momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
საკვებდანამატები მარგარინებში
ცხიმები, საკვებდანამატი,

2012 წლის 5 ივლისს, რადიო-გადაცემა ”შტრიხ-კოდში”, ჩვენს წარმომადგენელს პირდაპირ ეთერში დაურეკა მომხმარებელმა მარგარინებთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი კვლევიდან გაირკვა, რომ უცხოურ მარგარინებში ტრანს-ცხიმების შემცველობა ნაკლებია, ვიდრე ქართულ სპრედებში, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მან მოისმინა, რომ ეს მარგარინები სამაგიეროდ მავნე ემულგატორებს შეიცავს. მომხმარებელმა გვთხოვა, ეს საკითხი დეტალურად განგვემარტა.

ამ თხოვნის პასუხად ჩვენ მოგვყავს ჩვენს მიერ ადრე შეძენილი სამი ტიპის მარგარინის (”ონა”, ”ვიტამი”, ”დაჩა”) ეტიკეტი, სადაც მათი შემადგენლობაა აღწერილი:

სურსათის ექსპერტს ვთხოვეთ შეესწავლა ეტიკეტები და განემარტა, რა საკვებდანამატებს შეიცავს ეს მარგარინები და რამდენად საშიშია ისინი. გთავაზობთ მის განმარტებებს:

ეტიკეტების მიხედვით, სამივე მარგარინი ემულგატორად შეიცავს ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდებს. ეს არის საკვებდანამატი E471, რომელიც ბუნებრივი წარმოშობისაა, მიჩნეულია სრულებით უსაფრთხოდ და მისი შემცველობა პროდუქტებში არ ნორმირდება.

მარგარინები ”ვიტამი” და ”ონა” ემულგატორად აგრეთვე შეიცავს სოიოს ლეციტინს. ეს არის საკვებდანამატი E322, რომელიც ბუნებრივი წარმოშობისაა - სოიოს ზეთისგან მიიღება. საკვებდანამატი უვნებელია და მისი შემცველობა პროდუქტებში არ ნორმირდება. ითვლება, რომ ლეციტინი არ შეიცავს სოიოს ცილებს და ამიტომ არ არის საშიში ადამიანებისთვის, რომელსაც სოიოზე ალერგია აქვთ. თუმცა არსებობს მონაცემები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის მაინც იძლევა ალერგიულ რეაქციას.

კონსერვანტად სამივე მარგარინი შეიცავს კალიუმის სორბატს. ეს არის საკვებდანამატი E202. იგი წამოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც მიიღება გრეიფრუტის ნაყოფისა და თესლებისაგან. მას არ ახასიათებს კანცეროგენული ან მუტაგენირი მოქმედება, თუმცა შესაძლებელია მცირე ალერგიული გამოვლინება. სორბინის მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ამ მარილის დისოციაციის შედეგად, ორგანიზმში მთლიანად იშლება წყლად და ნახშირორჟანგად. სურსათში ამ საკვებდანამატის გამოყენების დაშვებული ნორმაა დაახლოებით 50-100 მგ / 100 გრამ პროდუქტში. როგორც წესი, მას პროდუქტში ამაზე მეტს არც უმატებენ (არ არის საჭირო). ადამიანისთვის ამ ნივთიერების დღიური უსაფრთხო დოზაა 12,5 მგ / ადამიანის სხეულის წონის ყოველ კგ-ზე - ანუ 875 მგ/დღეში ზრდასრული ადამიანისთვის (250 მგ/დღეში მცირეწლოვანი ბავშვისთვის). საკვებდანამატის უსაფრთხო დოზის გადაჭარბებისთვის ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში ამ საკვებდანამატის შემცველი 10-15 კგ (ბავშვმა _ 3-5 კგ) პროდუქტი უნდა მიირთვას _ რაც, ცხადია, არარეალურია. ამიტომ, ეს საკვებდანამატი უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს.

სამივე მარგარინი შეიცავს ლიმონმჟავას (E330) და ბუნებრივ პიგმენტ ბეტა-კაროტინს (E160a) რომელთა შემცველობა პროდუქტებში არ ნორმირდება.

პროდუქტები აგრეთვე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც საკვებდანამატებს არ განეკუთვნება. ესენია: სუფრის მარილი,  A, D და E ვიტამინები და პროდუქტისთვის კარაქის გემოს მიმნიჭებელი არომატიზატორები (რომელთა შემადგენლობა როგორც წესი პროდუქტის რეცეპტურად განიხილება და დაკონკრეტებული არ არის).

სამივე პროდუქტზე ქართული წარწერები შეცდომებს შეიცავს. მზადდება შეტყობინება ამ პროდუქტების მწარმოებლებისათვის, ეტიკეტის გასწორების თხოვნით.




print version
21:53:29 2013-03-01

კომენტარის დამატება

თიკო   22:50:29 2017-06-03  უპასუხე   
თუ იცით, ზემოთ აღნიშნულ მარგარინებში შედის პალმის ზეთი?
თამარ, CSRDG   13:58:41 2017-06-05  უპასუხე   
თიკო სურათს თუ დააჭერთ გადიდდება და ნახავთ, რომ ვიტას მითითებული აქვს შემადგენლობაში პალმის ცხიმი, დანარჩენ მარგარინებს მხოლოდ მცენარეული ცხიმი აქვთ მითითებული

თამარი   16:51:08 2013-02-14  უპასუხე   
ამ სტატიიდან გამომდინარე -შეგვიძლია უსაფრთხო პროდუქტად მივიჩნიოთ "დაჩა" და სხვა ასეთი მარგარინები?მაგრამ იქნებ სოიო არის გენმოდიფიცირებული ?
ლია, CSRDG   11:19:24 2013-02-18  უპასუხე   
სამწუხაროდ, მართლაც შესაძლია სოიოს ლეციტინი გენმოდიფიცირებული სოიოსგან იყოს მიღებული. თუ ეს რაოდენობა 1%-ზე მცირეა, პროდუქტს შესაძლოა გენმოდიფიცირების აღნიშნვა დატანილი არ ჰქონდეს.

მადლობთ შენიშვნისთვის
Lika   12:22:08 2015-03-18  უპასუხე   
გამარჯობა ქალბატონო ლია. ამ სტატიაზე გადმოვედი, სტატიიდან ტრანს ცხიმების შესახებ. ვნახე სტატიაც, სადაც გაზომილია სხვადასხვა მარგარინის ტრანს-ცხიმები, ოღონდ იქ არაა "დაჩა". თუ გაქვთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ტრანს-ცხიმებს შეიცავს "დაჩა"? ჩემი ოჟახი პრაქტიკულად ყოველდღე მოიხმარს მას და ავღელდი.
თამარ, CSRDG   15:42:24 2015-03-18  უპასუხე   
ლიკა სამწუხაროდ დაჩა არ შეგვიმოწმებია ტრანსცხიმების შემცველობაზე, ამიტომ ინფორმაცია ამ პროდუქტში არის თუ არა ტრანსცხიმები არ გვაქვს. ჩავინიშნავთ და შემდეგი გაგზავნისას ამ პროდუქტსაც გავგზავნით შესამოწმებლად.
ლიკა   13:28:59 2015-03-31  უპასუხე   
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ♥

ეეთერი   19:38:30 2012-07-20  უპასუხე   
ძალიან საინტერესო სტატიაა,სასარგებლო ინფორმაციაა.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge