ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

სულ ნიუსები: 21

კანფეტი ძირითადად შაქარია, ანუ „სწრაფი ენერგია“, ამიტომ მისი მოხმარებისას კარგად დაფიქრებას გირჩევთ. თუკი ამ მიღებული ენერგიის დახარჯვას არ გეგმავთ, იგი ცხიმად იქცევა და წონას მოგიმატებთ. გარდა ამისა, „ნადიმს“ უწყობთ პირში მცხოვრებ ბაქტერიებს, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებენ. 

თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ კანფეტი უნდა მიირთვათ, შეძენისას, ბრენდთან ერთად, მის სიახლეს მიაქციეთ ყურადღება. კარგი კანფეტის შენახვის ვადა 6-7 თვეს არ აღემატება, ხოლო თუ ამაზე მეტია, თქვენ კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქტს გთავაზობენ. ახალი კანფეტის გამოსაცნობად ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირს. იგი ერთგვაროვანი და მბზინვარე უნდა იყოს, გულსართი არ უნდა იყოს გარეთ გამოსული.

კანფეტების შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 15-21°C ფარგლებში მერყეობს. უფრო მაღალი ტემპერატურა მათ შენახვის ვადას მკვეთრად ამცირებს. ასევე არასასურველია მათი შენახვა მაცივარში, ვინაიდან იქ მათ ზედაპირზე გროვდება ტენის წვეთები. კარამელის ტიპის კანფეტებში ისინი იწვევენ ზედაპირის გაწებოვნებას, ხოლო შოკოლადის კანფეტებში კი გათეთრებას. შესაბამისად კანფეტების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მათი შენახვის პირობებს.

გაითვალისწინეთ, რომ კანფეტები ადვილად იღებენ უცხო სუნს, ამიტომ ნუ შეიძენთ მათ იქ, სადაც მათ გვერდზე მკვეთრი სუნის სხვა პროდუქცია აწყვია.

და კიდევ ერთი რჩევა: კანფეტს ფერს სხვადასხვა საღებავების დამატებით აძლევენ. რაც უფრო მკვეთრი და ხასხასა ფერისაა კანფეტი, მით მეტია შანსი რომ მასში არა ბუნებრივი, არამედ სინთეზური საღებავია დამატებული, რომელიც საკმაოდ მავნეა. ამიტომ გირჩევთ მკვეთრი (არაბუნებრივი) ფერის კანფეტებს მოერიდოთ.




print version
17:08:43 2012-09-12

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge