, თერმო ჩეკზე აისახება მეორე თარიღიც, რაც წარმოადგენს პროგრამულ უზუსტობას".

მიგვაჩნია, რომ პროდუქტზე ორი განსხვავებული ვარგისიანობის ვადის მითითება, აგრეთვე არასწორი ვარგისიანოის ვადის მითითება, წარმოადგენს მომხარებლის შეცდომაში შეყვანის ფაქტს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა, სურსათთან დაკავშირებით უკვე კრძალავს. გაიგზავნა მაღაზიაში მოთხოვნა, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე. ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც.




print version
15:51:07 2014-05-22

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge