ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
მედია-საშუალებებს
რჩევები, წესები,

”მომხმარებელი-ჯი”-ს  დანიშნულებაა მომხმარებლის ინტერესების დაცვა, მისი განათლება და ინფორმირება იმისთვის, რომ მათ სასურველი პროდუციის არჩევა გაუიოლდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მედია-საშუალებები, რომლებიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს იყენებენ, ამ მიზანს იზიარებენ.

იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესები არ დაზარალდეს, აუცილებელია მომხმარებლს მიუკერძოებელი, სრული და ობიექტური ინფორმაციია მიეწოდოს. განსაკუთრებით ეს ეხება ინფორმაციას, სადაც კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები (უვნებლობა, ხარისხი) არის აღწერილი. ასეთი ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია ზუსტად მიეთითოს, თუ სად და როდის იქნა შეძენილი ამა თუ იმ მახასიათებლის მქონე პროდუქტი, ეთანხმება თუ არა მეწარმე ამ მონაცემებს და აპირებს თუ არა მათ შეცვლას, ჩატარდა თუ არა ამავე პროდუქტის შემოწმებები სხვა დროს და რა იყო მათი შედეგი, იყო თუ არა ინფორმირებული სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და მოხდა თუ არა რეაგირება მისი მხრიდან - ყოველივე ეს ინფორმაცია მომხმარებელს აძლევს სრულ სურათს, რომელზე დაყრდნობითაც ის იღებს გადაწყვიტილებას, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ვცდილობთ, ყოველ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაცია ერთ სტატიაში იყოს თავმოყრილი. გთხოვთ სტატიების გაშუქებისას მასში აღწერილი ინფორმაცია სრულად ასახოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფორმაციის არასრულად გადმოცემა ან დამახინჯება, რაც მომხმარებელს არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის პროდუქტზე და დააზარალებს როგორც მომხმარებელს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმესაც.

ჩვენი საიტის ინფორმაციის გამოყენებისას გთხოვთ არ დაუშვათ ინფორმაციის დამახინჯება, არასრულად გადმოცემა, ან სხვამხრივ მოდიფიცირება, რამაც მომხმარებელი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს! 

გთხოვთ, ჩვენი მასალის გამოყენებისას, მიუთითოთ www.momxmarebeli.ge , როგორც ინფორმაციის წყარო. ასეთი მითითების შემთხვევაში, ჩვენი მასალის გამოყენება უფასოა.




print version
08:22:48 2013-03-07

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge