ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე

სულ ნიუსები: 21

2013 წლის 15 თებერვალს მომხმარებელმა ფეისბუქის საჩივრის ფორმა გამოგვიგზავნა:

2013 წლის 21 თებერვალს მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ "კალასი იოდიზირებული მარილი", რომელიც მივიტანეთ ლაბორატორიაში პროდუქტში იოდის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით მარილი ნამდვილად იოდიზირებულია. პროდუქტის ეტიკეტზე ბერძნულად წერია რომ მარილი შეიცავს 48ppm (ანუ მგ/კგ)  კალიუმის იოდიდს (KI), ხოლო ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით მარილში იოდის (I-) შემცველობა 65მგ/კგ, რაც  დაახლოვებით 84მგ/კგ კალიუმის იოდიდის (KI) ტოლია.  ეს მაჩვენებელი მარილის ეტიკეტზე მითითებულ კალიუმის იოდის რაოდენობაზე მეტია, თუმცა ეს არ არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში რაოდენობა.




print version
15:02:59 2013-03-18

კომენტარის დამატება

Givi   14:39:47 2013-03-15  უპასუხე   
ლოგიკა არ მესმის, აკრედიტირებულში რატომ არ ჩაატარეთ, თუ ასეთი არსებობს.
ლია, CSRDG   13:21:37 2013-03-18  უპასუხე   
ზოგადად მარილი მულტიტესტის აკრედიტაციის სფეროში შედის.

ეხლა დამატებით გავარკვიეთ ლაბორატორიასთან - აკრედიტაციის სფეროში აქვთ კალიუმის იოდიდის განსაზღვრა სუფრის მარილში, მაგრამ არა იოდის იონური ფორმის რაოდენობის განსაზღვრა. ვთხოვეთ ხელახლა მოგვცენ დასკვნა, სადაც ის მაჩვენებელი იქნება მითითებული, რაზეც აქვთ აკრედიტაცია (ანუ კალიუმის იოდიდის რაოდენობა).

მადლობთ შენიშვნისთვის.

Givi   12:08:08 2013-03-15  უპასუხე   
გამოცდის ოქმის რეკვიზიტებიდან რატომაა გამქრალი "აკრედიტაციის მოწმობა"?
თქვენც ცუღლუტობთ?!
ლია, CSRDG   12:29:07 2013-03-15  უპასუხე   
როგორც ჩანს, ამ ანალიზზე აკრედიტაცია ამ ლაბორატორიას აღებული არ აქვს. თუმცა ჩვენ (ისევე როგორც ნებისმიერ მომხმარებელს) უფლება გვაქვს პროდუქტი არააკრედიტებულ ლაბორატორიაშიც შევამოწმოთ. სურსათის ეროვნული სააგენტო კი ვალდებულია შემოწმებები მხოლოდ აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ მაგალითად სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიები აკრედიტებული არ არის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge