ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
"მონასტრის ბარაქას" რძის პროდუქტები
რძის ნაწარმი, ფალსიფიკაცია,

2014 წლის 08 იანვარს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული გზავნილი დაგვიტოვა:

2014 წლის 15 იანვარს მივაკითხეთ მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიას "მონასტრის ბარაქა" (თბილისში, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე). აღნიშნულ მაღაზიაში, გამყიდველის განმარტებით, იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული იმ მეურნეობების წარმოებული პროდუქცია, რომელსაც საპატრიარქომ მისცა კურთხევა. მაღაზიის მაცივარში იდო გუნდებად შეკრული, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა წარწერა "კარაქი". შევიძნეთ აღნიშნული პროდუქტი  და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, მასში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 0% აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი კარაქს საერთოდ არ შეიცავდა.

ამ შედეგის გადამოწმების მიზნით 2014 წლის 23 იანვარს განმეორებით შევიძინეთ იმავე მაღაზიაში "მონასტრის ბარაქა" კვლავ იგივე დაფასოების "კარაქი" და დამატებით ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული პროდუქტი რომელსაც ჰქონდა წარწერა "არაჟანი" და აგრეთვე ასაწონი "ხაჭო".  შეძენილი კარაქი შესამოწმებლად ჩავაბარეთ სამ სხვადასხვა ლაბორატორიას. ერთერთ ლაბორატორიას კი აგრეთვე ვთხოვეთ შეემოწმებინა შეძენილი არაჟანი და ხაჭო.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასეთია:

მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი არც ერთი პროდუქტი ნამდვილი რძის პროდუქტი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტი ითხოვს, რომ ასეთი პროდუქტები რძის პროდუქტის დასახელებით არ იყიდებოდეს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ნორმას არ ადგენს. შესაბამისად, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას. თუმცა, მომხმარებელთა უმრავლესობის მოლოდინი საეკლესიო მაღაზიებისადმი, როგორც წესი, პროდუქტის ნატურალურობას და ნამდვილობას უკავშირდება, რაც ამ პროდუქტების შემთხვევაში არასწორი მოლოდინი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე მაღაზია "მონასტრის ბარაქას" (ასეთი დასახელების იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება) და ჩვენთვის უცნობია, გააჩნია თუ არა ამ მაღაზიას რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მისი დასახელებისა და მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, გააკონტროლოს იგი და არ დაუშვას ამ და მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა. 

ვფიქრობთ, რომ ეკლესიასთან არსებულ მაღაზიაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე სათანადო იქნება. 




print version
15:30:15 2014-02-04

კომენტარის დამატება

daviti   17:46:15 2014-10-02  უპასუხე   
როგორ ატყუებენ ხალხს!!!
თამარ, CSRDG   11:23:12 2014-10-06  უპასუხე   
დავით თქვენი კომენტარი წავშალეთ უცენზურო გამონათქვამების გამო. ძალიან გთხოვთ მომავალში თავი შეიკავოთ მსგავსი გამონათქვამებისგან

tembi   18:11:31 2014-02-22  უპასუხე   
ვის მოვთხოვოთ პასუხი .აა მარტო ცერე და იკითხე, მერე რა.არასამთAვროებმა უნდა იმუშაონ უფრო გაბედულად.

gendalfi   21:39:06 2014-02-17  უპასუხე   
არა საპატრიარქო არაფერ შუაშია, გენოელმა ეშმაკის ფეხებმა შემოატყუეს ამ კონკრეტულ მყიდველს ყალბი საქონელი რომ სკანდალი აეტეხათ, ვიცი მე ეს... კიიიიი

მაია   12:01:20 2014-02-06  უპასუხე   
ეკლესიის ეზოში ჩემი აზრით უფრო იაფი უნდა იყოს ვიდრე სხვაგან, მონასტრიდან მოტანილია ბოლო ბოლო, გლეხზე ძვირად უნდა ყიდდნენ?
nita   10:29:51 2014-02-17  უპასუხე   
ქალბატონო მაია , როგორ ფიქრობთ მონასტერში ციდან უცვივათ პროდუქტები და მათ მოყვანაზე შრომა არ ჭირდებათ? ხალხის მოტყუებას რაც შეეხება , შესაძლოა ის პროდუქტები მონასტრიდან ჩამოტანილი მართლა არც იყოს და ამაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს!
მომხმარებელი   13:17:15 2015-02-06  უპასუხე   
არსაიდან არ უცვივათ უბრალოდ გადასახადებს არ იხდიან და ამიტომ შედარებით იაფი უნდა ჯდებოდეს

მაია   11:50:21 2014-02-06  უპასუხე   
რა პროვოკაციაო,ასეთ რამეს ვინ დასწამებდა ეკლესიას ,რომელსაც ამდენი დამცველი ყავს! თავს რო დებთ ასე ძალიან, რა იქ ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან ? დაუჯერებელია რომ იტყუებოდნენ?რაც ერიო ,ის ბერიო- ეს მაინც არ გაგიგიათ? ფასები რო აქვთ ძალიან მაღალი ესეც ტყუილია? შედით და დარწმუნდებით!

გიორგი   08:35:38 2014-02-06  უპასუხე   
ეს არ არი არანაირი ბინზური კამპანიაარც ეკლესიის წინააღმდე და არც პატრიარქის წინააღმდეგ. თუ ეკლესიას აქვს მიცემული კურთხევა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტიპი უეჭველად კარგ პროდუქციას გაყიდის. თქვენ რომ მარხვას ინახავთ, ახსარებს აბარებთ აღარ ცოდავთ მეორე დღესვე? ხოდა ეგ არი რა ფულს აკეთებს ტიპი და მორჩა! ასე რომ ნუ დაგიბნელდებათ ხოლმე თვალთ, ფანატიკოს მუსლიმს და ფანატიკოს ქრისტიანს შორის განსხვავებაა ნოლი პროცენტია! ჭეშმარიტება იბადება კამათში და ნუ გადადიხართ პირდაპირ ლანძღვაზე, სანამ დაიწყებთ ლანძღვას თუ ეჭვი გეპარებათ ამათ შემოწმებულზე იქნებ თქვენ წახვდეთ და შეამოწმოთ?

naTia   02:44:27 2014-02-06  უპასუხე   
ეს ბინძური პიარ კომპანია მიმართულია ხალხში ეკლესიისადმი უდიდესი ნდობისა და რეიტინგის დასაკნინებლად (ამაზე მეტყველებს იმ დონორთა დამთხვევა რომლებიც ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ არასამთავრობოებს აფინანსებს).ბოლო 20 წლის განმავლობაში გაურკვეველი წარმოების პროდუქტს ჭამდა ქვეყანა და ხმა არ ამოგიღიათ მაინცდამაინც მაგ მაღაზიას რატო მიახტით ჯერ ბაზრობები და საკოლმეურნეო ბაზრებიდან დაიწყეთ რითიც მოსახლეობა იწამლება სინამდვილეში.თხოვეთ გამყიდველებს და მათი თანდასწრებით დალუქული ყუთებით წაიღეთ პროდუქცია ექსპერტიზაზე. თაფლზეც ასეთი ბინძური ხმები დაყარეს და სანამ გამყიდველებმა სერთიფიკატი არ აიღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რომ თაფლი ნატურალურია, ენები არ გააჩერეს. არავინ გექაჩებთ იქ იყიდოთ რამე ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!
akaki   11:53:41 2014-02-13  უპასუხე   
ნათია, არავინ არ გიშლით ხელს რომ შეიძინოთ პროდუქტი გინდა საპატრიარქოს ტაძრის ეზოდან, გინდა ბაზრობიდან და გინდა გუდვილიდან, აქ საუბარია იმაზე რომ ხალხი შეცდომაში შეყავთ პროდუქტის ნატურალურობაზე. ასე რომ თქვენი კომენტარი მეტად არალოგიკურია. :)

gia   00:50:31 2014-02-06  უპასუხე   
სრული მარაზმია!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თავის ........ კარაქიან არაჟანიანად.
giorgi   01:18:03 2014-02-07  უპასუხე   
gio-ზე მიწერილი ჩემი პასუხი რო წაშალე ადმინო! პატრიარქს რო უღირსად მოიხსენიებს ........ gio ის რატო არ წაშალე? ამის გულისთვის რისი ღირსი ხარ შენ ხო იცი?
ლია, CSRDG   07:05:01 2014-02-07  უპასუხე   
საიტის წესებით იკრძალება ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა, დაცინვა, დამცირება; მუქარა, თავდასხმა;უცენზურო ლექსიკა (იხ. საიტის წესები). ყველა ასეთი კომენტარი იშლება. თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოგეგზავნათ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თქვენი კომენტარი წაიშალა. შესაბამისად, მოგეცათ საშუალება თქვენი აზრი ხელახლა გამოხატოთ. გთხოვთ ამჟამად დაიცვათ საიტის წესები.

giorgi   19:49:26 2014-02-05  უპასუხე   
კი, კი, თავს მოიკლავენ საპატრიარქოში. მეტი საქმე არ აქვთ.

tamta   16:14:03 2014-02-05  უპასუხე   
მეეჭვება საპატრიარქოს გაეცა კურთხევა...გადასამოწმებელია..
მარი   02:45:09 2014-02-06  უპასუხე   
არანაირი გადამოწმება არ უნდა, სიონის ეზოშია აღნიშნული მაღაზია, ცხადია, საპატრიარქოს ნებართვითა და კურთხევით.
tamta   14:06:33 2014-02-06  უპასუხე   
გადასამოწმებელია! იმიტომ რომ ეს შეიძLება კონკრეტული სასულიერო პირის კურთხევით იყოს....


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge