ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
ტრანსცხიმები სპრედებსა და მარგარინებში

2011 წლის 4 ნოემბერს სურსათის ცხელ ხაზზე შემოვიდა საჩივარი იმის თაობაზე, რომ მომხმარებელი მოიწამლა ფენოვანი ხაჭაპურით, რომელიც ქუჩაში, მცირე საცხობში შეიძინა და მიირთვა. 

ჩვენი ექსპერტების აზრით, მოწამვლის მიზეზი ამ პროდუქტების დამზადებისას გამოყენებული უხარისხო ცხიმი შეიძლება ყოფილიყო. კერძოდ, ექპერტმა გვირჩია გაგვერკვია ტრანს-ცხიმების შემცველობა იმ მარგარინებსა და სპრედებში, რომელიც ასეთ საცხობებში გამოიყენება. საქართველოში ასეთი ანალიზები არ კეთდება. ამიტომ მის ჩატარებაზე ლიტვის ერთ-ერთ ლაბორატორიას მოველაპარაკეთ.

2012 წლის 23 მაისს შევიძინეთ ადრე ჩვენს მიერ რძის ცხიმის შემცველობაზე გამოკვლეული 4 დასახელების სპრედი და 2 დასახელების მარგარინი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად გამოიყენება ქუჩის საცხობებში. პროდუქტები დაინომრა და გაყინულ მდგომარეობაში გაიგზავნა ტრანსცხიმების შემცველობის განსაზღვრისათვის ლიტვაში.

როგორც ლიტვიდან მიღებულმა ლაბორატორიულმა დასკვნამ აჩვენა, გამოკვლეულ მარგარინებში ტრანს-ცხიმების შემცველობა ნაკლებია, ვიდრე სპრედებში. კერძოდ, შემოწმების შედეგები ასეთია:

პროდუქტის დასახელება ტრანს-ცხიმების შემცველობა ცხიმოვან ფაზაში, %
სპრედი ”კარგი” შატილი 8,26
”საბუტერბროდე” ეკოფუდი 2,02
სანტე 82% 1,36
კარაქი სამგორი 72% 2,47
მარგარინი ”ონა” 0,09
მარგარინი ”ვიტამი” 0,22

მომხმარებელს შევახსენებთ, რომ დადგენილია, რომ პროდუქტში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით ზრდა თითქმის ორჯერ ზრდის გულის კორონარული დაავადების რისკს ადამიანებში. ამიტომ შეეცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც ტრანსცხიმების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. 

საქართველოს კანონმდებლობით ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში არ რეგულირდება.




print version
17:31:48 2012-06-27

კომენტარის დამატება

თამარი   19:00:59 2013-02-11  უპასუხე   
"დაჩა","მასლიანკა" და ასეთი ტიპის მარგარინები თუა შემოწმებული და რამდგომარეობაა?ფაქტობრივად მთელი მარხული მოსახლეობა ამ პროდუქტებს მიირთმევს მარხვების დროს :)
ლია, CSRDG   16:31:34 2013-02-12  უპასუხე   
მარგარინებში რძის ცხიმი არ არის და არც უნდა იყოს. მომხმარებელთა თხოვნით განიმარტა მარგარინებში გამოყენებული საკვებდანამატები .

Irakli Machitidze   19:51:41 2012-06-27  უპასუხე   
რუსეთის სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1%80%D0%B0%D0%BD%D1%81-%D0%B6%D0%B8%D1%80%D1%8B
ლია, CSRDG   09:18:54 2012-06-28  უპასუხე   
მართალი ბრძანდებით. მაგ სტატიის ბოლოს არის ლინქი რუსეთის მოქმედ სტანდარტზე სპრედებისთვის, რომლის მე-9 გვერდზე, ცხრილში მითითებულია ტრანს-ცხიმების მაქსიმალური დასაშვები ოდენობა პროდუქტის ცხიმში - 8,0%.

სოფო   19:04:19 2012-06-27  უპასუხე   
ესეიგი გამოდის რომ მარგარინი ჯობია ისევ"ონა"ავირჩიო.რადგან მასში ტრანს-ცხიმები ნაკლებია.სწორად გავიგე?
ლია, CSRDG   09:13:35 2012-06-28  უპასუხე   
დიახ, სწორად გაიგეთ. გაზომილ პროდუქტებში "ონა" ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა (ყოველ შემთხვევაში, ტრანსცხიმების თვალსაზრისით)

Mikheil Kalandadze   17:34:12 2012-06-27  უპასუხე   
როგორც სტატტიდან გავიგე კარაქი (ნამდვილი კარაქი) ამ ტრანსცხიმებს არ უნდა შეიცავდეს. მართალი ვარ?
ანი თქვენს მიერ შემოწმებულ კარაქებს რომელსაც მიეთითა რომ ნამდვილად კარაქებია.
ლია, CSRDG   09:12:10 2012-06-28  უპასუხე   
დიახ, სწორად გაიგეთ - ნამდვილი კარაქი ხელოვნურ ტრანსცხიმებს არ შეიცავს.

არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ბუნებრივი ცხიმები მცირე ოდენობით ტრანს-ცხიმებს ბუნებრივად შეიცავს. ზუსტად არავინ იცის რატომ, მაგრამ არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ეს ბუნებრივი ტრანსცხიმები ისეთი მავნე არაა, როგორც ხელოვნური. ამიტომ ოფიციალურ დოკუმენტებში ყურადღება ძირითადად ხელოვნურ ტრანს-ცხიმებზეა გამახვილებული. იხ. მაგალითად ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად (ტრანსცხიმების შემცირების ციფრები ცხრილშია, სტატიის ბოლოს)
Mikheil Kalandadze   15:19:21 2012-06-28  უპასუხე   
დიდი მადლობა სასარგებლო ინფორმაციისათვის.


Sophie   16:50:54 2012-06-27  უპასუხე   
და ამ ტრანსცხიმების რაოდენობა ოდესმე შეგიმოწმებიათ ადგილბრივ ბაზარზე არსებულ კარაქებში? მაგ: შატილის კარაქი, სანტინო და ა.შ
ლია, CSRDG   17:29:10 2012-06-27  უპასუხე   
არა, არ შეგვიმოწმებია. პროდუქტში, რომელიც რძის ცხიმებისგან შედგება, ტრანს-ცხიმების არსებობა მოსალოდნელი არ არის. ტრანს-ცხიმები ძირითადად მცენარეული ცხიმების ქიმიური დამუშავებით წარმოიქმნება.

იხ ეს სტატია


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge