ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?

სულ ნიუსები: 21
"წნორის ქარხნის" ხაჭო და არაჟანი
რძის ნაწარმი, ფალსიფიკაცია,

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2014 წლის თებერვლის თვეში არაერთი საჩივარი მივიღეთ, რომლებშიც მომხარებელი წნორის ქარხნის რძის პროდუქტების შემოწმებას გვთხოვდა:

მომხარებლების საჩივრების შემოწმების მიზნით, მივაკითხეთ ერთ-ერთ მაღაზიას, რომელიც, მასზე განთავსებული აბრით თუ ვიმსჯელებთ, "წნორის ქარნის ნატურალური რძის პროდუქტებით" ვაჭრობს (მაღაზია განთავსებულია თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე). 

ამ მაღაზიაში შევიძინეთ ასაწონი ხაჭო და არაჟანი და ჩავაბარეთ ლაბორატორიას შესამოწმებლად.

ლაბორატორიამ შეამოწმა, წარმოადგენს თუ არა ამ პროდუქტების ცხიმი რძის ცხიმს. როგორც ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებიდან ირკვევა, შემოწმებული არაჟნის ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმი სულ 6.3%-ს შეადგენს, ხოლო შემოწმებული ხაჭოს ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა სულ  3.9 %-ია. ნამდვილ რძის პროდუქტში ცხიმოვანი ფაზა მთლიანად რძის ცხიმი უნდა იყოს. შესაბამისად, შემოწმებული პროდუქტები ნამდვილი რძის პროდუქტები არ არის.

საერთაშორისო სტანდარტით ასეთი პროდუქტების რაელიზაცია რძის პროდუქტის დასახელებით იკრძალება. 2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოშიც იგივე ნორმა ამოქმედდა.

------------------------------------------------

2014 წლის 17 მარტს, შპს "ნიკუშა პირველველი"-ს დირექტორი მოვიდა ჩვენთან ოფისში და გვითხრა, რომ მისი ფირმა აწარმოებს როგორც  რძის ცხიმზე ასევე მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტებს. მეწარმის განმარტებით,  "წნორის ქარხნის რძის პროდუქტები"-ს მაღაზიებში ერთდროულად ორივე სახეობის  პროდუქტი იყიდება, მათი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ღიაა მომხარებლისთვის - თითოეული პროდუქტის დამტკიდებული სტანდარტი (მსტ) მაღაზიის კედლებზე განთავსებული. ჩვენი რჩევა იქნება მომხარებლებისადმი: წნორის ქარხნის რძის პროდუქტების შეძენისას, მაღაზიის გამყიდველს მოსთხოვეთ ინფორმაცია რისგანაა დამზადებული თქვენს მიერ არჩეული პროდუქტი.




print version
15:12:40 2014-03-12

კომენტარის დამატება

მაია   11:53:10 2016-02-21  უპასუხე   
გორგასალის 39-ში არის თქვენი მაღაზია. სამი დღის წინათ ვიყიდე ხაჭო და ყველი. არც ერთი არ ვარგოდა. გასტრიტი გამიმწვავდა და დღემდე კუჭი მაწუხებს ისე, რომ მედიკამენტების მიღება დამჭირდა. მშვიდობით!!!

ნინო   13:22:49 2015-05-21  უპასუხე   
დღღეს ვიყიდე ხაჭო ვაჟაზე და ესეთი საოცრება მე არ შემიმჩნევია . გთხოვთ გთხოვთ გააკონტროლოთ რას გვაჭმევენ . აშკარად სოიოა გარეული რაღაცა მოყავისფრო ნაწილაკებია შიგნით .. ან მითხარით სად ჭავირო ექსპერტიზაზე . და რა დამიჯდება ,,, არ დავიზარებ და გავაკეთებ ! რატომ არ უნდა ვიცოდე რას ვჭამ იქნება მე სოიოზე ან იმ ნაგავზე რაც არის შერეული ამ ხაჭოში გასაბევრებლად ალერგია მქვს და ვკვდები.. ვინ უნდა მომკლას ვიღაცა ნიკუშა პირველმა !!!!!
თამარ, CSRDG   12:27:51 2015-05-22  უპასუხე   
ნინო სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ დანერგილა სოიოს აღმოჩენა ლაბორატორიებში. ერთი ლაბორატორია გვპირდება რომ დანერგავს ამ მეთოდს და როგორც კი სიახლე იქნება შევამოწმებთ. უნდა მოგვწეროთ მაღAზიის მისამართი ზუსტი და მაღAზიის დასახელება
nino   15:55:51 2015-05-22  უპასუხე   
მადლობა პასუხისათვის .. მე ამ მაღაზიის საკმაოდ და ამ პროდუქციის საკმაოდ ხშირი მომხმარებელი ვიყავი მაგრამ გუშინ რაც ვნახე აღარასდროს შევალ , მოვარდისფრო მოყავისფრო მასა . წნორის რძის პროდუქტებია მე სადაც შევიძინე მაღაზია ვაჟას ძეგლისაკენ . , შემდეგ სხა ფილიალებში შევედი და ვიკითხე თუ რა იყო გარეული ეს ვარდიფერ ყავისფერი და თურმე თავისი ცხიმია . :) ნეტა თვითონ თუ სჯერათ ,. ისიც ვიკითხე აქ როგორც არის ნახსნები რომ არის პროდუქტი ნატურალური და რძის ფხვნილისაგან კატეგორიულად უარყვეს მითხრეს რომ ყველაფერი ნატურალური რძისაგან მზადდება .. ამას ის ჯობია მაგ. ვიყიდო მილკოს პროდუქტი აწერია და ვიცი მაინც რომ სპრედი თუ ქიმია თუ რითია არ ვიცი მაგრამ ხომ აწერია , და მაქვს არჩევანი და აქ .// აც აწერია და არც გეუბნებიან რას ყიდიან ./

სოფიო   20:22:44 2015-03-09  უპასუხე   
100%ით ნატურალური არაფერი იყიდება და შესაბამისად წნორის პროდუქტებიც არ იქნება მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით რაც არჩევანი გვაქვს საუკეთესო პროდუქტია. ჩვენც მუდმივი და კმაყოფილი მომხმარებელი ვართ წნორის პროდუქტების. ძალიანაც რომ მოინდომონ საქართველოში იმდენი მეწველი ძროხა არაა რომ წარმოების აწყობა მოხდეს ნატურალური რძის პროდუქციის დასამზადებლად. ხელი უნდა შეეწყოს მეცხოველეობას

tamari   12:15:18 2014-06-16  უპასუხე   
გუშინ ვიყავი წნორის მაგაზიაში,სიგარეტის სუნით ყარდა იქაურობა,გამყიდველ გოგონამაც ძალიან უხეშად მიპასუხა,არც კი არის თურმე გაფორმებული,შესაბამის სამსახურს მივმართავ მეთქი და გაიარეოო,ეგ რა ხდება წარმოგიდგენია

gela   22:08:34 2014-04-03  უპასუხე   
მეგობრებო წნორში არის ერთადერთი რძის ქარხანა რომელიც 2009წლის მერე არ მუშაობს.მე გახლავართ ამ ქარხნის ერთერთი მეპატრონე.ჩემთვისაც საინტერესოა წნორის ქარხნის სახელით ვინ ყიდის ყველს და ვინ უტეხს სახელს ქარხანას რომლის პროდუქციაც ერთდროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა თბილისის მომხმარებელთა შორის.ჩვენი პროდუქცია იყიდებოდა თბილისის ძალიან ბევრ მაღაზიაში და ერთი პრეტენზიაც კი არ გვქონდა მიღებული. მომხმარებელს ალბათ ახსოვს ვაკუმში შეფუთული ყველები წარწერით ნატურალური პროდუქტები ქიზიყიდან.

სოფო   11:29:28 2014-03-21  უპასუხე   
ძალიან იტყუება "ნიკუშა პირველის" დირექტორი, როცა ამბობს, რომ ინფორმაცია პროდუქტების შემადგენლობის შესახებ ღიააო. მე ხშირად ვყიდულობ დოლიძეზე ამ მაღაზიაში და რამდენჯერაც ვიკითხე, გამყიდველმა ყოველთვის მითხრა, რომ ნატურალური რძისგან მზადდებაო. ახლა კი ირკვევა, რომ სულაც არ არის რძის პროდუქტი:( ძალიან სამწუხაროა, სულ გვატყუებენ და გვატყუებენ!

madona   12:26:08 2014-03-17  უპასუხე   
Namdvilad aris kedlebze gamokruli detalurad yvelaferi,miuxedavad intrigani xalxisa,memainc uketesi Ar meguleba ,is aris ABA kargi zogiert rdzes 6tve Rom aqvs shenaxvis vada da erti welic Rom Ar fuchdebaaa

nana   08:46:35 2014-03-16  უპასუხე   
მე კმაყოფილი ვარ, არაჟანი და სულგუნი გავსინჯე და მომეწონა. მაღაზიაშიც არაფერი შემიმჩნევია ანტისანიტარული.

eka   22:53:31 2014-03-15  უპასუხე   
მე ბაზალეთის ქუჩაზე ვცხოვრობ და 2 წელია ამ პროდუქტის მომხმარებელი ვარ. მსიამოვნებს მაღაზიაში შესვლა იმდენად მოწესრიგებულია და პროდუქტიც ხარისხიანი. გვეყო ქართველებო ერთმანეთისთვის მიწის თხრა. სირცხვილია!
ნინო   13:33:51 2015-05-21  უპასუხე   
ქალბატონო ეკა ნამდვილად არავის არაფერს ვუთხრი. ვარ უბრალო მოქალაქე და მეც ასევე ამ პროდუქტის მომხმარებელი და ქართული წარმოების ხელშემწყობი, მაგრამ რაც დღეს ვიყიდე და რაც აქ ინფორმაცია ვნახე წნორის რძის პროდუქტებზე ნამდვილად აღარ ვიყიდი , თქვენ ხაჭო მოვარდისფრო მოყავისფრო ნაწილაკებიანი გაგიგიათ.... უბრალო ჩვეულებრივი ხაჭო/// იყვნენ კეთილსინდისირები და არ გვ აჭამონ ნაგავი...

misha   22:50:40 2014-03-15  უპასუხე   
მე დიდიხანია ამ პროდუქტის მომხმარებელი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვართ მთელი ჩემი ოჯახი.
შემიძლია ვთქვა რომ ძალიან გემრიელი ხაჭო,არაჟანი და ნადუღი აქვთ.არ დაიღალეთ?!
გეყოთ ქართული წარმოებების ჩაქოლვა და გაფარჩაკება მაინც არაფერი გამოგივათ!
nino   15:58:58 2015-05-22  უპასუხე   
ჩაქოლვა კი არა გული დამწყდა სულ აქ ვყიდულობ ყველს და რძის პროდუქტს , არავის ვქოლავ ... უბრალოდ ვითხოვ ჯანსაღი პროდუქტის გაყიდვას. აი შედით და დააკვირდით კარგად ვარდისფერ ყავისფერ ხაჭოს მასას. მე ვარ უბრალო მოქალაქე .. რატო უნდა ჩავქოლო .. არანაირი ინტერესი არ მაქვს ... უბრალოდ მინდა ჯანსარი საკვები მივიღო . ამ, მაღაზიაში ვიხდი უფრო მეტს ვიდრე ბაზარში და მინდა ვიყიდო ჯანსაღი საკვები!
ნინო   13:30:06 2015-05-21  უპასუხე   
ხო კიდევ ტარაკანები ჰყავთ ტაშკენტზე ... არ ვიცი არ მაინტერესებს ვარ უბრალო მომხმარებელი და იმიტომ ვიხდი შედარებით მეტს რომ ვჭამო ნატურალური და არა ნამამაძაღლარი.. ან გამოასწორონ ან ნეტა თვითონ თუ ჭამს ამის დირექტორი თავისივე პროდუქტს საინტერესოა !!!

leqso   22:12:24 2014-03-15  უპასუხე   
ქართველები ცუდად ვიქცევით ხალხნოო,ხედავთ რეებს ვაკეთებთ,მე ეგ ნაწარმი მიყიდია და მაგათ ქსელში არაერთხელ ვყოფილვარ,მაგრამ მსგავსი სისულელეეეეე,გვეყო რა

patara   22:08:15 2014-03-15  უპასუხე   
მე ნუცუბიძეზე დგესაც ვიყიდეეეეე უგემრიელესი სულგუნი იყო,ზოგი ისე ილანძგება აზრზე არ არის სად არის და როგორი პროდუქცია იყიდება..

n. g   22:05:30 2014-03-15  უპასუხე   
ვაიმეე რამდენი გიჟია რაა,ყველის მაგაზიაში რის სუნს ელოდებოდი,მე ძალიან ბევრჯერ შემიძენია და შევიძენ კიდევაც...რამდენი ინტრიგანია რააააააა

მალხაზი   16:59:06 2014-03-15  უპასუხე   
ხალხო სუნი კარგი, მაგრამ ნატურალური რომ აწერია და ფხვნილით დამზადებული პროდუქტი იყიდება მაგაზეა აქ საუბარი. გგონია ნატურალური იყიდე და ამ დროს....

მზევინარი   11:19:18 2014-03-15  უპასუხე   
ნებისმიერი პროდუქციის მაგაზიაში არის მისთვის დამახასიათებელი სუნი,მაგრამ რატომგაც ეს გახდა სალაპარაკოო და იმიტომ,რომ ერთერთმა წამოჭრა ეს თემაა და აყვა ხალხიი ეს ხომ საქართველოა....მე მიყყვარს ეს პროდუქტი და ჩემს ოჯახის წევრებსაც

ნინო   11:10:05 2014-03-15  უპასუხე   
მე არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რაღაც. ყოველთვის სისუფთავეა, როცა შევსულვარ მათ მაღაზიებში და სუნს რაც შეეხება, რძის პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნი რძის პროდუქტების მაღაზიაში არ უნდა იყოს გასაკვირი.

თაკო   10:58:54 2014-03-15  უპასუხე   
რა სისულელეა, მე ვარ ამ პროდუქტის მომხმარებელი და ძალიან კარგია, სუფთაც და გემრიელიც. ეს შურიანი ხალხი არ იღლება მოკლედ რა..

salome   10:56:19 2014-03-15  უპასუხე   
aq waikitxe vinme ninas komenatri da is ambobs rom magaziashi usiamovno sunia. dzalian mainteresebs ris suls elodebit romelime brendis sunamosii? ubralod mecineba tqvems uazro mizezebze.... ertma ragac tqva da ayva brbooo es imitom rom tqveni ar gagachniat azri da eparebit sxvisas, gamopxizldit xalxno!ertmanetis tyavis glejva dagvgupavs

giorgi   10:44:18 2014-03-15  უპასუხე   
namdvilad vetanxmebi am qals. chven titon qartvelebi vdziravt ertmanets bogmisa da shuris gamoo da chven amit win verasdros ver wavalt...ucxoetidan shemotanil qimiurad shelamazebul prodiuqtebs da ragac nagavs jobia vchamot qartulii..moeshvit ertmanetis chamas!

ქეთევანი   10:36:36 2014-03-15  უპასუხე   
მეც ვარ ამ პრიდუქტის ხშირიი მომხმარებელი და ძალიან მიყვარს.მე არ მინახავს მასში არაფერი და არც გამჩენია მსგავსი აზრი,რომ ეს პროდუქტი წამეგო შემოწმებაზე. მერე რაა რომ დაუშვათ არ აქვს ზუსტად იმდდენი ცხომოვანი შემადგენლობაა, რაც უნდა ქონდეს.მე ვფიქრობ, რომ ხალხი ძალიან გაბოროტებულია არ იციან რა გააკეთონ და ასეთი საშვალებებით გამოხატავენ....


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge