ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
გმო-შემცველი პროდუქტების "შავი სია"
გმო, პუბლიკაცია, განმარტებები,

ამ ბოლო დროს ქართულ და რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ორგანიზაცია "გრინფისის" მიერ გენმოდიფიცირებული პროდუქტების ახალი სიის გამოქვეყნების თაობაზე. მაგალითად:

ინფორმაციის წყაროდ ამ სტატიებში უმეტეს შემთხვევაში მითითებულია რუსეთის ან კანადის "გრინფისი". 

როგორც გავარკვიეთ, გმო-შემცველი პროდუქციის და გმო-შესაძლო გამომყენებელი მწარმოებლების "შავი სიები" რუსეთის გრინფისმა 2005-2007 წლებში მართლაც გამოაქვეყნა. იხ: ცხრილი 1, ცხრილი 2 და ბროშურა:

თუმცა ამ პუბლიკაციებში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ემთხვევა იმ ჩამონათვალს, რომელიც ამჟამად მათი სახელით ვრცელდება. 

ჩვენ დავუკავშირდით რუსეთის გრინფისს და ვკითხეთ, შეუმოწმებიათ თუ არა მათ გმო-ს შემცველობა პროდუქტებში 2007 წლის შემდეგ. როგორც გაირკვა, არ შეუმოწმებიათ:



 2003 და 2007 წელს პროდუქტების და მწარმოებლების გმო-წითელი და მწვანე სიები აგრეთვე გამოაქვეყნა კანადის "გრინფისმა":

   

თუმცა არც ამ პუბლიკაციებში მოყვანილი ჩამონათვალი ემთხვევა მედიაში გავრცელებულ სიას. საგულისხმოა აგრეთვე, რომ გრინპისის წითელი-ნარინჯისფერი-მწვანე სიები მეწარმეებისგან გამოთხოვილ ოფიციალურ წერილებს ეყრდნობა, და არა პროდუქტების რეალური შემოწმების შედეგებს. ასე რომ წითელ ან ნარინჯისფერ სიაში შეიძლება მოხვდეს მეწარმე, რომელმაც გრინპისს უბრალოდ არ უპასუხა.

გრინპის-კანადის ინფორმაციით, 2007 წლის შემდეგ სასურსათო პროდუქტების მეწარმეების ასეთი გამოკითხვა მათაც აღარ განუხორციელებიათ:

როგორც გაირკვა, გრინფისის საერთაშორისო ოფისისთვისაც ზემოთ მოყვანილი პუბლიკაციების გარდა გრინპისის სხვა მსგავსი პუბლიკაცია ამ თემაზე ცნობილი არ არის:

უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ბაზარზე არსებულ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის ლაბორატორიულ გამოკვლევას. შედეგები ამ საიტზე გამოქვეყნდება.




print version
12:59:45 2014-02-11

კომენტარის დამატება

ქეთი   01:54:47 2014-03-12  უპასუხე   
გენმოდიფიცირებული ხაზების არასტაბილურობას თავად მათი მწარმოებლები აღიარებენ. მომავალ თაობებში შეცდომები გროვდება და იწვევს მოულოდნელ ეფექტებს.ორგანისმის დნმ–ში შეჭრა და მასში უცხო გენის ჩანერგვა წარმოშობს გენთა ურთიერთქმედების ახალ ფორმებს და მუტაციებს არაპროგნოზირებადი ეფექტებით!გენური ინჟინერიის დროს მეცნიერები იყენებენ ძალისმიერი შეჭრის მეთოდებს, რათა უცხო გენის მონაკვეთები დაწყვეტილი და სახეცვლილია ისე, რომ ძნელი გამოსაცნობია, რა თვისებებს გამოავლენს მომავალში ისინი.

ფაქტია, რომ გენმოდიფიცირებული ხილი და ბოსტნეული შეიცავს სრულიად არამონათესავე ორგანიზმების (მწერი, ცხოველი, ბაქტერია და ა.შ) გენებს, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივი ანალოგებისაგან. რას გამოიწვევს ეს დროთა განმავლობაში არავინ იცის...

ქეთი   01:49:27 2014-03-12  უპასუხე   
გენეტიკოსებმა კამბალაში აღმოაჩინეს ყინვაგამძლეობის გენი ,,ამოკვეთეს“ იგი კამბალას დნმ–იდან და გადაიტანეს პომიდორის დნმ – ში, მისთვის ყინვაგამძლეობის მინიჭების მიზნით. შედეგად, პომიდორის ნაყოფი ყინვების მიმართ მედეგი გახდა, შესაბამისად გაიზარდა მისი კულტივირების პერიოდიც. გენური ინჟინერიის გზით გამოიყვანეს სმინდის, კართოფილის, სოიოს, მარწყვის, ატმის და სხვა მცენარეთა ახალი ,,ჯიშები“. გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება ძალიან ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში. ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ის ახალი და საღია, თუმცა, სინამდვილეში, შეიძლება რამდენიმე კვირის წინ იყოს მოკრეფილი. მართალია, ასეთი პომიდორი ძალიან წითლად და საღად გამოიყურება, მაგრამ მასში ძალიან ცოტა სასარგებლო ნივთიერებაა დარჩენილი, რადგან ხანგრძლივად შენახვის გამო უკვე დაშლილია ან გარდაქმნილია სხვა ნივთიერებად.გაირკვა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არასტაბილურობა. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად მიღებული გენური ორგანიზმის დნმ–ი შეიძლება დაიშალოს და კვლავ გაერთიანდეს არასწორად, ასევე შესაძლებელია სხვა გენეტიკურ მასალასთან მიერთებაც. შედეგად ვიღებთ ახალ, არაპრონოზირებად კომბინაციებს და ვინ იცის მომავალში ეს რისი მომასწავებელია! გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ გენმოდიფიცირებული საკვების იმპორტი არ მოხდეს საქართველოში ან გამკაცრდეს მაინც!

eka   19:58:42 2014-02-11  უპასუხე   
www.greenpeace.ca/shoppersguide
ლია, CSRDG   09:19:55 2014-02-13  უპასუხე   
დიახ, ეს არის გრინპის-კანადის 2003 წლის პუბლიკაცია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge