ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
შინხოფერის სოსისი, ძეხვი და ბოკოლას პელმენი

 სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 15 მაისს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე ბოკოლას ფირმის პელმენის შემოწმება გვთხოვა.

ამ ფირმის პროდუქციის შემოწმება განმეორებით ცოტა მოგვიანებით ისევ ფეისბუქის გვერდზე გვთხოვეს :2012 წლის 5 ივლისს მომხმარებელმა შინხოფერის პროდუქციის  და ბოკოლას ფირმის პელმენის შემოწმება გვთხოვა:

10 ივლისს ბოცვაძის 8 ნომერში შევიძინეთ შპს ”ბოკოლა”-ს ასაწონი პელმენი გაყინული. იმავე დღეს, წერეთლის 87-ში,  შირნჰოფერის საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ სოსისი ფრანქფურტერი ასაწონი (პროდუქტის ტიპია - სოსისი ივერია შერეული), და ძეხვი ალმო ექსტრა, წონით (პროდუქტის ტიპია - ძეხვი საექიმო ძროხის). ყველა ეს პროდუქტი კვების ექსპერტმა მაღაზიის შეფუთვიანად მოათავსა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და სპეციალური მაცივარ/კონტეინერით, რამდენიმე წუთში  მივიტანეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების თანახმად  შირნჰოფერში შეძენილი სოსისი ფრანქფურტერი (სოსისი ივერია შერეული) და ძეხვი ალმო ექსტრა (ძეხვი საექიმო ძროხის) მიკრობიოლოგიურად სუფთა აღმოჩნდა, ხოლო შპს ”ბოკოლას” ასაწონი პელმენი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო (მასში აღმოჩნდა კოლიფორმები).

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ პელმენის 10-12 წუთის განმავლობაში საგულდაგულოდ ხარშვის შემდეგ კოლიბაქტერიები მასში იღუპება. თუმცა გირჩევთ, სახლის საყინულეში პროდუქტი დიდხანს არ შეინახოთ, ვინაიდან ასეთ საყინულეებში ტემპერატურა საკმარისად დაბალი არ არის, ნაწილი ბაქტერიები ასეთ პირობებში ცხოველქმედებას განაგრძობს და პროდუქტში მათ მიერ წარმოქმნილი ისეთი ტოქსინები შეიძლება მოხვდეს, რომელიც ხარშვისას არ ნადგურდება.

გაიგზავნა წერილები შპს ”ბოკოლაში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 2012 წლის ნოემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ სააგენტო 2012 წლის ბოლომდე განახორციელებს მითითებული პროდუქტის შესყიდვას და შემოწმებას. რაც შეეხება მეწარმის ინსპექტირებას, სააგენტოს მიერ შპს ”ბოკოლა” შემოწმდა 2012 წლის 22 მარტს და მისი შემდეგი გადამოწმება 2012 წლის IV კვარტლისთვის არის დაგეგმილი.

2012 წლის 28 სექტემბერს ჩვენ ხელახლა გადავამოწმეთ შპს ”ბოკოლას” პელმენის უვნებლობა. პროდუქტი კვლავ დაბინძურებული აღმოჩნდა. ჩვენ ამ პროდუქტის უვნებლობას მომავალშიც შევამოწმებთ.




print version
14:13:49 2012-12-19

კომენტარის დამატება

ლევანი   09:42:30 2012-07-20  უპასუხე   
მეც მიკვირს რომ "ბოკოლა"-ს პროდუქცია აღმოჩნდა დაბინძურებული. მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვყიდულობთ მანდ პილმენებს. მაღაზიაში სისუფთავეა და არანაირი ცუდი სუნები არ ტრიალებს. რასაც ვერ ვიტყვი "შირნჰოფერ"-ის მაღაზიაზე (წერეთელზე რომ არის). შარშან ვიყავით მანდ და შუქი არ ქონდათ. ესე იგი საშნელი სუნები ტრიალებდა და ერთ ერთ მაცივარში წყალგადენილ სოსისების შეკვრაზე რაღაც ხოჭო დაბოდიალობდა. დაეხურათ მაინც იმ დღეს მაღაზია... იმის მერე მანდ არ ვყოფილვართ და არც ვაპირებ მაგათი პროდუქციის შეძენას იმის და მიუხედავათ რომ "სუფთაა" მათი პროდუქცია.

ნათია   21:54:04 2012-07-19  უპასუხე   
ძალიან სამწუხაროა, რომ შპს ”ბოკოლაში” მოხვდა ეს გაგუბრობა,თუმცა ალბათ ვინც ცოტათი მაინც ჩაუღრმავდება ლაბორატორიის პასუხებს გასაგები იქნება მისთვის რომ ეს უმნიშვნელო პროცენტული მაჩვესნებელი პროდუქციაზე არ არის საშიში... ვინაიდან ეს დეტალი 90°C დუღილის შემდეგ რსულებით შორდება პროდუქციას ... ვიმედოვნებთ რომ ”ბოკოლას” არ შეადარებთ იმ საწარმოთა ნაკადს სადაც სამწუხაროდ მართლა არ შეიძლება არაფის შეძენა ....


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge