ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
10 ტიპის ბენზინის შემოწმება
პროდუქციის ხარისხი, საწვავი,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

ვინაიდან არცერთი მომხმარებელი არ ასახელებს რომელი ფირმის ბენზინის შემოწმებას ითხოვენ, ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოში  ბენზინის 5 ძირითადი ფირმის ბენზინგასამართ სადგურებზე  ორი ხარისხის საწვავის ოქტანობის შემოწმება. 2012 წლის 15 ოქტომბერს ჩვენ შევიძინეთ: 

  1. გალფი - (#1) ევრო რეგულარი და ( #2 )  რეგულარი;
  2. სოკარი - (#3) რეგულარი და (#4) სუპერი;
  3. ვისოლი - (#5) ევრორეგულარი და (#6) რეგულარი;
  4. ლუკოილი -(#7) სუპერი და (#8) ავანგარდი;
  5. რომპეტროლი - (#9)რეგულარი და (#10) ევროსუპერი;

საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე შევიძინეთ 2 ლიტრიანი პოლიეთილენის ქილებით. მიუხედავად იმისა, რომ ტარა 2 ლიტრიანი იყო და ჩვენც ოპერატორებს 2 ლიტრის ჩამოსხმას ვთხოვდით, სხვადასხვა სადგურებზე სხვადასხვა რაოდენობის ბენზინი მოგვყიდეს, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ სურათზეც ჩანს.

 თითო ლიტრი საწვავი გავამზადეთ ლაბორატორიაში მისატანად, მივანიჭეთ პირობითი ნომრები და საწვავში ოქტანობის შესამოწმებლად ჩავაბარეთ ლაბორატორიას .

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები მოცემულია ცხრილში:

პირობითი ნომერი ფირმის დასახელება საწვავის ხარისხი ოქტანობის მაჩვენებელი
#1 გალფი ევრო რეგულარი 92,8
#2 გალფი რეგულარი 93,0
#3 სოკარი რეგულარი 92,4
#4 სოკარი სუპერი 98,9
#5 ვისოლი ევრო რეგულარი 93,9
#6 ვისოლი რეგულარი 93,5
#7 ლუკოილი სუპერი 98,1
#8 ლუკოილი ავანგარდი 95,7
#9 რომპეტროლი რეგულარი 94,1
#10 რომპეტროლი ევრო სუპერი 98,0

საავტომობილო საწვავის შემოწმება მომავალშიც იგეგმება, თუმცა დონორებისგან ამ შემოწმებებისათვის საჭირო დაფინანსება ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ. ამიტომ შევქმენით სპეციალური ანგარიში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შემოიტანონ მცირე თანხები ასეთი შემოწმების დასაფინანსებლად. საწვავის ერთი სინჯის სრული შემოწმება აკრედიტებულ ლაბორატორიაში 300-400 ლარი ჯდება. როგორც კი ანგარიშზე ეს თანხა შეგროვდება, ჩვენ რომელიმე ერთი საწვავის სინჯის შემოწმებას განვახორციელებთ (მომხმარებელთა საჩივრებზე დაყრდნობით). შემდეგი თანხის შეგროვებისას შემდეგი სინჯი შემოწმდება და ა.შ.

იაქტიურეთ!




print version
10:56:44 2013-03-12

კომენტარის დამატება

ბაჩო   16:37:57 2016-12-05  უპასუხე   
ზეთის ხარისხის შემოწმება რომ გვინდოდეს შესაძლებელია ლაბორატორიაში? და რომელშიკეთდება ასეთი სახის ტესტირება შეგიძლიათ გვითხრათ?
თამარ, CSRDG   09:51:34 2016-12-06  უპასუხე   
ვერ გეტყვით ბაჩო, რადგან მანქანის ზეთი ჯერ არ შეგვიმოწმებია. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საიტზე უნდა ნახოთ ლაბორატორიების ჩამონათვალი და ყველას უწერია აკრედიტაციისსფერო, ანუ რაზე ატარებენ ანალიზებს

ბაჩო   11:20:17 2016-10-24  უპასუხე   
გამარჯობა, როგორ მიდის ამ პროექტიშ განხორციელება, ატარებთ კიდევ სინჯებს?
თამარ, CSRDG   14:40:27 2016-10-24  უპასუხე   
ბაჩო ამ სინჯებს პროექტის გარეშე ვატარებდით ამიტომ არის ასეთი იშვიათი შემოწმებები
ბაჩო   14:52:02 2016-10-24  უპასუხე   
და როდის ჩატარდა ბოლოს კიდე ასეთი შემოწმება?
თამარ, CSRDG   17:30:40 2016-10-24  უპასუხე   
2015 წელს ამ ბმულზე ნახავთ შემოწმების შედეგებს

ეკა   01:02:57 2015-12-04  უპასუხე   
2 წელია რომპეტროლის ბენზინით ვსარგებლობ. კერძოდ რომპეტროლის ევრო პრემიუმს ვასხამ და ძალიან მაინტერესებს დღეს 2015/12 რამდენად აკმაყოფილებს ამ ბენზინგასამართი სადგურების ამ სახელით გაყიდული ბენზინი სტანდარტს.

natia   13:14:53 2015-04-20  უპასუხე   
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ საწვავი პრემიუმის ოქტანობა??
თემო   23:40:55 2015-05-22  უპასუხე   
ოქტანობა არაა მთავარი. მთავარია რითაა ის მიღწეული. თუ ტეტრაეთილტყვიითაა ოქტანობა აწეული, კაპიკია მასეთი ბენზინის ფასი. ტყვიის შემცველ ბენზინს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ხარისხთან. ევროპაში მასეთი ბენზინი აკრძალულია 2000 წლიდან. სადღაც იყო პრემიუმის კვლევის შედეგები და ყველა ბრენდს ეთილირებული ბენზინი აქვს. ვისოლმა საეთოდ დამალა საწვავის შემადგენლობა. რომპეტროლის პრემიუმში ორჯერ ნაკლები ტყვიაა ვიდრე გალფში და ლუკოიკში. პ.ს. ტეტრაეთილტყვია პირველი მტერია კატალიზატორის და ლამბდა სენსორის, სულ მალე კი ტექ დათვალიერება აღდგება.

თეო   03:23:50 2015-02-27  უპასუხე   
იქნებ, მიუთითოთ ტექსტში რას ნიშნავს ოქტანობის მაჩვენებლი და რეალურად რამდენი უნდა იყოს რომ არ ავნოს გარემოს?
თემო   00:07:56 2015-05-23  უპასუხე   
ოქტანური რიცხვი არის მაჩვენებელი თუ რამდენი პროცენტი ძრავში შემავალი ბენზინის იწვის სწორად. 95 ნიშნავს იმას, რომ ცილინდრებში 95% საწვავი დაიწვა თანაბრად და ძრავს მისცა შესაბამისი ძალა. 5% საწვავის შეკუმშვისას აფეთქდა (სანამ აალების წერტილს მიაღწევდა). მაგ დროს ცილინდრს გადაეცემა დარტყმითი ტალღა და მთელი ენერგია უაზროდ იკარგება, პლუს ძრავის ნაწილები ზედმეტად ცვდება. რაც უფრო მაღალია ცილინდრში ჰაერის შეკუმშვა, მით მაღალი ოქტანობის ბენზინი სჭირდება მანქანას. ყველა თანამედროვე მანქანას მინიმუმ პრემიუმის ტიპის საწვავი სჭირდება(ამერიკულს რეგულარი უნდა თორემ ძრავს "წვავს", ქართველი "ექსპერტი" ხელოსნების მოგონილი მითია). უხარისხო ბენზინს აქვს დაბალი ოქტანობა და მანქანამ რომ ნორმალურად იმუშაოს, ხელოვნურად ზრდიან ოქტანურ რიცხვს ტეტრაეთილტყვიის დამატებით, რაც საშინელი შხამია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია მაგის დამატება. იმდენად საშიშია ტყვიანარევი ბენზინი, რომ მისი გამონაბოლქვის ერთი შესუნთქვამაც კი შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. გამონაბოლქვი განსაკუთრებულად ტოქსიკურია როცა ძრავი (კატალიზატორი) ცივია და ჯერ არ მიუღწეგია სამუშაო ტემპერატურას (კატალიზატორი დაქოქვიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ იწყებს მუშაობას, თუ გამოცლილი არ აქვს საერთოდ). არავითარ შემთხვევაში არ დადგეთ ახლად დაქოქილი მანქანის უკან.
თეო   02:30:33 2015-05-23  უპასუხე   
თემო, მადლობა დეტალური განმარტებისათვის და ბოლოში დართული მნიშვნელოვანი რჩევისათვის. ჰომ არ შეგიძლიათ, მითხრათ, სად შეიძლება, ვნახო მსგავსი სასარგებლო რჩევები?
მადლობას გიხდით წინასწარ.
თემო   11:03:31 2016-08-15  უპასუხე   
თეო უცხოურენოვან (ინგლისური, რუსული) ინტერნეტში ძალიან ბლომად არის ინფორმაცია საწვავის შესახებ
ლია, CSRDG   15:26:34 2015-03-02  უპასუხე   
ძალიან უხეშად შეიძლება ითქვას, რომ ოქტანობის მაჩვენებელი ნიშნავს, თუ რამდენია ბენზინში იზო-ოქტანი. უფრო ზუსტად - თუ რამდენად შეესაბამება კონკრეტული ბენზინის ფეთქებადობა იზო-ოქტანის ფეთქებადობას. რაც მეტია ოქტანობა, მით უფრო გამძლეა (არა-ფეთქებადია) ბენზინი.

გარემოსთან ამ მახასიათებელს მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს, ვინაიდან ჩვეულებრივ უკეთეს (უფრო ეფექტურ) ძრავებში უფრო მაღალი ოქტანობის ბენზინი გამოიყენება. ასეთ ძრავებში, ჩვეულებრივ, საწვავი ბოლომდე იწვის და გარემო ნაკლებად ბინძურდება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. კატალიზური გარდამქმნელის გარეშე ძალიან ეფექტურ ძრავიანი მანქანაც ძალიან აბინძურებს გარემოს.

giorgi   23:26:46 2014-02-04  უპასუხე   
მოგესალმებით,კარგი იქნება თუ შეამოწმებთ ავტოგასამართ სადგურებზე რა სიზუსტით ასხამენ საწვავს. თქვენ როგორც წესი ალბათ ყიდულობთ ლიტრობით და კარგი იქნებოდა მაგალითისთვის თუ შეიძენდით 5 ლარისას, 10 ლარისას და იქნებოდა თუ არა შესაბამისი თანხის ოდენობის,მაგ. თუ ჩავასხამთ 10 ლარის ბენზინს და ერთი ლიტრის ფასი არის 2.03 თეთრი უნდა გამოვიდეს რაოდენობრივად 4.92 ლიტრი. გამომდინარე იქიდან რომ მომხმარებლების უმრავლესობა ასხამს საწვავს არა ლიტრობით არამედ ლარობით, 10 ლარის 20 ლარის და ა.შ, ადრე იყო ტელევიზორში ამაზე სიუჟეტი და ყველა ავტოგასამართ სადგურზე სხვადასხვა ციფრი ამოჩნდა
giorgi   17:36:35 2014-04-25  უპასუხე   
სამწუხაროდ დღემდე არ ჰქონია გამოხმაურება ჩემს წერილს არა და კარგი და საინტერესო იქნებოდა ამის გადამოწმება
თამარ, CSRDG   11:26:34 2014-04-28  უპასუხე   
გიორგი, სამწუხაროდ ჩვენი დაფინანსება მხოლოდ სასურსათო ბაზრის შემოწმებებით შემოწიფარგლება. რამდენჯერმე ორგანიზაციამ გაიღო თანხები და შემოწმედა სხვადასხვა ფირმის საწვავი როგორც ხარისხობრივად ასევე ლიტრაჟობაც. საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია ამ საკითხისადმი, რომ გადავწვიტეთ გაგვეხსნა ანგარიში , რომელზეც მომხარებლებს შეეძლებიოდათ მცირეოდენი თანხის ჩარიცხვა, რათა მათი ინტერესის შესაბამისად მომხდარიყო, გამწვირვალედ მათივე ფულის ხარჯვა. ასეთი შემოწირულობით ერთხელ შემოწმდა საწვავი იმ ფირმის და იმ პარამმეტრზე, რომელიც მომხარებელს აინტერესებდა. როცა შეგროვდება საჭირო თანხა, რომ ეს გაზომვაც გავაკეთოთ - შემოწმდება

ანი   17:13:50 2013-08-26  უპასუხე   
სტატიამ ცოტა დამაბნია.
მოკლედ, ჩემი მანქანისათვის საჭიროა 87-91 ოქტანობის ბენზინი. ანუ, რეგულარი.
სულ ვასხამ პრემიუმს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპანიებს რა ოქტანობაც აქვთ მითითმებული სწორია. კიდევ ერთი, რატომაც გადავწყვიტე ჩავასხა "მაღალი" ხარისხის ბენზინი არის ის, რომ მანქანას გამოსაცვლელი აქვს კატალიზატორი, რაც გამოწვეულია უხარისხო საწვავით, თურმე.... მართლა დავიბენი.
კვლევებიდან რა გამოდის - რომპეტროლის რეგულარის ოქტანობა გალფის და ვისოლის ევრო რეგულარს ჯობია?

user   15:22:54 2013-05-15  უპასუხე   
დიზელიც შეამოწმეთ ძალიან გთხოვთ ევრო დიზელი

giorgi   18:18:17 2013-04-16  უპასუხე   
მარტო ოქტანობის შემოწმებით არაფერი გამოვა.ვინ რამდენ ეთილს ურევს ის გაარკვიეთ.რამოდენიმე დღის წინ გალფმა სუპერი მთლიანად ამოიღო ქსელიდან და სხვა ჩაასხეს.რამოდენიმე მანქანის გაკეთებაც მოუხდად ისეთ ნაგავ ყიდიდნენ.
თემო   15:05:19 2014-09-30  უპასუხე   
მართალი ხარ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ რომპეტროლი ურევს დიდი ოდენობით ეთილს

გიორგი   16:08:04 2013-04-02  უპასუხე   
ლუკოილში (ქავთარაძის #1) ბენზინი 2 ლიტრით მეტი ჩამისხეს ვიდრე ავზის მოცულობაა. არადა რამოდენიმე ლიტრი ისედაც იყო.

koba6204   06:05:50 2013-03-22  უპასუხე   
კარგი საქმე დაგიწყიათ, მაგრამ ამ შემოწმებას რაღაც შედეგი ხომ უნდა ქონდეს, თუ არა და რა აზრი აქვს? ხო მართლა, რატომ არის აზერბაიჯანში დიზელი ბენზინზე იაფი, ხოლო იგივე დიზელი ჩვენთან ბენზინზე ძვირი? ამასაც უნდა გაეცეს პასუხი

lasha   19:39:10 2013-03-12  უპასუხე   
ეგებ ისიც დაგეწერათ ყველაზე ზუსტად რომელ სადგურში მოგყიდეს ბენზინი. ვგულისხმობ რაოდენობას მილიგრამების
ლია, CSRDG   21:36:30 2013-03-12  უპასუხე   
ლაშა, სამწუხაროდ ჩვენ წინასწარ ვერ გავითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბენზოგასამართზე სხვადასხვა რაოდენობის ბენზინს ჩაგვისხამდნენ და მოცულობის ან წონის ზუსტ გაზომვაზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ნაყიდი ბენზინები ჩვენ დაახლობით შუაზე გავყავით - ნახევარი ლაბორატორიას წავუღეთ, ნახევარი კი რეფერენტულ ნიმუშად შევინახეთ. ამ ოპერაციის შემდეგ ზუსტი მოცულობის ან წონის დადგენამ ცხადია აზრი დაკარგა.

მომავალ გაზომვებისას ქილა ბენზოგასამართ სადგურზევე დაილუქება და შემდეგ ლაბორატორია ზუსტად გაზომავს მასში ჩასხმული ბენზინის მოცულობას (ნორმალურ ტემპერატურაზე).

მაიკო   00:04:47 2013-02-11  უპასუხე   
ისე მართლა,ლუკოილის რეგულარის ოქტანობა ძალიან საინტერესო იქნებოდა. ჯობდა ყველა კომპანიის ყველა ტიპის საწვავზე ჩატარებულიყო ეს კვლევა.მესმის არაა ადვილი,მაგრამ რადგან აკათებდით,ბარემ სრულყოფილად გაგეკეთებინათ :)

სანდრო   10:49:57 2013-02-01  უპასუხე   
კარგ საქმეს აკეთებთ!
ლუკოილის რეგულარის ოქტანობა იქნებოდა საინტერესო...ჩამოთვლილი რეგულარებიდან რომპეტროლის რეგულარი გამოდის საუკეთესო 94...

....   06:16:26 2013-01-26  უპასუხე   
გმადობთ, რომ შეამოწმეთ

სრული შემოწმება დიდ თანხებს მოითხოვს. 5-ვე ბრენდის ყველა სახეობის შემოწმება სავარაუდოდ 20 000 ლარამდე დაჯდება.

მოცულობის შესამოწმებლად აუცილებელია ადგილზე შემოწმდეს, რისთვისაც არსებობს სპეციალური ჭუტჭელი, რომელიც არის 20 ლიტრის მოცულობის და დასაშვები ცდომილებაა +/- 25 გრამი 20 ლიტრზე.
თამარ, CSRDG   12:04:08 2013-01-28  უპასუხე   
მადლობა გამოხმაურებისათვის. სამწუხაროდ ბენზინის ხელალხალი შემოწმების თანხები ამ ეტაპზე არ გვაქვს თუმცა მომხამრებებისგან იყო გამოხმაურება და ამიტომ ვცდილობთ შევქმნათ სპეციალური საბანკო ანგარიშ სადაც ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება ჩარიცხოს მისთვის მისაღები თანხა და ე ს თანხა გამჭვირვალედ მოხმარდება ისეთ შემოწმებას რისთვისაც ჩვენს პროექტში თანხები არ მოიძებნება. შესამოწმებელი პროდუქტი წინასწარ გამოცხადდება, ან კითხვარი გამზადდება ან კიდევ რაღაც სხვა საშუალებით მოვახდენთ ყველასთვის საინტერესო პროდუქტის აღმოჩენას. პროცედურაზე მიმდინარეობს მუშაობა. თუ გექნებათ რამე იდეა აღნიშნულთან დაკაშირებით მოხარული ვიქნებით თუ გაგვიზიარებთ

G.B.   18:33:39 2013-01-17  უპასუხე   
მართლა ღადაობთ ? თავიდან გააკეთეთ ეს ტესტი! ოღონდ სრულყოფილი!

გუშინწინ 2 ლიტრიან პეპსის ბოთლში ჩავიდა 4,7 თეთრის ბენზინის ვისოლის კალონკაში :D ვინმემ არ თქვას ზუსტად ასხავენო.

Lasha Khalvashi   10:14:25 2013-01-17  უპასუხე   
ძალიან კარგი იქნება ანალოგიურ კვლევას დიზელის საწვავზეც თუ ჩაატარებდით. ზეთოვანობა და ხარისხის შემოწმების მიზნით.

Gio   01:31:30 2012-12-22  უპასუხე   
ეს რა სისულელეებია. აი მაგას ვერ დამაჯერებთ რო ეს შედეგები სიამრთლეა. კიდე უფრო კარგად გადაამოწმეთ აბა ეგ ტესტები. და მერე კიდე ისიც არ დაგავიწყდეთ რო შეამოწმოთ როგორ იტყუებიან აბსოლიტურად ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმის დროს.

G.B.   20:38:28 2012-12-02  უპასუხე   
რატომ არ არის სრული სია? მე დარწმუნებული ვარ რომ რომპეტროლში ლიტრობას იტყუებიან, + რატომ არ გააკეთეთ ყველა ოქტანობის შემოწმება ყველა ფირმის??? ეჭვს ბადებს ფაქტი რომ იგივე გალფი სოკარიგან ყიდულობს რეგულარს(თუ ყველა დანარჩენს არა) რატომ აქვთ სხვადასხვა ოქტანობა. ან ტესტია ნიტო ან სხვა მახინაცია ხდება აქ, რაც შეეხება სუპერს, სოკარს და ზოგადად აზერებს საერთოდ არ აქვთ სუპერის ბენზინი, გამოდის ყიდულობენ, ვისგან საკითხავია, სადაური სუპერი აქვთ. + იქედან გამომდინარე რომ ბაზარზე უმეტესად არის ერთმანეთში გადაყიდული ბენზნი ასევე არ ემთხვევა ოქტანობა, ბადებს ეჭვს რომ არის ხელოვნურად გაზრდილი ოქტანობები. ძალიან გთხოვთ უფრო დეტალურად შეისწავლოთ ეს საკითხი და ასე ზედაპირულად ნუ განიხილავთ, მე პირადად ვფიქრობ ასეთ გამოკვლევას საერთოდ ჯობდა არ ჩაგეტარებინათ. მინიმუმ ლიტრობის ფაქტებს მაინც დავწერდი, ვინ რამდენი დააკლო იმ თქვენს 2 ლიტრიან ქილას. იმედია ცოტა უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენთ ამ საკითხისადმი.
ლია, CSRDG   12:40:43 2012-12-03  უპასუხე   
ეს არის პირველი, საცდელი კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით ჩავატარეთ და ბევრი რამისთვის ჩვენ თავად მზად არ ვიყავით (მაგალითად იმისთვის, რომ ზუსტად გაგვეზომა, ვინ რამდენ ლიტრს ასხამს - უკვე მოფიქრებული გვაქვს სქემა, როგორ გავზომოთ ეს მომავალში). მთავარი, რისი გარკვევაც გვინდოდა - სხვადასხვა დასახელების ბენზინი ერთსა და იმავე ბენზოგასამართ სადგურზე განსხვავდება თუ ერთი და იგივეა (არსებობდა ასეთი მოსაზრება, რომ რეალურად ერთ ბენზინს ყიდიან, სხვადასხვა დასახელებით და ფასით). ამიტომ 5 ძირითადი ფირმის ორ-ორი დასახელების ბენზინი გავზომეთ. დადგინდა, რომ ერთსა და იმავე ფირმის ორი სხვადასხვა დასახელების ბენზინი მართლაც განსხვავდება.

ის თუ რატომ არ ემთხვევა სხვადასხვა ფირმის "სუპერის" ოქტანობა, რა გზით ხდება ოქტანობის შეცვლა, ვინ საიდან იძენს გასაყიდ ბენზინს - ეს ჩვენ არ ვიცით და არც მოგვეკითხება. მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით ჩვენ ვგეგმავთ ბენზინების სრულ შემოწმებას (მოცულობა, ოქტანობა, არომატულები, გოგირდი, ტყვია). თუმცა ჯერ ვართ თანხის მოძიების სტადიაზე - თითო სინჯის გაზომვა 540 ლარი ჯდება, პრობლემაა ისეთი დონორის შოვნა, რომელსაც საწვავის საკითხი თან აინტერესებს და თან მიუკერძოებელია. ამიტომ, ვფიქრობთ, მომხმარებლების მონაწილეობით შევაგროვოთ ფული და მათივე მონაწილეობით ჩავატაროთ შემოწმებები. ამჟამად დაბეგვრის და სხვა საორგანიზაციო საკითხებს ვარკვევთ.

კარგი იქნება, თუ თქვენნაირი აქტიური ადამიანები ჩაერთვებიან ჩვენს გაზომვებში. ან თუნდაც ალტერნატიულ გაზომვებს თუ წამოიწყებთ და მათ შედეგებს გვაცნობებთ. მივესალმებით კრიტიკას და კონსტრუქციულ წინადადებებს.
G.B.   18:36:36 2013-01-17  უპასუხე   
ძალიან კარგი! ვეცდები მოვიძიო რაიმე ინფორმაცია.

Solonani   11:55:38 2012-11-19  უპასუხე   
მივესალმები თქვენს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. თემა ძალიან აქტუალურია. რატომღაც, ერთსა და იგივე მანძილზე,იდენტურ რეჟიმში გადაადგილებისას სხვადასხვა ბგს-ში ჩასხმული საწვავის(პრემიუმის) ხარჯი ძალზედ განსხვავებულია.რა არის ამის მიზეზი? გვატყუებენ ტევადობითაც და ხარისხითაც? იქნებ დამატებით მიუთითოთ ტყვიისა და გოგირდის შემცველობა, ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წონა(თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა).
თამარ, CSRDG   12:23:31 2012-11-19  უპასუხე   
სოლომონ, ჩვენ საწვავში მხოლოდ ოქტანობა შევამოწმეთ, ვინაიდან ამაზე იყო საჩივარი. მომავალში იგეგმება საწვავის სრული ანალიზი (ვინაიდან მსგავსი ანალიზი ძალიან ძვირი ჯდება ამჯერად ფინანსების მოძიების სტადიაზე ვართ) და თქვენს საჩივარსაც ჩავინიშნავთ.
solonani   13:59:56 2012-11-19  უპასუხე   
მადლობელი ვარ წერილისთვის. თუ საიდუმლო არ არის რა ხელსაწყოთი შეამოწმეთ ოქტანობა და სად შეიძლება მისი შეძენა.
წარმატებებს გისურვებთ.
ლია, CSRDG   14:02:03 2012-11-19  უპასუხე   
ოქტანობა შემოწმდა ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელსაც ამაზე აკრედიტაცია აქვს აღებული. ხელსაწყო ჩვენ არ გვაქვს. აკრედიტებული ლაბორატორიები მითითებულია აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე.კონკრეტული ლაბორატორიის დასახელება ჩანს დასკვნებში, რომელიც პასუხის ნომერზე მილინქულია.

ირაკლი   11:21:58 2012-11-14  უპასუხე   
თუ არ ვცდები ზედმეტად მუქი ფერის ბენზინი ნიშნავს, რომ მასში ეთილის და დანამატების რაოდენობა დიდია, ამიტომ სოკარის ოქტანობაში ძალიან დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. თუ მოხერხდება შეიძლება რომ პრემიუმში და სუპერში შევამოწმოთ ეთილის შემცველობაც?

shota   16:15:37 2012-10-25  უპასუხე   
იქნებ პრემიუმ ბენზინების ხარისხიც შეამოწმოთ,თუ დიდი პრობლემას არ წარმოადგენს

Mikheil Kalandadze   12:31:03 2012-10-22  უპასუხე   
სასიამოვნოა რომ ჩატარდა შემოწმება.
მემგონი შესამოწმებელია ჯერ რაოდენობრივარ როგორ ასხავენ და მერე საწვავის ხარისხი, არა ოქტანობა, იქ ბევრი მახასიათებელია და ტყვია ერთერთია. არსებობს ეოვროპული სტანდარტი ამისათვის და შეესაბამება თუ არა ისენი მათ. და რამდენად ტოკსიკურია შესაბამისად და ჯანმრთელობისთვის მავნე.

მაგალითი შემილია მოვიყვანო ის რომ არსად საზღვარგარეთ ევროპაში და ამერიკაში მანქანა რომ ჩაგივლის მის გამონაბოლქვს სუნი არ ააქვს. ჩვენთან ნებისმიერი მანქანის გამონაბოლქვით დაიხჩობი. (ავტობუსებზე რომ არ ვთქვათ არაფერი ეს საერთოდ ცალკე თემაა)

ასევე მაგალითი ოქტანობაზე, მანქანა რომ ჩამოვიყვანე გერმანიიგან საბარგულში 5 ლიტრი გერმანული საწვავი მქონდა. კარგა ხანი არ დამჭირვებია და რომ დამჩირდა ესე 1.5 წლის მერე გაოცებული ვიყავი რამხელა განსხვავება იყო ამ საწვავით მანქანის მოძრაობაზე ხმაზე და გაწევაზე
Mikheil Kalandadze   12:33:32 2012-10-22  უპასუხე   
აგერ ეურო სტანდარტები და ნეტავი რომელიმეს თუ შეესაბამებიან.

nanuka   11:11:09 2012-10-22  უპასუხე   
სოკარში ყველაზე ზუსტად ასხამენ! (ბოთლი 3 და 4) და ხარისხიც ძალიან კარგი აქვთ. ოქტანობის მაჩვენებლებსაც ეტყობა. მას კონკურენტები ებრძვიან ხმების გავრცელებით.

Irakli Machitidze   14:26:07 2012-10-21  უპასუხე   
გთხოვთ შემოწმდეს არა მხოლოდ 2 ტიპის ბენზინი არამედ ყველა ტიპის და მიუთითეთ რუ რომელი ბენზინ გასამართი სადგურიდან აიღებთ სინჯებს...

გმადლობთ.
ლია, CSRDG   16:54:07 2012-10-21  უპასუხე   
გავითვალისწინებთ, მადლობთ
Irakli Machitidze   20:54:34 2012-10-21  უპასუხე   
ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ფირმის სხვადასხვა ბენზინ გასამართ სადგურებზე, ერთი დასახელების ბენზინს სხვადასხვა ოქტანობა აქვს...


გმადლობთ.

გიორგი   12:05:19 2012-10-20  უპასუხე   
ანუ რეგულარი სად ჩავასხა ვეღარ გავიგე, მგონი თითქმის ყველგან ერთია არა? თუ გალფი სჯობს?

lado   15:19:55 2012-10-19  უპასუხე   
დიზელიც შეამოწმეთ დიზელიც ვის უფრო ხარისხიანი აქვს და ლიტრაჟობაში ვინ იტყვილება

ბონდოია   15:17:47 2012-10-19  უპასუხე   
დიზელს არ უნდა შემოწმება ამდენი დიზელები დადის დიზელს მიაქციეთ ყურადღება

Tamar   1  15:17:27 2012-10-19  უპასუხე   
თუ მოხერხდება ტყვიის შემცველობაზეც აუცილებელია შემოწმება, მაგალითად ვისოლის აპი (მათი თქმით არის იტალიური ბენზინი),რომელიც უნდ აკმაყოფილებდეს ევრო სტანდარტს!
ნინო   10:28:25 2012-10-20  უპასუხე   
პირველ რიგში ტყვიის შეცველობაზე უნდა შემოწმდეს! ტყვია!

იხილეთ. ტყვიის დიდი რაოდენობა, რასაც შეიცავს საწვავი (ან ნებისმიერი პროდუქტი ან მოხმარების საგანი) იწვევს ნერვულ აშლილობას და საშინლად ტოქსიკურია. ასე თუ გაგრძელდა, ზალიან სწრაფად გადავალთ ჭკუიდან ან დავიხოცებით. წარმოგიდგენიათ რამდენი მანქანაა ქალაქში?! ამას უცოდინარი ადამიანიც მიხვდება, რომ რაღაც საშინელებას ვსუნთქვათ.
NeMo   19:18:11 2013-02-26  უპასუხე   
და არა მარტო ტყვიის. ქიმიური სემადგენლობა როგორი აქვს? ნამდვილად ბენზინია თუ ქიმიური მანიპულაციების შედეგად მიღებული ბლენდი?


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge