ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
შერეული ფარში კარფურიდან

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 23 ოქტომბერს ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ასეთი პოსტი დაიდო:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 24 ოქტომბერს ჰიპერმარკეტ ”კარფურში” (სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”) შევიძინეთ საქონლის ხორცის ფარში. მომხმარებლის მიერ მითითებული შერეული ფარში ჰიპერმარკეტში გაყიდვაში არ იყო. ფარში თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში, მიენიჭა პირობითი ნომერი #1 და ლაბორატორიას ჩაბარდა ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ფარში დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

გაიგზავნა წერილები ”კარფური საქართველოში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

5 ნოემბერს ელ-ფოსტით მივიღეთ შემდეგი წერილი კარფურიდან:

წერილზე თანდართული იყო 2012 წლის 5 ოქტომბერს ღორის ხორცის ფარშის შემოწმების შედეგი, რომლის მიხედევით პროდუქტი მიკრობიოლოგიურად სუფთა იყო:

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, 2012 წლის 7 ნოემბერს სააგენტომ შეისყიდა და შეამოწმა მითითებული პროდუქტი და დარღვევა დადასტურდა. 2012 წლის 22 ნოემბერს კარფურში სააგენტომ გეგმური ინსპექტირებაც ჩაატარა.




print version
11:58:01 2012-12-03

კომენტარის დამატება

ლია, CSRDG   13:03:45 2012-11-05  უპასუხე   
კარფურიდან დაგვირეკეს პრეტენზიით, რომ კომენტარის დამატებას ვერ ახერხებენ. სამწუხაროდ ტელეფონი არ დატოვეს, რომ უკეთ გავრკვეულიყავით, რა მოხდა.

ბოლო პერიოდში ვებ-გვერდზე გახშირებული თავდასხმების გამო ჩვენ მართლაც გავამკაცრეთ ვებ-გვერდის დაცვის სისტემა. თუ იგი მომხმარებლის აქტივობას ”ჰაკერობად” აღიქვამს, იგი ამ მომხმარებელს ბლოკავს.

თუ ასეთი რამ შემთხვევით მოგივიდათ, გთხოვთ თქვენი კომენტარი ფეისბუქის გვერდის ან ელ-ფოსტის (office@csrdg.ge) საშუალებით მოგვაწოდოთ. ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 2194242 და შევეცდებით ბლოკი მოვხსნათ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge