ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები
„არაჟანი სვანური 25% - ნატურალ+“ - მაღაზია ფრესკოდან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ტანსაცმლის შემოწმება აზოსაღებავებზე
შვრიის ფანტელი HAHNE

სულ ნიუსები: 21

2013 წელის 01 მაისს ვებ გვერდზე  კომენტარი დაგვიტოვა მომხმარებელმა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2013 წლის 02  მაისს საბურთალოზე ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ  ბანანი, ახალი კარტოფილი და ქართული მარწყვი. სამივე პროდუქტის ნაწილი ჩავაბრეთ ლაბორატორიაში მათში ნიტრატების შემცველობის დასადგენად. ხოლო ნაწილი ჩვენ თვითონ შევამოწმეთ www.amazon.com საიტზე შეძენილი რუსული წარმოების ნიტრატების საზომი აპარატით, ე.წ. ნიტროტესტერით.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით მარწყვში და ბანანში ნიტრატების შემცველობა ნორმაშია, ხოლო კარტოფილში ოდნავ აჭარბებს საქართველოში დადგენილ ნორმას .

შეგახსენებთ, რომ ადამიანისთვის ნიტრატების მიღების უსაფრთხო დღიურ ნორმად ითვლება 3,7 მგ ნიტრატი ადამიანის წონის ყოველ კილოგრამზე. ანუ 60 კგ-იან ადამიანისათვის დღეში 222 მგ ნიტრატის მიღება უსაფრთხოა. ზემოთ აღწერილი პროდუქტების შემთხვევაში დღის განმავლობაში სამივე პროდუქტის: თითო კილოგრამი კარტოფილის, ბანანის და მარწყვის მოხმარების შემთხვევაში ადამიანის მიერ მიღებული ნიტრატების ჯამური რაოდენობა 156,4 მგ-ზე ნაკლები იქნება, რაც 60 კგ-იანი ადამიანისთვის უსაფრთხოა, თუმცა მაგალითად 40 კგ-იანი მოზარდისთვის უკვე საფრთხის ზღვარზეა, მცირეწლოვანი ბავშვისთვის კი სერიოზული საფრთხის შემცველია. ამიტომ გირჩევთ წინასწარ გაიანგარიშოთ, რა რაოდენობის ნიტრატებს მიიღებს ბავშვი ამა თუ იმ ბოსტნეულის ან ხილის მოხმარებისას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შემოწმებას.

-----------------------

რაც შეეხება ჩვენს მიერ ე.წ. ნიტროტესტერით განხორციელებულ გაზომვებს, სამივე შემთხვევაში ნიტროტესტერის ჩვენება ლაბორატორიულ შედეგებზე მაღალი აღმოჩნდა. კარტოფილს შემთხვევაში ტესტერმა აჩვენა 4-ჯერ უფრო მაღალი შედეგი), მარწყვის შემთხვევაში - 3-ჯერ უფრო მაღალი და ბანანის შემთხვევაში 2-ჯერ უფრო მაღალი), თუმცა სამივე შედეგი რუსეთში მოქმედი  ნორმების ფარგლებში იყო. 

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ სანდოა მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების შედეგები. ნიტროტესტერის შედეგები აქ მხოლოდ იმისთვის მოვიყვანეთ, რომ გვეცნობებინა, რომ ეს ხელსაწყო მაინცდამაინც სანდო არ არის.




print version
17:11:30 2013-05-07

კომენტარის დამატება

Davit Chelidze   18:42:37 2013-05-07  უპასუხე   
ძალიან საინტერესოა კიტრსა და პამიდორთან როგორ გვაქვს საქმე? განსაკუთრებით შუშა კიტრთან.
თამარ, CSRDG   11:26:36 2013-05-08  უპასუხე   
დავით 2-2 დასახელების, ქართული და შემოტანილი, კიტრი და პომიდორი შევამოწმეთ აპრილში, შედეგები ამ ბმულზე ნახეთ http://www.momxmarebeli.ge/?rec=3704


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge