ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ფარში და სოსისი გორში

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 19 ოქტომბერს ფეისბუქის გვერდზე გზავნილი მივიღეთ:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 22 ოქტომბერს გავემგზავრეთ ქ. გორში, სადაც რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, გორიჯვრის ქ. 58 მდებარე მაღაზიაში (ი/მ ნინო მძინარიშვილი) შევიძინეთ შპს ”ფლამინგოს” დაფასოებული ხორცის ფარში. ხოლო მეორე მაღაზიაში სამადაშვილის ქ. #2 (ი/მ კლავდია მარტიაშვილი) -ლიდერ-ფუდის  სოსისი ”სასკოლო” (”Школьный”).   ხორცის ფარში - თავისივე შეფუთვიანად, ხოლო სოსისი - მაღაზიის შეფუთვიანად  მოვათავსეთ პოლიეთილენის სტერილურ პარკებში და სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩამოვიტანეთ თბილისში, სადაც ლაბორატორიას ჩავაბარეთ ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ლიდერ-ფუდის სოსისი ”სასკოლო” მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული არ აღმოჩნდა, ხოლო შპს ”ფლამინგო”-ს ფარშში კოლობაქტერიები ამოითესა.

გაიგზავნა წერილები შპს ”ფლამინგოში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2012 წლის 7 ნოემბერს სააგენტომ შეისყიდა და შეამოწმა მითითებული ფარში და დარღვევა აღმოაჩინა. 2012 წლის 20 ნოემბერს კი მან შპს ”ფლამინგოს” ინსპექტირება ჩაუტარა.




print version
11:57:59 2012-12-04

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge