ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ასაწონი ხიზილალა
თევზეული, სურსათის ჰიგიენა,

2013 წლის 4 დეკემბერს მომხმარებელმა დაფარული შეტყობინება დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

2013 წლის 5 დეკემბერს მივედით მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზია "ნიკორაში" ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თუმცა ასაწონი ხიზილალის შესყიდვა ვერ მოვახერხეთ - გაყიდვაში აღარ იყო.

2013 წლის 9 დეკემბერს იმავე მომხარებელმა ხელმეორედ დაგვიტოვა შეტყობინება, რომელშიც გვწერდა, რომ მაღაზიამ ხიზილალის ახალი პარტია მიიღო და კვლავ გვთხოვა მისი შემოწმება:

2013 წლის 10 დეკემბერს მივედით იმავე მაღაზიაში და შევიძინეთ ასაწონი ხიზილალა 600გრ. გამყიდველმა ხიზილალა ორ სხვადასხვა შეფუთვაში მოგვყიდა (100-გრამიანებ შეფუთვაში და 200-გრამიან შეფუთვაში):

ხიზილალის ყველა ნიმუში (კონტეინერიანად) მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ერთი ნიმუში ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში შემოწმებული მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია.

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ვინაიდან საქართველო უახლოეს პერიოდში სურსათის მიკრობიოლოგიურ ევროპულ პარამეტრებზე გადადის, ჩვენი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი შეიცვალა: რამოდენიმე თვის წინ ჩვენ, მოქმედი სანიტარული ნორმის შესაბამისად, პროდუქტში კოლიფორმების გაზომვას ვითხოვდით, რაც ბაქტერიათა დიდი ჯგუფია. ამჟამად კი, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, კოლიფორმების  გაზომვა აღარ ხდება! სანაცვლოდ, ამ დიდი ჯგუფიდან, ჩვენ ლაბორატორიებს მხოლოდ ერთი (პოტენციურად პათოგენური) ბაქტერიის _ ეშერიქია კოლის გაზომვას ვთხოვთ. აგრეთვე იზომება სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა ამ ტიპის პროდუქტში მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ამჟამად ქართული ლაბორატორიები შესაძლო პათოგენური ბაქტერიების მთელ სპექტრს ჯერ-ჯერობით ვერ ზომავენ. ამიტომ სრული ინფორმაცია პროდუქტის მიკრობიოლოგიური უვნებლობის შესახებ არ გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის ევროპულ ნორმებზე გადასვლისა და ლაბორატორიათა შესაძლებლობების შესაბამის ზრდასთან ერთად ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც უფრო ამომწურავი გახდება.




print version
15:32:57 2013-12-23

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge