ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

2013 წლის დეკემბერიდან არაერთმა მომხმარებელმა მოგვმართა მარილის შემოწმების თხოვნით. ამ თხოვნების საფუძველზე,შპს "არტემსოლის" მიერ წარმოებული მარილი შემოწმდა სხვადასხვა მახასიათებლებზე და ყველა პარამეტრი ნორმაში აღმოჩნდა. ამის შესახებ მომზადდა სპეციალური სტატია, რომელიც ჩვენს ვებ და ფეისბუქის გვერდებზე გამოვაქვეყნეთ. 

2014 წლის იანვარში, დამატებით, ოთხი სახეობის სხვადასხვა ფირმის მიერ დაფასოებულ მარილს წავაწყდით. ისინიც შევიძნეთ და ლაბორატორიებში გავგზავნეთ შესამოწმებლად. ეს მარილებია:

1. შპს "ეკო-ჯორჯიას" მიერ დაფასოებული საოჯახო ქვამარილი ( შევიძინეთ 16-01-2014, ნუცუბიძის ქუჩაზე მაღაზია შპს "დინი"-ში) ;

 

2.შპს "HAND TO HAND"-ის მიერ (ირანი) მოწოდებული და შპს  "EUROLABI"-ს მიერ დაფასოებული საოჯახო მარილი (შევიძნეთ 22-01-14, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მაღაზია "შპს "GeoFood"-ში);

3. შპს "AGA Traiding G"-ს მიერ დაფასოებული საოჯახო მარილი (შევძინეთ 28-01-2014, მარკეტ "კარფურში")

და 4. აზერბაიჯანული პროდუქტი საოჯახო მარილი Salute (შევძინეთ 28-01-2014, მარკეტ "კარფურში").

 

მარილებში ლაბორატორიულად შემოწმდა  ორგანოლეპტიკური და  ხარისხობრივი მახასიათებლები, ტოქსიკური ელემენტები და რადიონუკლიდები. მიღებული პასუხების მიხედვით ოთხივე დასახელების მარილში ყველა შემოწმებული პარამეტრი ნორმის ფარგლებშია:   "EUROLABI"-ს მიერ დაფასოებული საოჯახო მარილიშპს "AGA Traiding G"-ს მიერ დაფასოებული საოჯახო მარილიაზერბაიჯანული პროდუქტი საოჯახო მარილი Salute და შპს "ეკო-ჯორჯიას" მიერ დაფასოებული საოჯახო ქვამარილი - ეს მარილი ორ ლაბორატორიაში შემოწმდა შპს"მულტიტესტში" და გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში 




print version
15:49:00 2014-02-04

კომენტარის დამატება

tato   13:45:25 2014-07-01  უპასუხე   
ეს ქართულ-ვაჟკაცური შეძახილი 21 საუკუნეში ფაქტებით უნდა დაამტკიცო ბატონო "ზუმბა"

zumba   17:27:04 2014-02-16  უპასუხე   
აზრზე არახართ რას ცერთ, Yველა ეს მარილი ირანულია და მათI მოხმარება სარისკოა !!
თამარ, CSRDG   15:17:13 2014-02-17  უპასუხე   
ზუმბა იქნებ მიგვითითოთ წყარო, რაზე დაყრდნობითაც მსგავს განცხადებას აკეთებთ. ჩვენტვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს ინფორმაცია. მადლობა წინასწარ
მაია   19:48:25 2014-02-16  უპასუხე   
ბოდიშით,რომელი მარილია ნორმალური,ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?
მადლობთ!
თამარ, CSRDG   15:15:47 2014-02-17  უპასუხე   
მაია ჩვენს მიერ შემოწმებული ყველა მარილი, ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, საკვებად ვარგისია და არანაირი დარღვევა აღმოჩენილი არ არის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge