ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 27 ივლისს ცხელ ხაზზე (219-42-42) დაგვირეკა მომხმარებელმა და გვაცნობა, რომ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის 31 ნომერში მდებარე მაღაზიაში შეიძინა კოკა-კოლა, რომლის გამოშვების თარიღი ვერც მან და ვერც გამყიდველმა ვერ გაარკვია. გარდა ამისა, მომხმარებელი ჩიოდა, რომ იგივე მაღაზიაში კვერცხები მაცივრის გარეშე ინახება და სავარაუდოდ გაფუჭებულიაო.

იმავე დღეს ჩვენ მივაკითხეთ მითითებულ მაღაზიას და შევიძინეთ ყველა ტიპის კოკა-კოლა, რაც გაყიდვაში იყო: 2 ლიტრიანი, 1,5 ლიტრიანი და კოკა-კოლა ზერო:

სამივე სასმელის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ მისი მოხმარება უმჯობესია სახურავზე მითითებულ ვადამდე:

ბოთლების სახურავებზე კი ასეთი წარწერები იკითხება:

ეს წარწერები მართლაც რომ იოლი გასაშიფრი არ არის. ინგლისურის ცოდნის გარეშე რთულია მიხვდე, რომ წარწერის პირველი ორი ასო BB ნიშნავს best before, ანუ ”უმჯობესია ამ ვადამდე”. ამ ასოების შემდეგ მითითებულია ვარგისიანობის თარიღი (დღე, თვე, წელი). წარწერა T9 პირველი პწკარის ბოლოში სავარაუდოდ სერიის ან ქარხნის ნომერი უნდა იყოს. წარწერის მეორე პწკარი შესაძლოა პროდუქტის გამოშვების თარიღსა და დროს აღნიშნავს - თუმცა ეტიკეტზე ამის შესახებ განმარტება მოცემული არ არის

იმავე დღეს ჩვენ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ კვერცხიც (რომელიც მაღაზიაში მართლაც მაცივრის გარეშე ინახებოდა) და შესამოწმებლად ლაბორატორიას ჩავაბარეთ. ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით კვერცხი გაფუჭებული არ არის. თუმცა გამოშვების თარიღი პროდუქტზე არსად მითითებული არ იყო:

გაიგზავნა წერილები ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან”,  ”საგარეჯო 2009”-სთან, მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.




print version
15:01:24 2012-09-03

კომენტარის დამატება

nestan   22:12:27 2012-08-07  უპასუხე   
ბახტრიონის 22 ნომერში სასურსათო მაღაზიაშიც მაცივრის გარეშე ალაგია კვერცხი, თან მაღაზიაში აუტანელი სიცხეა, მიუხედავად იმისა რომ კონდიციონერი აქვთ, სავარაუდოდ მეპატრონე უფლებას არ აძლევს გამყიდვლებს, რომ ჩართონ, ალბათ ეკონომიის მიზნით...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge