ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
სურსათის კოდექსის ცვლილება
კანონმდებლობა, განმარტებები,

2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი.

ამ კანონპროექტის მომზადებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს. კანონპროექტის სხვადასხვა ვერსიები რამდენჯერმე გადაეგზავნა საკომენტაროდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს, გამოითქვა რამოდენიმე ათეული შენიშვნა, ბევრი მათგანი გათვალისწინებულიც იქნა. კერძოდ, კანონპროექტით ფართოვდება მომხმარებლის უფლებები და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობები, უფრო გამჭვირვალე ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა.

მაგრამ რაც მთავარია, კანონის ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სურსათის მეტი უვნებლობა! არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბოლოს განხილული კანონპროექტის ვერსიით კანონში შედიოდა არსებითი ცვილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა _ კერძოდ, მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია (მაგალითად "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება, ისევე როგორც კრემიანი ნამცხვრების დიდი ნაწილი). როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე!

ეს გადავადება იმას ნიშნავს, რომ 2020 წლამდე კუსტარულ მეწარმეებს ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ მოსხოვს: ანუ იმას, რომ სათავსოს ჰქონდეს ხელსაბანი, რეგულარულად ირეცხებოდეს ჭურჭელი, გამოიყენებოდეს საღი ნედლეული, სურსათი დაცული იყოს მღრღნელებისგან და მწერებისგან და ა.შ. და ეს ეხება ისეთი გავრცელებული პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა მაგალითად "იმერული" ყველი! ეს ნიშნავს, რომ 2020 წლამდე მომხმარებლები ისეთივე დაუცველები ვრჩებით, როგორც აქამდე! იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველის მომხმარებლები მოიწამლებიან ან დაავადდებიან, ყველის მწარმოებლის მიერ ელემენტარული ჰიგიენის მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ შეამოწმებს!

მიგვაჩნია, რომ კანონის ასეთი ცვლილება საქართველოში სურსათის უვნებლობის არსებით გაუმჯობესებას არ მოიტანს.

გთხოვთ, მოსთხოვოთ თქვენს დეპუტატს პარლამენტში, არ დაუჭიროს მხარი ამ ცვლილებას!

გაუგზავნეთ დეპუტატებს ასეთი შინაარსის წერილი:

ბატონო/ქალბატონო ---. მოგმართავთ თქვენი ამომრჩეველი.  გთხოვთ დაიცვათ ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები და არ დაუშვათ, რომ სურსათი, რომელსაც მე ვყიდულობ, მავნე იყოს! ამისათვის კი აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაიწყოს სურსათის დამამზადებელი ფიზიკური პირების მიერ ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის კონტროლი.  საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 მარტს პარლამენტში შემოტანილი კანონის პროექტით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/186) კი ეს კონტროლი 2020 წლამდე არის გადავადებული!

გთხოვთ, არ დაუჭიროთ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი, სანამ მასში არ შევა შემდეგი ცვლილება: კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ფრაზა: "პირველი მუხლის მე-3 ნაწილი" უნდა გადავიდეს "ბ" ქვეპუნქტიდან "ა" ქვეპუნქტში.

პატივისცემით, მოქალაქე ---, პირადი № ----.

გთხოვთ გაუგზავნოთ ანალოგიური წერილები იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კანონის განხილვა ევალებათ:

და პარლამენტის თავმჯდომარეს: დავით უსუფაშვილს.




print version
15:16:21 2014-04-01

კომენტარის დამატება

gogi   19:56:31 2014-05-01  უპასუხე   
არასამთავრობო უფლებადამცველებმა უნდა მეტი იმუშაონ-მონიტორინგი ყველგან/ამხილონ ყველა-სხვა საშველი არ არის

nina   11:03:44 2014-04-02  უპასუხე   
დასაწყის ეტაპზე, ჩემი აზრით, საჭიროა იმპორტირებული პროდუქციის სერიოზული შემოწმება. რაც შეეხება "კუსტარული წესით" დამზადებულს - ამ შემთხვევაში ჩვენ, მომხმარებელმა უნდა გამოვიჩინოთ ელემენტარული სიფრთხილე, თუმცა ყველში გაცილებით ნაკლები საფრთხეა, იმასთან შედარებით რაც შემოტანილ ხილ-ბოსტნეულსა და ფქვილში

mano   22:37:55 2014-04-01  უპასუხე   
რომელი ფულზეა საუბარი კაცმა არ იცის რას ვჭამთ ამას ბოლო როდის უნდა მოეღოს როცა მთელი საქართველო საცდელი ბაჭიებივით დაავადდებაა??????

xatuna   1  16:10:50 2014-04-01  უპასუხე   
სასაცილოა მაგრამ გამიხარდა რადგანაც კონტროლი ჩვენს ყოპაში მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი პულის ხარჯვას ნიშნავს


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge