ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
ორი სახეობის ტუშონკის ქართული ეტიკეტი
ეტიკეტი,

2014 წლის 20 მარტს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

იმავე დღეს, 2014 წლის 20 მარტს, მივედით მაღაზიაში "გუდვილი ვაკეში" და შევიძინეთ  "გლავპროდუქტის" მიერ წარმოებული ორი დასახელების ტუშონკა: ოჯახური საქონლის ტუშონკა "კუსკოვაია" და საქონლის ტუშონკა "სმოლენსკაია".

ორივე პროდუქტს ჰქონდა იდენტური ქართული ეტიკეტი:

თუმცა რუსულ ენაზე ტუშონკების შემადგენლობა აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგანაც და ქართული ეტიკეტისგანაც:

პირველი ტუშონკა "კუსკოვაია" -ს რუსულენოვანი ეტიკეტით, პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ტექსტურირებულ ცილას, ხოლო მეორე ტუშონკა "სმოლენსკაია" - სოიოს ცილას. არცერთი ამ ინგრედიენტის  შემცველობის შესახებ,  პროდუქტების ქართულ ეტიკეტზე არ არის მითითებული, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილების დარღვევაა.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

_______________

2014 წლის 04 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოდა მივიღეთ პასუხი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სააგენტომ ეტიკეტირების წესების დარღვევისათვის მაღაზია და იმპორტიორი 400-400 ლარით დააჯარიმა.




print version
15:16:19 2014-03-20

კომენტარის დამატება

nina   19:39:12 2014-04-02  უპასუხე   
ასეთი უზუსტობა ხშირად შემხვედრია - ქარტულ ეტიკეტს საერთოდ აღარ ვკითხულობ - ორიგინალისგან განსხვავებული ტექსტი წერია,ხშირად სრული უაზრობაც.
ამ შემთხვევაში, ხომ შეიძლება მომხმარებელს ალერგია ქონდეს სოიოზე.
ვინმეს ევალება ამ თარგმანების შემოწმება?
თამარ, CSRDG   12:29:48 2014-04-04  უპასუხე   
ეტიკეტის დარღვევები სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. ამ წერილის საპასუხოდ მაღაზიაც და მეწარმეც 400-400 ლარით დააჯარიმეს


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge