ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

სულ ნიუსები: 21
სოიოს გმო-შემოწმება
გმო, ბურღულეული,

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

ყურადღება! დამატებითი ანალიზის შედეგები ქვემოთ არწერილ შედეგებს ეწინააღმდეგება! გთხოვთ მათაც გაეცნოთ!

დიდი ხანია მომხარებლები დაჟინებით გვთხოვენ სხვადახვა პროდუქტის შემოწმებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. 2014 წლის იანვარში ერთ-ერთმა ქართულმა ლაბორატორიამ აიღო აკრედიტაცია ამგვარი ანალიზის ჩატარებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ანალიზი ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ჩვენ თვეში 2-3 პროდუქტზე მეტს ამ მაჩვენებელზე ვერ შევამოწმებთ. ამ პირობებში, ჩვენი სტრატეგიაა მინიმალური გაზომვებით მომხმარებლებისთვის საჭირო მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა არა თავად საბოლოო სასურსათო პროდუქტები, როგორც ჩვეულებრივ, არამედ ის შუალედური პროდუქტი/მასალა, რომელსაც სურსათის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება და რომლის გმო-დაბინძურების ალბათობა მაღალია.

ასეთი პროდუქტია სოიო და მისგან დამზადებული მასალა: სოიოს ფქვილი, აგრეთვე მისი ცილოვანი პროდუქტები: ე.წ. სოიოს ტექსტურატი, სოიოს კონცენტრატი და სოიოს იზოლატი. ცნობილია, რომ 2010 წლის მდგომარეობით მსოფლიოში წარმოებული სოიოს 3/4 გენმოდიფიცირებული იყო. შესაბამისად, სოიოსგან დამზადებულ პროდუქტებში გმო-ს აღმოჩენის ალბათობა მაღალია. ამავე დროს, სოიოს ცილოვანი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სურსათის წარმოებაში, მათ შორის ხორცპროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში, კეტჩუპებში, მაიონეზში, მშრალ სუპებში, აგრეთვე სამარხვო პროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი გმო-ანალიზები სწორედ სოიოს ცილოვანი პროდუქტებისთვის ჩაგვეტარებინა.

2014 წლის 19 თებერვალს საბითუმო მაღაზიაში შევიძნეთ  სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული სოიოს ტექსტურატის, სოიოს იზოლატის და სოიოს კონცენტრატის სრული შეფუთვა.

#1 ინდოეთში წარმოებული სოიოს ტექსტურატი:

#2 სოიოს იზოლატი ჩინეთიდან (მიაქციეთ ყურადღება: შეფუთვაზე მითითებულია, რომ გმო-ს არ შეიცავს):

#3 სოიოს კონცენტრანტი აშშ-დან:

სტერილურ პოლიეთილენის პარკებში მოვათავსეთ პროდუქტის ნიმუშები, მივანიჭეთ მათ პირობითი ნომრები და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში გმო-ს შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სამივე პროდუქტში (სოიოს ტექსტურატი; სოიოს იზოლატი და სოიოს კონცენტრატი) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა.

გაიგზავნა შეტყობინება მაღაზიისთვის და სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის.

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის საშიშროება მეცნიერულად დადასტურებული არ არის. თუმცა, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენ გირჩევთ მათ მოხმარებას მოერიდოთ. ამისთვის კი აუცილებელია ყოველთვის გულდასმით გაეცნოთ პროდუქტის ეტიკეტს. შეუფუთავი პროდუქტის შეძენამდე კი აუცილებლად დაინტერესდეთ - შეიცავს თუ არა იგი სოიოს ცილას და გენმოდიფიცირებულია თუ არა იგი.

ზემოთ აღწერილი პროდუქტების/მასალების გამომყენებელი მეწარმეების საყურადღებოდ: საქართველოს კანონმდებლობით, თქვენ ვალდებული ხართ პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში მიუთითოთ პროდუქტში სოიოს არსებობა და აგრეთვე მიუთითოთ, თუკი ეს ინგრედიენტი გენმოდიფიცირებულია!

გრძელდება სხვა პროდუქტების შემოწმება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. შეძლებისდაგვარად აგრეთვე განხორციელდება პროდუქტში გმო-ს რაოდენობის დადგენა. შედეგები ამ საიტზე გამოქვეყნდება.

_____________

2014 წლის 06 მარტს,  შპს "შვიდი მითი"-ს წარმომადგენელმა მოგვაწოდა სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ გამოგზავნილი დასკვნები, რომლებშიც მითითებულია, რომ სოიოს პროდუქტები არ შეიცვას გმო-ს.

დასკვნა #1

დასკვნა #2                                                                 დასკვნა #3                                                        

         

 

დასკვნა #4                                                                          დასკვნა #5

        

________________________

2014 წლის 11 მარტს, მეწარმემ  კიდევ ერთი დოკუმენტი მოგვაწოდა:

----------------------

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი,   რომელშიც სააგენტო გვატყობინებს, რომ საკითხს გაითვალისწინებს  სააგენტოს 2014 წლის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიურ პროგრამაში. ჩვენი ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში სააგენტო გეგმავს გმო-ს შემოწმებას მთელ რიგ პროდუქტებში.




print version
15:11:04 2014-02-25

კომენტარის დამატება

manana   01:00:22 2014-03-07  უპასუხე   
გენმოდიფიცირებულ სოიოს შესახებ რამდენიმე ცნობა რომ დაიდო, შემდეგი უზუსტობები შევნიშნე:
1. ყველა ცნობა გაცემულია სხვადასხვა დასახელების სოიოზე
2. ყველა რუსული ცნობა გაცემულია გაცილებით ადრე, ვიდრე თქვენს მიერ ატვირთული სოიოს პაკეტზე აღნიშნული დამზადების თარიღია
ამან უფრო დამაეჭვა. გერმანულ ლაბორატორიას ვერ მისწერთ რომ დააზუსტონ რა კონკრეტულ პროდუქტს გაუკეთეს ანალიზი?
manana   01:26:42 2014-03-07  უპასუხე   
აღარაა საჭირო,გერმანული ცნობის მარცხენა ზედა კუთხეში წერია ადრესატი: i Berox Food GmbH, რომელსაც ნამდვილად გერმანული, არაგმო სოიო აქვს.
თამარ, CSRDG   09:58:47 2014-03-07  უპასუხე   
მანანა ეს დოკუმენტები მოგვაწოდა შპს "შვიდი მითი"-ს წარმომადგენელმა და ისინი პირდაპირ ავტვირთეთ საიტზე მათი თხოვნით.
ჩვენ ეს სოის პროდუქტები გავგზავნეთ გერმანიაში და დამატებით კიდევ ორი სოიოს პროდუქტი, რომელთა შემოწმების შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge