ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ვის მივმართოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა

სულ ნიუსები: 21
სამი დასახელების საოჯახო ნაყინი
ტკბილეული, სურსათის ჰიგიენა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

მომხარებლების თხოვნით 2012 წლის ზაფხულში ჩვენ ნაყინების უვნებლობის რამოდენიმე შემოწმება ჩავატარეთ. იმავე წლის სექტემბერში კიდევ ერთხელ შემოწმდა ოთხი დასახელების საოჯახო ნაყინი . ვინაიდან ნაყინების ინტერესი კვლავ არის მომხარებლებში ჩვენ გადავწყვიტეთ ხელახლა გადაგვემოწმებინა საოჯახო ნაყინები.

ამ მიზნით 2013 წლის 28  მაისს სხვადასხვა მაღაზიებში შევიძნეთ:  სამი დასახელების  ნაყინი "ბარამბო  ვანილის ნაყინი", "თოლია საოჯახო ნაყინი  ვანილის პლომბირი" და "პლომბირი ვანილის გურჯაანი ნაყინი" ("იოლი"-ს საოჯახო ნაყინი გაყიდვაში ვერ ვნახეთ). სამივე ნაყინს მიენიჭა პირობითი ნომრები: #1 ბარამბო, #2 თოლია და #3 გურჯაანი და ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით #1 "ბარამბო" და #2 "თოლია" მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა, ხოლო #3 -"გურჯაანი" დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

გაიგზავნა წერილები შპს "აისი"-ში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

-------------------------

2013 წლის 11 ივნისს შპს "აისის"  (გურჯაანის ნაყინის მწარმოებელი კომპანია) გენერალური დირექტორი გვეწვია ოფისში. ის შეშფოთებულია და არ ეთანხმება ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას. მეწარმის თქმით ის შეამოწმებს ნაყინს  და შემოწმების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებისთვის.

_______________

2013 წლის 08 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ 12 ივნისს განახორციელეს შპს "აისის" მიერ წარმოებული ნაყინის "გურჯაანი პლომბირი" ნიმუშის აღება ჩვენს მიერ მითითებულ მაღაზიაში და დარღვევა არ აღმოჩნდა.




print version
14:46:01 2013-06-10

კომენტარის დამატება

mamuka   19:47:52 2015-05-29  უპასუხე   
რომელია შედარებით ყველაზე უსაფრთხი ნაყინი?

tea   10:21:44 2015-05-28  უპასუხე   
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ძირითადათ ქართულ ნაყინს მივირთმევთ, უმეტესობას ისედაც აწერია , რომ მცენარეული ცხიმითაა დამზადებული. და რომელსაც აწერია რომ რძისგანაა დამზადებული, იმათი შემოწმება იქნებოდა javascript: insert_link();საინტერესო. როგორც რძის შემცველობაზე ასევე დაბინძურების ხარისხზე. გურჯაანის გარდა , არის რომელიმე,რომელიც არ შეიჩავს მცენარეულ ცხიმს.

tea   17:23:02 2015-05-27  უპასუხე   
მაინტერესებს წელს თუ აპირებთ ნაყინების შემოწმებას და მეორე იასნო სოლნიშკოს ფაფები თუ გაქვთ შემოწმებული და თუ შეიძლება რომ შემოწმდეს მძიმე მეტალებზე.
ლია, CSRDG   07:56:55 2015-05-28  უპასუხე   
დიახ, ნაყინების შემოწმებები დაწყებულია. თუ შეიძლება მიგვითითეთ, რომელი ნაყინები გაინტერესებთ და რა მახასიათებლები


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge