ბოლო ცვლილებები

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში
იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
შირაქის "კარაქი"
კარაქი, ფალსიფიკაცია,

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2013 წლის 30 ოქტომბერს მომხარებელმა კომენტარი დაგვიტოვა და შირაქის კარაქის შემოწმება გვთხოვა.

ჩვენ რამდენჯერმე მივედით მომხარებლის მიერ მითითებულ შირაქის ჯიხურში სოფლის  კარაქის შესასყიდათ, მაგრამ სოფლის კარაქი გაყიდვაში არ დაგვხვდა. 2014 წლის 21 მარტს კიდევ ერთხელ მივედით აღნიშნულ ჯიხურში და სოფლის კარაქი მოვიკითხეთ. გამყიდველმა გვიპასუხა, რომ მხოლოდ ქარხნის კარაქი აქვთ გაყიდვაში.  გამყიდველის განმარტებით, ქარხნულ და სოფლის კარაქებს შორის კარაქის დამზადების წესია განსხვავებული (ერთი ქარხნულად მზადდება,  ხოლო მეორე დღვებით - ხალხურად), თორემ შემადგენლობით ორივე ერთნაირია - ორივე პროდუქტი რძისგან მზადდება, მცენარეული ცხიმის შერევის გარეშე. ამდენად, შევიძინეთ ის კარაქი, რაც ჰქონდათ და მივიტანეთ ლაბორატორიაში შესამოწმებლად.

როგორც მოგვიანებით მეწარმის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი ზედნადებიდან გაირკვა, ჩვენს მიერ შეძენილი "კარაქი" სპრედი აღმოჩნდა, რასაც  ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხიც ადასტურებს: პროდუქტის ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა  სულ 4,7% აღმოჩნდა.

მზადდება წერილი მეწარმესთან გასაგზავნად იმის თაობაზე, რომ აუცილებელია პროდუქტს ჰქონდეს სათანადო წარწერა და დაუშვებელია, გამყიდველს თავისი განმარტებებით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდეს.




print version
15:20:05 2014-04-02

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge