ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
კარაქი "სანტინო"
კარაქი, რძის ნაწარმი,

2014 წლის 05  თებერვალს მომხარებელმა რამდენიმე სახეობის კარაქის შემოწმება გვთხოვა.

 

ორი მათგანი: შატილი და სამგორი შემოწმდა ჩვენს მიერ და შედგები გამოვაქვეყნეთ. რაც  შეეხება სანტეს კარაქს, შპს "სატე ჯიემთი პროდუქტების" მიერ ნაწარმოები კარაქებიდან მხოლოდ კარაქ "სანტინო"-ს აწერია, რომ "დამზადებულია ნატურალური ნაღებისგან", ამიტომ ამ პროდუქტის შემწომება გადავწყვიტეთ. 

2014 წლის 05 თებერვალს, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთერთ მაღაზიაში, შევიძინეთ   "სანტინო ნაღების კარაქი 72,5%" და ჩავაბრეთ ორ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.  კარაქებს მიენიჭა პირობითი ნომრები:

#3 (ერთ ლაბორატორიაში ჩასაბარებლად)    

 

და #2 (მეორე ლაბორატორიაში ჩასაბარებლად)  

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები აღმოჩნდა განსხვავებული: სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა  50%; ხოლო ლაბორატორია "ნორმას" პასუხის მიხედვით პროდუქტის საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა 99,5%.

განსხვავებული პასუხების გამო,  2014 წლის 14 აპრილს, განმეორებით შევიძინეთ "სანტინო ნაღების კარაქი 72,5%" და ისევ ორ ლაბორატორიაში მივიტანეთ ხელახალი ანალიზისათვის.

ამჯერად ორივე ლაბორატორიის დასკვნით პროდუქტი ნამდვილი კარაქია : სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის პასუხით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 73,2%. ხოლო ლაბორატორია "ნორმა"-ს დასკვნით, პროდუქტის საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა 96,9%.




print version
15:31:48 2014-05-01

კომენტარის დამატება

Nia   10:09:14 2014-05-19  უპასუხე   
პრეზიდენტი თუ შეგიმოწმებიათ?
თამარ, CSRDG   16:09:19 2014-05-22  უპასუხე   
ნია შევამოწმეთ კარაქი "პრეზიდენტი" და ნამდვილი კარაქი აღმოჩნდა. შედეგებს ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ

cergo   13:58:38 2014-05-11  უპასუხე   
პაატა მართალია -თქვენ და ლაბორატორია ისე ერკვევით ამ საკითხებში როგორც მე ჩინურში.

პაატა   20:46:15 2014-05-09  უპასუხე   
ადრე არაერთხელ აღშნეთ კარაქად ითვლება ის რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა მინიმუმ 80%-ია უფრო ნაკლები სპრედიაო და ახლა უკვე 73% გახდა ნამდვილი?
თამარ, CSRDG   17:59:43 2014-05-13  უპასუხე   
პაატა საერთაშორისო სტანდარტით არის აღიარებული კარაქად ის პროდუქტი რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები არ არის. საქართველოში მსგავსი სტანდარტი არ არსებობს, ჩვენთან 0% რძის ცხიმიან პროდუქტსაც შეიძლება კარაქი ვუწოდოთ. ამ ეტაპზე ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა ის, რომ პროდუქტში მთლიანი ცხიმი რძის ცხიმია
ნინო   16:05:22 2014-05-27  უპასუხე   
შეგიძლიათ მითხრათ, სად შეიძლება ვნახო რძის პროდუქტების სტანდარტები საქართველოში?
ლია, CSRDG   14:11:31 2014-05-29  უპასუხე   
ნინო, საქართველოში მოქმედი სტანდარტების კატალოგი განთავსებულია სტანდარტიზაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე

თუმცა სტანდარტი არასავალდებულო დოკუმენტია (მეწარმე თავისი სურვილით წყვეტს დაემორჩილოს მას თუ არა). სავალდებულოა მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტი (ან სხვა ნორმატიული აქტი). რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში არ არსებობს. იხილეთ ეს სტატია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge