ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
პელმენების ხელახალი შემოწმება

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის მაისი-ივლისის თვეებში  ჩვენ სხვადასხვა ფირმის გაყინული პელმენების უვნებლობა შევამოწმეთ და მათში მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოვაჩინეთ. 2012 წლის სექტემბერში ჩვენ ხელახლა გადავამოწმეთ ამ პროდუქტების მიკრობიოლოგიური სისუფთავე. კერძოდ:

2012 წლის 26 სექტემბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე შპს ”გემო 2”-ის მაღაზია ”საოჯახო სამზარეულოში” შევიძინეთ ასაწონი პელმენი, რომელიც თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ლაბორატორიას ჩაბარდა შემოწმებისათვის.

28 სექტემბერს ”ნიკორას” საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ დაფასოებული პელმენი ”გურმანი” (გამოშვების თარიღი 06/09/12) და ”ფანტაზია” (გამოშვების თარიღი 21/09/12) და  შპს ”ბოკოლას” მაღაზიაში შევიძინეთ ”ბოკოლას” გაყინული პელმენი.  სამივე დასახელების პელმენი თავისივე შეფუთვით მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში, მიენიჭათ პირობითი ნომრები და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით შპს ”გემო-2”-ის პელმენი; შპს ”ნიკორა ტრეიდის” პელმენი ”გურმანი” და შპს ”ბოკოლას” პელმენი კვლავ დაბინძურებულია კოლობაქტერიებით. ხოლო შპს ”ნიკორა ტრეიდის” პელმენში  ”ფანტაზია” კოლიბატერიული დაბინძურება აღარ აღმოჩნდა.

გაიგზავნა  წერილები შპს ”ბოკოლა”-ში, შპს ”გემო-2”-ში და შპს ”ნიკორა ტრეიდში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში . როგორც 2012 წლის ნოემბერში სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ ინფორმაციის საპასუხოდ პროდუქტების შესყიდვა და შემოწმება 2012 წლის ბოლომდე მოხდება. რაც შეეხება თავად საწარმოების ინსპექტირებას:

  • შპს ”ბოკოლა” სააგენტოს მიერ შემოწმდა 2012 წლის 22 მარტს და მისი შემდეგი გადამოწმება 2012 წლის IV კვარტალში იგეგმება
  • სს ”ნიკორას” შემოწმება განხორციელდა 2011 წლის თებერვალში, შემდეგ არაგეგმური ინსპექტირებები ჩატარდა 2011 წლის 31 ოქტომბერს და 2012 წლის 15 ივლისს.
  • შპს ”გემო-2” კი სააგენტოს წინა წლებში არ შეუმოწმებია და მისი ინსპექტირება 2012 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

2012 წლის 16 ნოემბერს დაგვიკავშირდა შპს "ბოკოლას" წარმომადგენელი, რომელმაც გვაცნობა, რომ იგი შეეცადა გამოეკვლია პროდუქტის დაბინძურების მიზეზები. ამ მიზნით მან ხორცს, რომელსაც ნატახტარის სასაკლაოზე ყიდულობს, ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება და ანალიზის პასუხის მიხედვით ხორცი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. ამიტომ მას მიაჩნია, რომ პროდუქტის დაბინძურება მისი ბრალი არ არის. ვაქვეყებთ შპს "ბოკოლას" წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ხორცის შესყიდვის და ლაბორატორიული შემოწმების დოკუმენტებს:

 

_____________________________

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით სააგნეტოს მიერ განხორციელდა:

  • ნიმუშის აღება შპს "ბოკოლაში"  29-11-12 არ აღმოჩნდა დარღვევა. შპს კვლავ გადამოწმდა 2013 წლის 18 თებერვალს და დაჯარიმდა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
  • შპს "ნიკორა ტრეიდში" 29-11-12 ნიუშის აღება - არ აღმოჩნდა დარღვევა
  • შპს "გემო 2" განხორციელდა გეგმიური ინსპექტირება 04-12-12



print version
17:07:46 2013-02-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge