ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
მომხმარებელთა უფლებები ევროკავშირში
კანონმდებლობა, რჩევები,

ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ცხოვრობს. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ თანამეგობრობის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მოხმარებელი ევროკავშირის ბაზარს ენდობოდეს. ამიტომ ევროკავშირის ყველა კუთხეში მომხმარებელს ერთნაირი უფლებები აქვს. მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესების ეფექტურ დაცვას ევროკავშირის ერთიანი კანონმდებლობა უზრუნველყოფს.

ევროკავშირში მომხმარებელთა ძირითადი უფლებები შემდეგია:

1. მომხმარებელს უფლება აქვს მოელოდეს, რომ გასაყიდად გამოტანილი საქონელი უსაფრთხოა. ეს უფლება უზრუნველყოფილია ორი ვალდებულებით:

1. მეწარმე (იმპორტიორი) ვალდებულია ბრუნვაში მხოლოდ უსაფრთხო საქონელი გაუშვას. ასეთი მოთხოვნა საქართველოშიც არის დადგენილი;

2. სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს მეწარმეების მიერ ამ ვალდებულების შესრულება და თუკი დარღვევას აღმოაჩენს, მეწარმე ცალკე დააჯარიმოს და ცალკე - ასეთი საქონლის ბაზრიდან ამოღება და მომხმარებლებისგან უკან გამოთხოვა აიძულოს. საქართველოში ასეთი რამ მხოლოდ სურსათის ან წამლების სფეროში ხდება და ისიც მცირე მასშტაბით.

2. თუკი საფრთხის შემცველი საქონელი მაინც მოხვდა ბაზარზე, იგი მომხმარებელმა შეიძინა და ზიანი მიადგა, მიუხედავად იმისა, თუ სად და რა დროს წარმოიშვა საქონლის ეს დეფექტი და იყო თუ არა ეს ვისიმე ბრალი, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის სრული ანაზღაურება საქონლის მწარმოებლისგან ან იმპორტიორისგან, ან თუ ესენი უცნობია ან მიუწვდომელია - რეალიზატორისგან. ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს.

3. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ზუსტად ისეთი საქონელი, როგორსაც შეჰპირდნენ. "შეპირებაში" იგულისხმება ამ საქონლის თვისებების თაობაზე მისთვის შექმნილი შთაბეჭდილება - რეკლამის, ეტიკეტის, ინსტრუქციის, ზეპირი აღწერის ან სხვა გზით. თუ საქონელს ეს შეპირებული თვისებები არ გააჩნია, ეს ნიშნავს რომ მას ნაკლი აქვს. გამყიდველი (მაღაზია) ვალდებულია გამოასწოროს ეს ნაკლი ნივთის შეკეთების ან გამოცვლის საშუალებით, ან, თუკი ეს შეუძლებელია, დაიბრუნოს საქონელი ან, თუ მომხმარებელი თანახმაა, შეამციროს მისი ფასი. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს ხარჯების გაღება და ამ პროცესმა არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის ზედმეტი შეწუხება ან მისი საქმიანობის შეფერხება. ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს, თუმცა მას თან არ ერთვის შემდეგი მნიშვნელოვანი დამატებები:

1. ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნივთის შეძენიდან (მიღებიდან ) სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში. ამას ეწოდება "კანონისმიერი გარანტია" (Legal guarantee), რომელიც ევროპაში 2-წლიანია. მეწარმის ან მაღაზიის მიერ დადგენილი გარანტიით ან სხვა ხელშეკრულებით ამ ვადის შემცირება შეუძლებელია. მომხმარებლის დაცვის ეს მექანიზმი საქართველოში არ არსებობს.

2. ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ე.წ. "მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმპცია" - მომხმარებელს არ სჭირდება ამტკიცოს, რომ ნაკლი მას არ გამოუწვევია. ითვლება, რომ თუკი ნაკლი აღმოჩნდა, იგი ნივთს გაყიდვის მომენტშიც ჰქონდა (თუკი გამყიდველი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს). საქართველოში მომხმარებელს ეს უფლება არ გააჩნია.

 

გვერდი დამუშავების  პროცესშია - მომხმარებლის უფლებები თანდათან დაემატება და შეივსება




print version
06:41:36 2013-09-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge