ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ნაყინების ხელახალი შემოწმება
ტკბილეული, სურსათის ჰიგიენა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის ზაფხულში ჩვენ ნაყინების უვნებლობის რამოდენიმე შემოწმება ჩავატარეთ. ამის შემდეგ, 2012 წლის 6 სექტემბერს, რადიო1-ის გადაცემა ”შტრიხ-კოდში” მომხმარებელთა ფედერაციის ხელმღვანელმა გვამცნო მათ მიერ ჩატარებული ნაყინების შემოწმების შესახებ, რომლის მიხედვით ის ნაყინები, რომელშიც ჩვენ ადრე მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოვაჩინეთ, სუფთა იყო. ეს ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ამ გაზომვებისადმი ჩვენი და მომხმარებელთა ფედერაციის მიდგომები ოდნავ განსხვავდებოდა ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენს მიერ ადრე შემოწმებული ნაყინების სისუფთავე ჩვენი მეთოდიკით (ანუ მეწარმეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე) ხელახლა გადაგვემოწმებინა.

ამ მიზნით 2012 წლის 14 სექტემბერს შევიძინეთ შემდეგი ნაყინები:

  1. ვანილის პლომბირი გურჯაანის ნაყინი, 500 გრამიანი, გამოშვების თარიღი 24.08.12;
  2. საოჯახო ვანილის ნაყინი პლომბირი თოლია, 500 გრამიანი, გამოშვების თარიღი 1.09.12
  3. ვანილის ნაყინი ბარამბო 1000 მლ, გამოშვების თარიღი 20.08.12;
  4. ვანილის ნაყინი იოლი, 1000 მლ, გამოშვების თარიღი 22.08.12.

შეძენილი იქნა თითოეული ტიპის ნაყინის 3 ეკზემპლარი. სათანადოდ გადავამოწმეთ, რომ სამივე ერთ დღეს ყოფილიყო გამოშვებული:

თითოეული ნაყინის სამი ეკზემპლარიდან ორი ჩაბარდა შესამოწმებლად, ხოლო მესამე, რეფერენტული ნიმუში, შევინახეთ.

ნაყინები შესამოწმებლად ჩაბარდა ორ ლაბორატორიას: ერთი მათგანი იყო ის ლაბორატორია, რომელშიც ჩვენ იგივე ტიპის ნაყინები ადრე შევამოწმეთ (ლაბორატორია მულტიტესტი), მეორე კი ის ლაბორატორია, რომელშიც ნაყინების შემოწმება მომხმარებელთა ფედერაციამ ჩაატარა (ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო). 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასეთია:

ლაბორატორია ”მულტიტესტის” ინფორმაციით ნაყინები #1 და #4 (”გურჯაანი” და ”იოლი”) კოლიბაქტერიებით დაბინძურებულია, ხოლო ნაყინები #2 და #3 (”თოლია” და ”ბარამბო”) სუფთაა;

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით კი კოლიბაქტერიებით დაბინძურებულია ნაყინები ”გურჯაანი”, ”იოლი” და ”თოლია”, ხოლო ნაყინი ”ბარამბო” სუფთაა.

გაიგზავნა წერილები მეწარმეებთან (შპს ”აისი”; შპს კომპანია ”იოლი”) და სურსათის ეროვნულ სააგენტოში . ”თოლიას” თაობაზე არაერთგვაროვანი პასუხის გამო ჩვენ მის მეწარმეს შევთავაზეთ ჩავატაროთ მესამე, რეფერენტული ნიმუშის მიკრობიოლოგიური გამოცდა ნებისმიერ მათ მიერ არჩეულ ლაბორატორიაში, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

2012 წლის 16 ოქტომბერს დაგვირეკა შპს ”იოლი”-ს წარმომადგენელმა და შეგვატყობინა, რომ კომპანიამ ნაყინების წარმოება 17 სექტემბერს შეწყვიტა. ”იოლი” ნაყინის წარმოებას სავარაუდოდ თებერვალში განაახლებს.

2012 წლის ნოემბერში სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს მიერ საწარმოები ”იოლი” და ”აისი” (გურჯაანის ნაყინი) 2013 წელს, ნაყინის წარმოების განახლებისთანავე შემოწმდება




print version
14:45:51 2012-12-13

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge