ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ბოკოლას ხორცის ბლინი

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 10 ოქტომბერს, ფეისბუქის გვერდზე მომხმარებელმა ”ბოკოლას” ფირმის ხორცის ბლინის შემოწმება გვთხოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2012 წლის 02 ნოემბერს შპსბოკოლასმაღაზიაში (ბოცვაძის ქ. 8) შევიძინეთბოკოლასგაყინული ხორცის ბლინი  როდუქტი თავისივე შეფუთვით მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის .

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ბლინი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

 

გაიგზავნა წერილები შპს "ბოკოლა"-ში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

 

16 ნოემბერს დაგვიკავშირდა შპს "ბოკოლას" წარმომადგენელი და ბლინების ხელახალი შემოწმება გვთხოვა, მისივე მოთხოვნით ლაბორატორიული ანალიზი შპს "ეტალონში" უნდა გაგვეკეთებინა.

19 ნოემბერს ბოცვაძის 8 ნომერში მდებარე შპს "ბოკოლას" საოჯახო სამზარეულოში შევიძნეთ ხორცის ბლინი გაყინული, მაღაზიის დაფასოებული. მოვათავსეთ სტერილურ პოლიეთილენის პარკში და შესამოწმებლად 2 ლაბორატორიაში მივიტანეთ.

 

 

ლაბორატორიებიდან მიღებული პასუხები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა: შპს "ეტალონის" დასკვნით ბლინში კოლიბაქტერიები არ აღმოჩნდა, ხოლო შპს "მულტიტესტის" დასკვნის მიხედვით ბლინი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. რეფერენტული ნიმუში ჩაბარდა შესამოწმებლად მესამე ლაბორატორიას. მესამე ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ბლინი არ არის დაბინძურებული კოლიბაქტერიებით. 

სურსათის ეროვნული სააგენტოდან ჩვენს მიერ პირველი გაზომვის შედეგების გაცნობის მიზნით გაგზავნილი წერილის პასუხად გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს მათ შეამოწმეს ბოკოლას ბლინები და დარღვევა მეწარმეს უკვე გამოსწორებული ჰქონდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით  2013 წლის 18 თებერვალს გადამოწმდა შპს "ბოკოლა" და დაჯარიმდა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო




print version
11:58:04 2013-02-27

კომენტარის დამატება

თიკო აბესაძე   12:22:13 2013-01-28  უპასუხე   
იქნებ ეცადოთ სანდო ლაბორატორია დაიქირაოთ რომ ვინმეს ბიზნესს საფრთხე არ დაემუქროს,
თამარ, CSRDG   16:53:43 2013-01-28  უპასუხე   
თიკო თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ იმ ლაბორატორიების შესახებ რომლებშიც ჩვენ ვამოწმებთ ამა თუ იმ პროდუქტს დაგვიწერეთ რატომ არ უნდა ვენდოთ რომელიმე მათგანს

თათია   1  17:01:34 2013-01-25  უპასუხე   
ანუ გამოდის, რომ რიგ შემთხვევაშიც თქვენი დაქირავებული ლაბორატორია ცდება? ბოკოლას რომ არ მოეთხოვა გადამოწმება, გამოდის, რომ დაუბინძურებელი ბლინი დაბინძურებული უნდა გონებოდა მომხმარებელს. საჭიროა მეტი ყურადღება ჩეცმი აზრით, არა მარტო იმ კუთხით, რომ დაბინძურებული აღმოვაჩინოთ, არამედ სანდო პროდუქტიც რომ ვიცოდეთ.
kaxa   -0.5  19:13:07 2013-01-25  უპასუხე   
რატომ თათია აქ შეიძლება მეორე ვარიანტიც იყოს, მეწარმემ გამოასწორა პროდუქტის ხარისხი. რომ მოითხოვა შემოწმება ელოდებოდა და კარგი ხარისხის ქონდა გაყიდვაში. მე არ ვიძახი რომ მარტო იმ დღეებში ქონდა კარგი პროდუქტი და მერე გააფუჭა, მაგრამ ეს ვარიანტი ბევრად უფრო სარწმუნოდ მეჩვენება ვიდრე ის რომ ლაბორატორია შეცდა


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge