ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
სამი სახეობის რძის შემოწმება
რძის ნაწარმი,

2014 წლის 16 იანვარს მომხარებელმა ვებ-გვერდზე დატოვებულ კომენტარში სამი დასახელების რძის შემოწმება გვთხოვა:

 2014 წლის 24 თებერვალს, "გუდვილი დიღომში" შევიძნეთ შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" წარმოებული "რძე სოფლის ნობათი 3.2%"  (გამოშვების თარიღი 19.02.14) და შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების" მიერ წარმოებული "რძე სანტინო 2.5%" (გამოშვების თარიღი 22.02.14). აგრეთვე შევიძინეთ იგივე მეწარმის მიერ წარმოებული რამოდენიმე ტიპის რძე "სანტე":

შეძენილი პროდუქტების ეტიკეტებიდან გავარკვიეთ რომ პროდუქტები "რძე სანტე 1,5%", "რძე სანტე 2,5%" და "რძე სანტე 3,2%" მცენარეულ ცხიმს სეიცავს. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ეს პროდუქტები ნამდვილ რძეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პროდუქტს "რძე სანტე 0%", მისი ნამდვილობის შემოწმება საქართველოს ლაბორატორიებს არ შეუძლიათ, ვინაიდან მასში ცხიმის შემცველობა 0%-ა.

ამდენად ლაბორატორიას შესამოწმებლად ჩაბარდა სულ ორი პროდუქტი: "რძე სოფლის ნობათი 3,2%" და "რძე სანტინო 2,5%".

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით რძის ცხიმის შემცველობის თვალსაზრისით ორივე შემოწმებული პროდუქტი ნამდვილი რძეა. კერძოდ, პროდუქტის "რძე სოფლის ნობათი 3.2%" ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს 96.4%, ხოლო პროდუქტის "რძე სანტინო 2.5%" ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს 95.1%.

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტის "რძის" დასახელებით გაყიდვა აიკრძალა.




print version
15:12:44 2014-03-13

კომენტარის დამატება

თეკო   23:12:53 2015-07-13  უპასუხე   
მაინტერესებს თუ რომელ მცენარეულ ცხიმს ხმარობენ რძის კომბინატები?შემთხვევიტ გენმოდიფიცირებულს ხომ არა?მადლობთ
თამარ, CSRDG   15:02:21 2015-07-15  უპასუხე   
თეკო სამწუხაროდ ლაბორატორიები იმის დადგენასაც ვერ ახერხებენ რომ პროდუქტში გამოყენებული ცხიმი მცენარეულია, იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია რომელი მცენარის ცხიმია გამოყენებული

shorena   15:46:55 2014-04-04  უპასუხე   
გამოდის რომ სანტეს რძე მარხვაში შეგვიძლია მივირთვათ))) ქართული ბაზარი სუფთა ტრაგი კომედიაა..

Valeri Tarkashvili   11:29:31 2014-03-28  უპასუხე   
სად ვნახო რა რეალურ საფრთხეებს წარმოადგენს მცენარეული ცხიმები? ლოზუნგებისა და პროპოგანდის გარეშე? იქნებ უკეთესია როგორმე აღინიშნოს რომ პროდუკტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს, და არა აიკრძალოს?
თამარ, CSRDG   13:47:23 2014-03-28  უპასუხე   
რაც შეეხემა მცენარეული ცხიმების საფრთხეებს, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ამ ცხიმებში ტრანსცხიმების არსებობაა საფრტხის შემცველი. თუ რა არის ტრანსცხიმი ამაზე მითითებულ ბმულზე წაიკიტხავთ
თამარ, CSRDG   13:45:29 2014-03-28  უპასუხე   
ვალერი, ის რომ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს სანტეს მითიტებული აქვს თავისი პროდუქციის ნაწილზე. რომლზეც ამ კომპონენტის შემადგენლობა არ აქვს მითიტებული სანტინოს ხაზი, შემოწმედა და ნამდვილად რძის ცხიმზე დამზდებული პროდუქტები აღმოჩნდა. ამის შეხებ ვწერტ ამ სტატიაში. თქვენი ინიციატივა არ აირძალოს არამედ მიეთითოს - მოქმედებს ახლა და რეგულირდება კანონით. ამისდა მიუხედავად მომხარებელი მაინც ტყუვდება, რადგან როცა ყიდულობს რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჯან ან ყველს და კარაქს მიაჩნია, რომ ეს პროდუქტები ნატურალური ანუ რძის ცხიმით უნდა იყოს დამზადებული და სემადგენლობას არ კითხულობენ.

თამარ მაისურაძე   16:02:06 2014-03-25  უპასუხე   
ვაპროტესტებთ არაჯანსაღი საკვების მიწოდებას ბავშვებზე!


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge