momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
ქათმის ფილე "სუპრემო"-ს ეტიკეტი
ეტიკეტი, ხორცეული, ფრინველი,

2014 წლის 02 მაისს, მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2014 წლის 06 მაისს, მაღაზია კარფურში შევიძინეთ ქათმის ფილე "სუპრემო", რომლის ეტიკეტის დათვალიერებისას ვერსად აღმოვაჩინეთ მაწარმოებელი ქვეყანა. მითითებულია მხოლოდ ის ფირმა, რომლის დაკვეთითაც მოხდა პროდუქტის დამზადება.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებულ  ტექნიკურ რეგლამენტში, "დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი", მუხლი 4 , პუნქტი "დ",  წერია: "ეტიკეტზე სავალდებულოა სურსათის წარმოშობის ქვეყნის აღნიშნვა, ასევე მწარმოებლის, დამფასოებლის, დისტრიბუტორის, იმპორტიორის ან ექსპოერტიორის დასახელების, მისამართის, პარტიის აღნიშნვა".

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაში.




print version
15:52:43 2014-05-21

კომენტარის დამატება

ნატო გლოველი   12:34:09 2014-11-22  უპასუხე   
თვითონ მწარმოებლებს რატომ არ უგზავნით წერილებს ?
თამარ, CSRDG   13:29:10 2014-11-24  უპასუხე   
ნატო ეტიკეტთან დაკავშირებით მაღაზიაა პასუხისმგებელი პირი. მაღაზიამ არ უნდა მიიღოს პროდუქტი რომელსაც არასწორი ეტიკეტირება აქვს და ამიტომ ვაგზავნით ამ შემთხვევაში მაღაზიაში წერილს

Nia   13:56:43 2014-06-12  უპასუხე   
მეც ვიყიდე "ფუდმარტში" და ვერც მე გავარკვი სადაური იყო.
ცუდი არ იყო, მაგრამ მაინც უპირატესობას იმას მივანიჭებ, რომელიც ვიცი სადაურია.

Maria Mi   14:58:56 2014-05-25  უპასუხე   
კარფურში დახლიდან ავიღე ქათმის დაფასოებული ფილე, რომელსაც ფასზე ეწერა "ქართულიო". სალაროსთან შტრიხ–კოდის შეყვანის შემდეგ ამოვარდა წარწერა "თურქული ქათმის ფილე". მოლარეს დაზუსტებისთვის კითხვა რომ დავუსვი, სადაურია ბოლო–ბოლო–თქო, პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ გამცა. აი, ასეთ სიმართლეში გვაცხოვრებენ :)


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge