ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ასაწონი შოკოლადი "როშენი"
ტკბილეული, სურსათის შენახვა,

2013 წლის 15 დეკემბერს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული შეტყობინება გამოგვიგზავნა:

საჩივრის შემოწმების მიზნით, 2013 წლის 17 დეკემბერს, მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზია "ფრესკო"-ში, შევიძინეთ მომხმარებლის მიერ მითითებული ასაწონი შოკოლადი _ "როშენი". პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ერთერთი ნიმუში ჩაბარდა ლაბორატორიას ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შოკოლადი არ არის ახალი ( "არ აქვს ამ სახეობის ახალი პროდუქტისათვის დამახასიათებელი სიპრიალე") და მასში მართლაც აღმოჩნდა მწერები (" ზოგიერთ ნიმუშზე აღინიშნება მავნებლის არსებობა და მათგან გამოწვეული დაზიანება").

გაიგზავნა წერილები მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში . 

2013 წლის 24 დეკემბერს ტელეფონით დაგვიკავშირდა "ფრესკო ტრეიდ ჰაუსის" წარმომადგენელი.

მეწარმის ზეპირი კომენტარი მისივე თხოვნით წაშლილია. სანაცვლოდ აქ უახლოეს პერიოდში კომპანიის ოფიციალური პასუხი დაიდება.

2014 წლის 16 იანვარს სურსათის ეროვნული სააგნეტოდან მივიღეთ წერილი:

2014 წლის 21 იანვარს მაღაზიის წარმომადგენელმა მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

2013 25 დეკემბერს აღებულ იქნა სუპერმარკეტ “ფრესკო“ს, მდებარე ქ.თბილისი, გობრონიძის ქ.N18, სავაჭრო დარბაზიდან, სარეალიზაციოდ გატანილი შოკოლად „როშენი“ს ნიმუში და ჩაბარებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ნიმუშებს ჩაუტარდა ორგანოლეპტიკური კვლევა.

ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნიმუში, ეტიკეტზე წარწერით: „ROSHEN DESSERT FRESH“ გამოკვლეული ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით შეესაბამება სახელმწოფოთაშორისი სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“.

იხ.დანართი ექსპერტიზის დასკვნა N005888513:




print version
15:32:16 2013-12-23

კომენტარის დამატება

sweet   01:47:57 2014-04-12  უპასუხე   
ზაფხულში ერიდეთ შოკოლადს რომლის შემადგენლობაშიც თხილი არის. ძალიან მალე ფუჭდება :) დიდი გამოცდილებიდან ვამბობ

სალომე   18:19:17 2014-01-21  უპასუხე   
2013 25 დეკემბერს აღებულ იქნა სუპერმარკეტ “ფრესკო“ს, მდებარე ქ.თბილისი, გობრონიძის ქ.N18, სავაჭრო დარბაზიდან, სარეალიზაციოდ გატანილი შოკოლად „როშენი“ს ნიმუში და ჩაბარებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ნიმუშებს ჩაუტარდა ორგანოლეპტიკური კვლევა.
ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნიმუში, ეტიკეტზე წარწერით: „ROSHEN DESSERT FRESH“ გამოკვლეული ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით შეესაბამება სახელმწოფოთაშორისი სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“.(იხ.დანართი ექსპერტიზის დასკვნა N005888513)
ლია, CSRDG   09:55:14 2014-01-22  უპასუხე   
დანართი არ ჩანს. გთხოვთ დასკვნის ასლი გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge და ჩვენ მივაბამთ სტატიას

Natia   22:14:32 2014-01-16  უპასუხე   
წინა კომენტარს სურათი, უფრო სწორად მატლის პორტრეტი, შოკოლადის ფონზე არ მიება, სიდიდის გამო.


Irina Mogan   21:37:15 2014-01-21  უპასუხე   
ამ მოქალაქემ რა დააშავა მატლი რომ ნახა შოკოლადში? აქ მისი უფლებები აღარ დაირღვა??
ლია, CSRDG   09:27:46 2014-01-22  უპასუხე   
ნაკლიანი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს აქვს უფლება იგი დააბრუნოს (იხ. ეს სტატია).

თუმცა ამისთვის აუცილებელია მას შეძენის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდეს. გარდა ამისა, მას ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პროდუქტი მას არ გაუფუჭებია. სამწუხაროდ პრაქტიკულად შეუძლებელია დაამტკიცო, რომ შეძენიდან 1 თვის თავზე შოკოლადში აღმოჩენილი მატლების გაჩენა მომხმარებლის ბრალი არ არის. ამიტომ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მომხმარებელს ვერაფრით ვეხმარებით.

Natia   21:25:26 2014-01-16  უპასუხე   
უკომენტაროდ დავტოვებ!!! მხოლოდ იმას დავამატებ,რომ შევიძინე მუხიანის "ფრესკოში",17.12.2013-ში.

ნინო   10:22:18 2014-01-10  უპასუხე   
24 დეკემბერს ჩვენს კომპანიაში შემოვიდა ზარი იმის შესახებ რომ სავაჭრო ცენტრ "ფრესკოში" მომხმარებლის მიერ შეძენილი ჩვენი პროდუქტი("როშენ დესერტ") იყო საკვებად უარგისი, ჩვენი თანამშრომელი 24-რიცხვში მივიდა იმავე სავაჭრო ცენტრში და გადაამოწმა პროდუქცია სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად რის შედეგადაც პროდუქცია დაზიანებული და საკვებად უარგისი არ აღმოჩნდა.
ჩვენი კომპანიის მიერ მოწვეულ იქნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი რომელმაც ჩვენს პროდუქციას ჩაუტარა ლაბორატორიული კვლევა რის შედეგადაც დადასტურდა რომ ჩვენი პროდუქცია საკვებად ვარგისია და შეესაბამება ყველა სტანდარტს. აქვე გთავაზობთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.




ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge