ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2013 წლის 25 დეკემბერს არაერთმა მომხარებელმა მოგვმართა ვებ-გვერდსა თუ ფეისბუქის გვერდზე სუფრის მარილის შემოწმების თხოვნით. მათი შეშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში 2013 წლის 24 დეკემბერს გავრცელებულმა  სტატიამ  "მარილი რომელსაც საკვებად ვიყენებთ, "პადვლებში" დაფასოებული ირანული ტექნიკური მარილია". 

მოსახლეობის ინტერესის დასაკმაყოფილებლად 2013 წლის 26 დეკემბერს ჩვენ რამოდენიმე მაღაზიას მივაკითხეთ სტატიაში ნაჩვენებ შეფუთვაში მოთავსებული მარილის შესაძენად. ყველა მაღაზიაში ერთი და იგივე ტიპის მარილი დაგვხვდა  _ უკრაინის სახელმწიფო საწარმო "არტემსოლი"-ს წარმოებული "სუფრის მარილი ქვის", რომელიც შევიძნეთ და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ. მსგავს შეფუთვაში მოთავსებული ე.წ "ირანული მარილი" ჩვენ გაყიდვაში ვერ აღმოვაჩინეთ .

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით შემოწმებული მარილის მახასიათებლები შეესაბამება სუფრის მარილის იმ სტანდარტს, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული. კერძოდ, პროდუქტის 97% ნატრიუმის ქლორიდს წარმოადგენს, ხოლო წყალში უხსნადი ნალექის რაოდენობა სულ 0,25%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის 99,75% წყალში იხსნება. ნორმის ფარგლებშია აგრეთვე კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, სულფატების და რკინის ოქსიდის შემცველობა. პროდუქტის უვნებლობის პარამეტრების შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს და როცა დასრულდება, აქ გამოქვეყნდება.

ლაბორატორიიდან მივირეთ უკრაინული მარილის უვნებლობის პარამეტრების შემოწმების შდეგები:

მარილში მძიმე მეტალების შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმაშია რადიაციული მაჩვენებლებიც




print version
15:34:57 2013-12-27

კომენტარის დამატება

EREKLE   1  23:13:16 2014-01-21  უპასუხე   
სხვათა შორის მჯავეში და სხვა პროდუქტებში გამოყენებისას (დასამარილებლად) ამ შეფუთვით ნაყიდმა მარილმა გაგვიფუჭა პროდუქტი...........??????????????? რა ხდება ვერ გავიგეთ?
ნანა   1  10:52:53 2014-01-22  უპასუხე   
ეგ იოდის ბრალია. იოდიზებული მარილი არ უნდა გამოიყენო მწნილში. ან წამოადუღე მარილწყალი და ამოორთქლდება იოდი და მერე იხმარე

Nato   15:47:09 2014-01-17  უპასუხე   
Es tkven martla ukrainuli shegidzeniat, magram statiashi naxsenebi iranuli marili shemxvedria dolidzis kuchis magaziashi, garegnulad zustad aseti shefutva akvs

Levan   16:32:47 2014-01-16  უპასუხე   
http://momxmarebeli.ge/images/file_406551.pdf
ეს ვნახეთ და აქვე ნორმაც რომ იყოს მითითებული, შესადარებლად კარგი იქნება
თამარ, CSRDG   10:20:11 2014-01-17  უპასუხე   
ლევან სტატიაში ბოლო აბზაცში სიტყვა სტანდარტს თუ დააჭერთ გაიხსნება ფანჯარა სადაც შეგიძლიათ ნორმები ნახოთ
ლევანი   23:28:15 2014-01-17  უპასუხე   
კეთილი, ვნახე, მადლობა :)

oto   16:25:22 2014-01-15  უპასუხე   
მაგ მარილში შავი ქვები თუ ერია? ან შავი(ჭუჭყის ფერი ხო არ ქონია? აბაშაში ყიდიან ხშირად მასეთ მარილს...
მერე წყალში გახსნილს ვფილტრავ, ვხარშავ და თავიდან ვაორთქლებ რო სუფთა მარილი დარჩეს....
ლია, CSRDG   18:44:19 2014-01-15  უპასუხე   
რეფერენტული ნიმუშები შენახული გვაქვს. გავხსნით წყალში და გადავუღებთ სურათს


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge