ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21
სოკარის რეგულარი
საწვავი, პროდუქციის ხარისხი,

2012 წლის 6 ნოემბერს ფეისბუქის გვერდზე მივიღეთ გზავნილი, სადაც მომხმარებელი კონკრეტულ ბენზოგასამართ სადგურზე შეძენილი ბენზინის უხარისხობას უჩიოდა:

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და გავარკვიეთ, რომ ბენზინის ერთი სინჯის სრული ანალიზი სულ მცირე 450 ლარი ჯდება. ვინაიდან დონორებისგან საწვავის ხარისხის გაზომვის თანხის მოპოვება ჯერჯერობით ვერ შევძელით, მომხმარებლებს მივმართეთ თხოვნით, ამ მიზნით მცირე თანხები შემოეწირათ. 2013 წლის მაისისთვის მომხმარებელთა შემოწირულობებით 300 ლარი შეგროვდა. 150 ლარი კი ანალიზისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღო.

2013 წლის 14 მაისს ჩვენ მივაკითხეთ საბურთალოს ქუჩის 55-ში განთავსებულ სოკარის ბენზოგასამართ სადგურს ბენზინის შესაძენად. აღმოჩნდა, რომ ეს ბენზოგასამართი ”რეგულარის” მარკის ბენზინს საერთოდ არ ყიდდა. ჩვენი თხოვნით, ბენზოგასამართის თანამშრომელმა მიგვითითა სოკარის უახლოესი ბენზოგასამართი სადგური, სადაც ”რეგულარის” მარკის ბენზინი იყიდებოდა - ეს იყო ბენზოგასამართი სადგური მარიჯანის და ქავთარაძის ქუჩების კუთხეში. ჩვენ სწორედ ამ ბენზოგასამართ სადგურზე შევიძინეთ ”რეგულარის” მარკის ბენზინი შესამოწმებლად. კერძოდ, შევიძინეთ ამ ბენზინის 2 სინჯი, თითოეული 2 ლიტრის ოდენობით, რომელიც ბენზოგასამართის გამანაწილებელი ონკანიდან ჩვენს მიერ ახალშეძენილ პლასტიკის ქილებში ჩამოვასხმევინეთ:

იმავე დღეს ბენზინის ერთი სინჯი ჩაბარდა ლაბორატორიას სრული ანალიზისთვის. 16 მაისს მივიღეთ ბენზინის ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა:

ამ დასკვნის მიხედვით გამოკვლეული პროდუქტი საქართველოში ”რეგულარის” მარკის ბენზინისთვის დადგენილ ნორმებს შეესაბამება. წყალს ან რაიმე სხვა მინარევებს პროდუქტი არ შეიცავს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ზუსტად ხდება ბენზინის ჩამოსხმა ბენზოგასამართ სადგურზე: ჩვენ ავწონეთ ბენზინის რეფერენტული ნიმუში მეტროლოგიის სამსახურის მიერ დაკალიბრებულ სასწორზე:

ნიმუშის წონასა და ლაბორატორიის მიერ დადგენილ სიმკვრივეზე დაყრდნობით გამოვიანგარიშეთ ნიმუშის მოცულობა: 20°C ტემპერატურაზე ამ ნიმუშის მოცულობა არის 1,97 ლიტრი, 30°C ტემპერატურაზე კი 2 ლიტრი.

საწვავის შემდეგი სინჯი შემოწმდება მომხმარებლებისგან შემდეგი 400 ლარის შემოსვლის შემდეგ. მომხმარებლებს ვთხოვთ მოგვწერონ, კონკრეტულად რომელი ბენზოგასამართი სადგურის და რომელი ტიპის საწვავის შემოწმება არის სასურველი.




print version
11:48:15 2013-05-20

კომენტარის დამატება

მარიამი   17:23:55 2015-07-27  უპასუხე   
რამდენიმე წელია მანქანაში ვასხამ მხოლოდ სოკარის რეგულარს,თბილისში თუკი სადმე სოკარის სადგურია ყველაგან ვარ ალბათ ნამყოფი,ვიცი რომ ევრო რეგულარს და ჩვეულებრივ რეგულარს შორის ფასების სხვაობაა,ამის მიუხედავად,მოკლედ რამდენჯერმე მომიწია ვაზისუბნის დასახლებაში მშენებარე მეტროსთან მდებარე სადგურში ბენზინის ჩასხმამ,ყოველთვის ვასხამ 20 ლარის ბენზინს,დავაკვირდი,რომ მანდ შევსებული ბენზინით ყოველთვის ადრე ანთებს მაჩვენებელს რომ ბენზინი ილევა.უკვე სადღაც 50 კმ.ზე როცა 80-90 დან ანთებს ხოლმე.ეჭვი მაქვს რომ რაღაც არაკეთილსინდიერად ასხამენ ნაკლებ ბენზინს.არვიცი აპარატზე რამდენად არის შესაძლებელი რომ თვითონ დაარეგულირონ ეგ?შეიძლება კონკრეტულად ამ სადგურზე იტყუებოდნენ და ნაკლებ ბენზინს ასხამდნენ ვიდრე იწერება აპარატის მონიტორზე? წლებია დაზეპირებული მაქვს სად რამდენ ბენზინს წვავს ჩემი მანქანა,გზების და სირთულის გათვალისწინებით.მაგრამ აშკარად რაღაც ხდება ამ სადგურზე იქნებ შეამოწმოთ რეალურად რამდენი ისხმება მაგალითად რამე პლასტმასის გამჭვირვალე ჭურჭელში და შეადაროთ მონიტორზე მითითებულს.მეც გავაკეთებდი ამას,მაგრამ არ დამთანხმდებიან და სკანდალის და ჩხუბის მოწყობა არ შემიძლია თან ამხელა კომპანიასთან,აქეთ მომაყენებენ შეურაცყოფას.იქნებ დამეხმაროთ?თუკი მართლები არიან ბოდიშს მოვიხდი აქვე საჯაროდ:)
მარიამი   14:30:29 2015-07-28  უპასუხე   
პ.ს.ვითვალისწინებ მანამდე რამდენი ბენზინი ესხა ხოლმე და სავარაუდოდ რამდენი იქნებოდა დარჩენილი ავზში.

რამაზი   14:43:29 2013-12-14  უპასუხე   
ბენზინზე კიბატონო მაგრამ ავტოგაზზე არამგონია ვინმე კმაყოფილი იყოს მძღოლებიდან.ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ 16 კუბიან ბალონში 21 კუბი ჩამიტვირთეს და ისიც უხარისო.ჰაერს ამატებენ და 20 გრადუსის ნაცვლად (რაც საჭიროა აუცილებლად)40 გრადუსზე აცხელებენ რომ მოგატყუონ.ხმის ამომღები კი კაციშვილი არ არის.

Giorgi 1980   20:58:22 2013-05-20  უპასუხე   
მომჩივანი აშკარად ინტრიგანია! წყალი ურევია არა...

მე სოკარის კლიენტი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ მაგათი ბენზინით.

ლაბორატორიის შედეგებიც ცხადყოფს ყველაფერს

Chokheli Ivane   13:25:02 2013-05-20  უპასუხე   
შემდეგი შემოწმდეს ეგრედწოდებული პრემიუმის ბენზინი AN95, ვისოლი ან რომპეტროლი.

თანხის გადახდას ნუ დაიზარებთ 5,10 20 ლარი. რაც მალე მით უკეთესი.

Anri   13:21:37 2013-05-20  უპასუხე   
დიდი მადლობა ამ პროექტს. კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად საწვავის ოქტანობას და წონა შემოწმდეს ძირითად საწვავის იმპორტიორების ბენზინგასმართ სადგურებზე... მედიაში ბევრს საუბრობენ ამაზე. მაგალითად არასამთავრობომ დაადგინა რომ იტალიის საზღვრიდან საქართველოს მიმართულებით სუპერი ტიპის ბენზინი არ გასულა წინა წელს. ესეიგი იტალიური ბენზინის იმპორტიორი(ვისოლი როგორც ჩანს) უფრო დაბალი დონის ბენზინს ასაღებდა როგორც სუპერს... ასევე ითქვა ლიტრებში მოტყუებაზე(ეს უკვე ბევრ კომპანიას ეხება)... მოკლედ სრული ანალიზია ჩასატარებელი ამ მხვრივ. მომხმარებელიც არის დაინტერესებული და სახელმწიფო კონტროლს რატომღაც არ უწევს...

nika   13:11:17 2013-05-20  უპასუხე   
ვისოლი ხომ არ გაგიკეთებიათ მანამდე?
ლია, CSRDG   13:46:32 2013-05-20  უპასუხე   
არა, სრული ანალიზი არ გაგვიკეთებია. მარტო ოქტანობა შევამოწმეთ შარშან


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge