ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
ორნაირი ნუტელა მაღაზია გუდვილში
ეტიკეტი, ტკბილეული,

2013 წლის 29 ოქტომბერს ფეისბუქის გვერდზე მომხარებელმა შემდეგი შინაარსის საჩივარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2013 წლის 18 ნოემბერს მაღაზიაში "გუდვილი საბურთალოზე" შევიძინეთ  ორი "ნუტელა": ერთი გერმანული წარმოების (450გრ) და მეორე პოლონური წარმოების (350გრ) (სამწუხაროდ ერთიდაიგივე მოცულობის შეფუთვები არ იყო).

განსხვავების მოსაძიებლად შევისწავლეთ ორივე პროდუქტის ეტიკეტი, გარეგნული და საგემოვნო მაჩვენებლები.   

1.  მცირედი განსხვავებაა პროდუქტების შემადგენლობაში;

2.  ორივე პროდუქტი ნაწარმოებია სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანული წარმოების "ნუტელას" შეფუთვაზე აღმოჩნდა პროდუქტის  ხარისხის ნიშნები;

                                       

  

3. განსხვავებულია პროდუქტების ფერი და გემო.




print version
15:30:34 2013-11-20

კომენტარის დამატება

Ana Nadiradze   14:11:18 2014-06-07  უპასუხე   
და რომელი უფრო გემრიელი იყო?:))ერთი უფრო მუქია და კაკაოს გემო უფრო იგრძნობოდა?

ninoni   14:04:34 2013-11-21  უპასუხე   
იიპოვე 10 განსვხავება...:))შიგნით რა არის ის მაინც გეკვლიათ...
თამარ, CSRDG   14:14:56 2013-11-21  უპასუხე   
სამწუხაროდ საქართველოში ლაბორატორიები არ ამოწმებენ კონსერვანტების და დანამატების შემცველობას. არც კაკოს ცხიმის შემცველობის დადგენაა შესაძლებლი, არც მცენარეული ცხიმის წარმომავლობის. რადგან ლაბორატორიულად ამ პროდუქტების შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ შემოწმდა ეტიკეტები.

Mikheil Kalandadze   13:24:04 2013-11-21  უპასუხე   
ლაბორატორიულად თუ არის სხვაობა შემადგენლობაში? მაგალითად კონსერვენტები ან დანამატები?

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
თამარ, CSRDG   14:14:30 2013-11-21  უპასუხე   
მიხეილ სამწუხაროდ საქართველოში ლაბორატორიები არ ამოწმებენ კონსერვანტების და დანამატების შემცველობას. არც კაკოს ცხიმის შემცველობის დადგენაა შესაძლებლი, არც მცენარეული ცხიმის წარმომავლობის. რადგან ლაბორატორიულად ამ პროდუქტების შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ შემოწმდა ეტიკეტები.
Mikheil Kalandadze   14:17:33 2013-11-21  უპასუხე   
და მთავრობას, ჯანმრთელობის სამინისტროს ან სხვებს არ უნდათ დაფინანსება ამ ლაბორატორიის შეძენის??

ასე თუ ისე მაინც გვჭირდება, რაც მალე მით უკეთესი.

მემგონი უფრო იაფია ვიდრე ჯანმრთელობა. არა?
თამარ, CSRDG   14:35:50 2013-11-21  უპასუხე   
ლაბორატორიები არსებობენ, უბრალოდ ამ პარამეტრების კვლევას არ ან ვერ აკეთებენ. სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ლაბორატორიებისადმი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. უბრალოდ აკრედიტაციის წესები და ნორმები რომ შეიცვალოს ლაბორატორიაც დაინტერესებული იქნება რაც შეიძლება მეტი პარამეტრი შეამოწმოს. იმდენად ძვირი ღირს აკრედიტაციის მიღება, რომ ეკონომიკურად არამომგებიანია ლაბორატორიებისათვის
Mikheil Kalandadze   14:39:31 2013-11-21  უპასუხე   
მე რატომღაც მთავრობის არ მჯერა. მე უფრო აქტიური ხალხის მჯერა.
levani   10:06:04 2014-06-08  უპასუხე   
ლაბორატორიებში არის ყველაფრის შემოწმების საშუალება-ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ.ახალი დანადგარებია შემოტანილი.
Mikheil Kalandadze   10:17:57 2014-06-08  უპასუხე   
და ყველა სახლი კვლევაზე აქვთ აკრედიტაცია?

არ ვიცი მაგრამ ლაბორატორიის უფროსები სხვა რამეს ამბობენ საჯაროდ. თუ თქვენ მართალი ხართ მოგვეცით ლაბორატორიის კონტაქტი რომელიც მაგალითად ამ ტესტს ჩაატარებს და იტყვის რა განსხვავებაა ამ ორ "ნუტელას" შორის.

პატივისცემით


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge