ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
მზა კერძები კაფე "ნიკალადან"
მზა კერძები, სურსათის ჰიგიენა,

2013 წლის 07 დეკემბერს მომხარებელმა  ვებ-გვერდზე და ფეისბუქის გვერდზე ერთიდაიგივე შინაარსის საჩივარი დაგვიტოვა:

 2013 წლის 10 დეკემბერს შპს "ნიკალა"-ში, რომელიც გამსახურდიას (ყოფილი პეკინის გამზ.) მდებარეობს შევიძინეთ მომხმარებლის მიერ, საჩივარში მითითებული პროდუქტებიდან ორი: ბადრიჯანი სანელებლებით (ბადრიჯნის სალათი არ ჰქონდათ) და შემწვარი სოსისი.

ორივე პროდუქტის პორციები თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატორიას, საჩივრის ავტორთან და ეპიდემიოლოგთან გასაუბრების შემდეგ შერჩეულ მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ბადრიჯანში  და შემწვარი სოსისში შემოწმებული მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია.

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ვინაიდან საქართველო უახლოეს პერიოდში სურსათის მიკრობიოლოგიურ ევროპულ პარამეტრებზე გადადის, ჩვენი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი შეიცვალა: რამოდენიმე თვის წინ ჩვენ, მოქმედი სანიტარული ნორმის შესაბამისად, პროდუქტში კოლიფორმების გაზომვას ვითხოვდით, რაც ბაქტერიათა დიდი ჯგუფია. ამჟამად კი, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, კოლიფორმების  გაზომვა აღარ ხდება! სანაცვლოდ, ამ დიდი ჯგუფიდან, ჩვენ ლაბორატორიებს მხოლოდ ერთი (პოტენციურად პათოგენური) ბაქტერიის _ ეშერიქია კოლის გაზომვას ვთხოვთ. აგრეთვე იზომება სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა ამ ტიპის პროდუქტში მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ამჟამად ქართული ლაბორატორიები შესაძლო პათოგენური ბაქტერიების მთელ სპექტრს ჯერ-ჯერობით ვერ ზომავენ. ამიტომ სრული ინფორმაცია პროდუქტის მიკრობიოლოგიური უვნებლობის შესახებ არ გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის ევროპულ ნორმებზე გადასვლისა და ლაბორატორიათა შესაძლებლობების შესაბამის ზრდასთან ერთად ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც უფრო ამომწურავი გახდება.




print version
15:31:50 2013-12-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge