ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2012 წლის 16 ივნისს ფეისბუქის გვერდზე მომხარებელმა ნაყინების შემადგენლობის შემოწმება გვთხოვა:

2012 წლის 26 ივნისს ჩვენ შევიძინეთ გურჯაანის და ბარამბოს ნაყინები და პირველ რიგში მათ ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობა შევისწავლეთ:

პროდუქტის ხარისხის თვალსაზრისით ნაყინებში მნიშვნელოვანია გამოყენებული ცხიმის სახეობა. ბარამბოს ნაყინებზე მითითებულია, რომ მათი მომზადებისას სპრედი და მცენარეული ცხიმია გამოყენებული. გურჯაანის ნაყინზე კი მითითებულია, რომ გამოყენებულია ნაღების კარაქი. ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტი შეგვემოწმებინა.

ლაბორატორიას გასაზომად ჩაბარდა 2012 წლის 26 ივნისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე #7-ში მდებარე მაღაზიაში (ი/მ ”ლელა შერმადინი”) შეძენილი გურჯაანის ჭიქის ნაყინი ”საამო”. ლაბორატორიას ვთხოვეთ განესაზღვრა პროდუქტში 1. საერთო ცხიმების რაოდენობა და 2. ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის წილი.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ნაყინში საერთო ცხიმის რაოდენობაა 12,8% (როგორც ეს ეტიკეტზეა მითითებული), ხოლო ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმების შემცველობა 88,2%. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნაყინი მართლაც შეიცავს ნაღების კარაქს და მისი შემცველობა 100 გრამ პროდუქტში დაახლოებით 13 გრამია.




print version
15:04:09 2012-08-08

კომენტარის დამატება

Irakli Machitidze   15:07:48 2012-07-14  უპასუხე   
ძალიან კარგი,

და ბარამბოს ნაყინზე რა ისმის? :)
ლია, CSRDG   17:24:08 2012-07-14  უპასუხე   
ბარამბოს ნაყინში რძის ცხიმის შემცველობის გაზომვას აზრი არ ქონდა - ეტიკეტის მიხედვით მას ამაზე არც აქვს პრეტენზია.
Irakli Machitidze   18:55:08 2012-07-15  უპასუხე   
ესეიგი გამოდის ნაყინი არც არის :D
ლია, CSRDG   12:33:08 2012-07-16  უპასუხე   
ირაკლი,

არ არსებობს არც საერთაშორისო და არც საქართველოს სტანდარტი, რომელიც დაადგენდა, რა არის ნაყინი. ყველა ქვეყანაში ნაყინის სხვადასხვა განმარტება მოქმედებს.
Irakli Machitidze   23:44:04 2012-07-16  უპასუხე   
კარგი, საბჭოთა გოსტი თუ არსებობდა ნაყინის? ან თუ იცით რუსეთში არის ახლა?
ლია, CSRDG   14:11:43 2012-07-17  უპასუხე   
დიახ, არსებობდა საბჭოთა გოსტი. და რუსული სტანდარტებიც არსებობს დრეს. მაგრამ მას მერე რაც ვმო-ს წევრი ვართ, ყველა სტანდარტი ნებაყოფლობითია. მეწარმე რომელსაც უნდა იმას გამოიყენებს. შეუძლია საერთოდ არც ერთი არ გამოიყენოს. მაისში კანონმდებლობა შეიცვალა და მეწარმეს შეუძლია საკუთარი შიდა სტანდარტი დაიმტკიცოს, როგორიც უნდა ისეთი.

სანამ არ დადგინდება ეროვნული ტექნიკური რეგლამენტი ნაყინისთვის, ასე იქნება

Tsu Biologebi   1  15:03:59 2012-07-14  უპასუხე   
რაც გემოზეც აშკარად აისახება, მადლობა შპს "აისის".

ბარამბოს ნაყინზე არ არის პასუხი?




ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge