ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ვაკის ქარხნის პროდუქტები

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 26 ოქტომბერს ფეისბუქის გვერდიდან მომხმარებელმა ვაკის ხორცპროდუქტების შემოწმება გვთხოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2012 წლის 02 ნოემბერს შპს " ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე"-ს  საფირმო მაღაზიაში (თამარაშვილის შესახვევი 15) შევიძინეთ საჩივარში მითითებული პროდუქტები: სოსისი "ფრანქფურტური; ღორის კუპატი, ღორის ხორცი მარინადში - ღორის ხორცის რაგუ და ძეხვი საექიმო. ყველა პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და სპეციალური მაცივარ კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სოსისი "ფრანქფურტური" სუფთაა, ხოლო დანარჩენ პროდუქტში : ღორის კუპატი, ღორის ხორცი მარინადში - ღორის ხორცის რაგუ და ძეხვი საექიმო დაბინძურებულია ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით (კოლიფორმებით).

გაიგზავნა წერილები ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან  ირკვევა, რომ ჩვენს მიერ მითითებული პროდუქტების შემოწმებას სააგენტო 2012 წლის ბოლომდე გეგმავს, მეწარმის სრული ინსპექტირება კი 2013 წლის დასაწყისში მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიებათა შედეგად ზემოთ აღწერილი პროდუქტების უვნებლობა უზრუნველყოფილი იქნება.

სააგენტომ გამოგვიგზავნა წერილი, რომელიც 18 დეკემბრით არის დათარიღებული და რომლიდანაც ირკვევა, რომ მათ მიერ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკეში" 03 დეკემბერს განხორციელდა სურსათის შემოწმება და რომ მეწარმეს დარღვევა უკვე გამოსწორებული ჰქონდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით  სააგენტომ გადაამოწმა შპს 2013 წლის 22 იანვარს და დააჯარიმა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო




print version
11:58:05 2013-02-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge