ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
კარაქები: სოფლის ნობათი და სამგორი
კარაქი, რძის ნაწარმი,

2014 წლის 06 თებერვალს ვებ-გვერდზე მომხარებელმა დაგვიტოვა კომენტარი: 

2014 წლის 05 თებერვალს მომხარებელმა კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

 2014 წლის 05 თებერვალს მაღაზია "კარფურში" შევიძინეთ მომხარებლის საჩივარში მითითებული "ნაღების კარაქი სამგორი 82,5%" ვერცხლისფერი შეფუთვა, რომელსაც შეფუთვაზე არ ჰქონდა მითითებული მწარმოებელი ფირმა, გამოშვების ვადა 23.01.2014.  ასევე შევიძნეთ მაღაზიაში გასაყიდი ორი დასახელების კარაქი, რომლებზეც საჩივარი შემოსული არ იყო, მაგრამ პროდუქტების შეფუთვაზე მითითებული იყო რომ კარაქები ნაღებისგან იყო დამზადებული: შპს "ლუდსტროფის" მიერ წარმოებული და შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს მიერ იმპორტირებული კარაქები "სოფლის ნობათი ნაღების კარაქი 82%" და "სოფლის ნობათი ნაღების კარაქი 73%", ორივეს გამოშვების ვადა 10.12.2013;

    

კარაქები  ჩაბარდა ორ ლაბორატორიაში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად. თითოეული ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ნიმუშებს მოშორდა შეფუთვა,  მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და მიენიჭა პირობითი ნომრები:

ოქმი #1:

ოქმი #2:

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სამივე კარაქი ნამდვილი (რძის ცხიმისგან შემდგარი) კარაქი აღმოჩნდა:

ლაბორატორია #1 ჩაბარებული ნიმუშის ნომერი ლაბორატორია #2 ჩაბარებული ნიმუშის ნომერი პროდუქტის დასახელება პროდუქტში რძის ცხიმის მასიური წილი ლაბორატორია #1 საერთო ცხიმში რძის ცხიმის საერთო წილი ლაბორატორია #2
#1 #1 "სოფლის ნობათი ნაღების კარაქი 82%" 82.5% 97.8%
#2 #2 "სოფლის ნობათი ნაღების კარაქი 73%" 73.5% 98.3%
#6 #4 ნაღების კარაქი სამგორი 82,5% 82.5% 98.8%

ამ პროდუქტებთან ერთად  დამატებით შემოწმდა სამი დასახელების კარაქი: "ტიფლისი ნაღების კარაქი 82,5% ", რომლის შემოწმების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე). დანარჩენი ორი პროდუქტისათვიის ორი სხვადასხვა ლაბორატორიის დასკვნა ერთმანეთს არ დაემთხვა. ამიტომ განმეორებით მოხდა  "სანტინო ნაღების კარაქი 72,5%" შემოწმება. მეორე დასახელების კარაქი ჯერჯერობით მაღაზიებში ვერ აღმოვაჩინეთ. იგეგმება ამ კარაქის შემოწმებაც და შედეგები (მათ შორის ლაბორატორიებიდან მიღებული განსხვავებული პასუხები) უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.




print version
15:27:34 2014-03-19

კომენტარის დამატება

nana   00:14:29 2014-05-08  უპასუხე   
მაინტერესებს კარაქი,,პრეზიდენტი,, როგორია.თუ შეგიძლიათ შეამოწმეთ?


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge