ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

2014 წლის 25 აპრილს, მომხარებელმა კომენტარი მოგვწერა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა რუსთაველზე მდებარე საცხობის "დონ ჩიჩოს" შაურმის შემოწმება. მომხმარებლის განმარტებით შაურმამ იგი მოწამლა:

2014 წლის 01 მაისს, კოსტავას ქუჩაზე, 23 ნომერში, მდებარე შპს "ჩიჩო"-ში შევიძინეთ ,მომხმარებლის მითითებული, ჩვეულებრივი შაურმა, 5 ლარიანი, მოვათავსეთ სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით შაურმა მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა.

ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ შეემოწმებინა კვების ობიექტი შპს "ჩიჩო".

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი, ჩვენი შეტყობინების საფუძველზე მათ განახორციელეს ობიექტის არაგეგმიური შემოწმება და აღმოაჩინეს დარღვევები, რის გამოც შპს "ჩიჩო"-ს დროებით შეუჩერდა საკვების რეალიზაციის უფლება.




print version
16:35:20 2014-05-13

კომენტარის დამატება

lado   19:44:16 2014-06-06  უპასუხე   
ნავთლუხში მეველეს 20-ში საშაურეში ნაყიდი შაურმით ვიგრDზენი მუცლის ტკივილი/გთხოვთ შეამოწმოთ.რა ხორცისგან მზადდება და პერსონალ არის თუ არა შემოწმებული
სოფო   16:59:49 2015-12-15  უპასუხე   
გამარჯობა,ლადო. ჟურნალისტი ვარ. შაურმით დაზარალებულებთან მინდა გასაუბრება და როგორ დაგიკავშირდეთ? ჩემი მეილია sofozedelashvili@gmail.com იქნებ მომწეროთ, როგორ დაგიკავშირდეთ? დიდი მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   13:18:03 2014-06-09  უპასუხე   
ლადო ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ შაურმა და მიკრობიოლოგიური ანალიზი გავუკეთოთ, რომ გავიგოთ დაბინძურებილი ხომ არ არის ხორცი. რაც შეეხება რა ხორცისგან არის დამზადებული შაურმა, ამ ანალიზს ვერავინ გაგვიკეთებს და პერსონალის და ზოგადად საშაურმის სანიტარულ-ჰიგიენული მდგომარეობა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესამოწმებელია. ჩვენ არავინ გვიშვებს სამზარეულოში


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge