ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

სულ ნიუსები: 21

მომხმარებლებმა ბევრჯერ მოგვმართეს ბაზარზე არსებული რამოდენიმე ფირმის რძის შემოწმების თხოვნით. სამწუხაროდ, არსებული ლაბორატორიების შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო, ჩვენ მათი თხოვნების დაკმაყოფილება ვერც ერთხელ ვერ შევძელით. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ლაბორატორია დაგვთანხმდა რძის ცხიმოვანი შემადგენლობის შემოწმებაზე. შესაბამისად, დავიწყეთ რძეებში ამ მახასიათებლის შემოწმება. წარმოგიდგენთ პირველ შედეგს:

2014 წლის 27 იანვარს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

2014 წლის 04 თებერვალს, მაღაზიაში "გუდვილი საბურთალოზე" (ვაკის გუდვილში ეკო-ფუდის რძე ეკონომიურ შეფუთვაში არ დაგვხვდა), ვიყიდეთ  "ეკო-ფუდი რძე 2,5%" ახალი ეკონომიური შეფუთვით, რადგან მომხარებლის მიერ საჩივარში მითითებული შეფუთვით შპს "ჯორჯიან ეკო-ს" რძე არ იყიდებოდა. პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიაში,  საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად.

პროდუქტის შემადგენლობაში მითითებულია: "რძე აღდგენილი ნორმალიზებული (წყალი სასმელი - 89,3% რძე მშრალი ცხიმიანი, რძე მშრალი უცხიმო); გამოშვებისთარიღი და ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე".  თუმცა შეფუთვაზე მხოლოდ ერთი თარიღია მითითებული 08.02, რომელიც სავარაუდოდ ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს. სხვა თარიღი შეფუთვაზე ვერ აღმოვაჩინეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტის საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 6,3% აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ნამდვილი რძე არ არის.

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ასეთი პროდუქტის "რძის" დასახელებით გაყიდვა აიკრძალა. 2014 წლის 1 აგვისტოდან კი აიკრძალა ჩვეულებრივ სურსათზე ნაწილაკი "ეკო"-ს გამოყენება. მისი გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ სურსათზე, რომელიც ბიოწარმოების მეთოდებით არის მიღებული და შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია.




print version
15:10:58 2014-02-20

კომენტარის დამატება

tamo   14:25:09 2014-02-26  უპასუხე   
აბა 2ლარიანი რძე რა იქნება, მარტო ის ხომ არ არის მთავარი რძე ეწეროს, შემადგენლობა წაიკითხეთ, ხომ აწერია რომ დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით. მე სანტინოს პროდუქციას ვიყენებ (რძე, მაჭონი, არაჟანი და ხაჭო 6%) და ძალიან კმაყოფილი ვარ, შეიძლება ძვირია, მაგრამ დამერწმუნეთ უვარგისი საკვების მიღებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობასთან შედარებით ძალიან იაფია! :)

tika   13:44:40 2014-02-26  უპასუხე   
gtxovth bolosdabolos gvitxrath, romeli rdea sandooo
თამარ, CSRDG   13:46:33 2014-02-26  უპასუხე   
თიკა ეკო-ფუდის რძე შევამოწმეთ მხოლოდ ჯერეჯერობით. ამიტომ სხვა პროდუქტზე ვერაფერს გეტყვით

მაია   13:37:27 2014-02-26  უპასუხე   
ამიტომ არასოდეს ვყიდულობ პასტურიზებულ რძეს, არასოდეს ვენდობი ამ საკითხში და ყოველთვის ვყიდულობს ჩემს სახლთან ახლოს არსებულ ფერმიდან, მართალია ცოტა ძვირია მაგრამ მაინც უფრო მეტად ვენდობი... ისე ძალიან მაინტერესებს სანტინოს პროდუქციის ხარისხიანობა, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ სანტინოს კარაქი, იოგურტი და ტკბილი ხაჭო... პატივცემულო რედაქციავ იქნებ მოგვაწოდოთ ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, მოახდინოთ მისი ლაბორატორიული შემოწმება... მადლობა წინასწარ...
თამარ, CSRDG   13:45:43 2014-02-26  უპასუხე   
მაია, სანტინოს პროდუქტების შემოწმება ამ ბულზე ნახეთ. ტკბილ ხაჭოს შენადგენლობაში უწერია რომ მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ამიტომ შემოწმაბს აზრი არ აქვს. სხვა პარამეტრებზე უბრალოდ არ მოწმდება ეს პროდუქტი.

ia   13:11:49 2014-02-26  უპასუხე   
amas xo bavshvebs vasmevt,zalian gtxovt mogvacodot informacia tu ar vajamot da vasvat chven patarebs.amogvxdian suls da ega am sadzaglobebit.

irma   11:36:04 2014-02-21  უპასუხე   
პირველ რიგში,დიდი მადლობა ამ იმფორმაციისთვის.ამ რძეს ბავშვისთვის აქამდე როგორც ნამდვილს ისე ვყიდულობდი.თურმე რძის ცხიმიანი წყალია.გავოგნდი.
tamo   14:22:17 2014-02-26  უპასუხე   
აბა 2ლარიანი რძე რა იქნება, მარტო ის ხომ არ არის მთავარი რძე ეწეროს, შემადგენლობა წაიკითხეთ, ხომ აწერია რომ დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით. მე სანტინოს პროდუქციას ვიყენებ (რძე, მაჭონი, არაჟანი და ხაჭო 6%) და ძალიან კმაყოფილი ვარ, შეიძლება ძვირია, მაგრამ დამერწმუნეთ უვარგისი საკვების მიღებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობასთან შედარებით ძალიან იაფია! :)

გივი   18:42:05 2014-02-20  უპასუხე   
გთხოვთ სანტინო შეამოწმოთ. ამბობენ ნატურალურიაო და მაინტერესებს სიმართლე არის თუ არა.

Mikheil Kalandadze   17:00:47 2014-02-20  უპასუხე   
სანტინოც ხომ არ შეამოწმებდით?

http://sante.ge/ka/products/356/


წინასწარ მადლობა

lasha   14:48:37 2014-02-20  უპასუხე   
პეტიციის ლინკს ხო ვერ დადებთ?
ლია, CSRDG   14:51:53 2014-02-20  უპასუხე   
http://manifest.ge/main/show/49#.Ur0-KPQW0gi


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge